ვილი სანიოლი: კვარაცხელიასთან რამდენიმე ეპიზოდი განვიხილე, მეტს არ დავაკონკრეტებ - კვიპროსთან დილემა მაქვს

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში ტაილანდის 8:0 დამარცხების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"მიქაუტაძის საკლუბო მდგომარეობა ახლა რთულია, თუმცა ფეხბურთელები ამას არ უნდა გაექცნენ. იმედია, "აიაქსში" დარჩება და თუკი მუშაობას გააგრძელებს, თავის შანსს აუცილებლად მიიღებს და გამოიყენებს.

მატჩის შემდეგ კვარაცხელიასთან რამდენიმე სათამაშო ეპიზოდი განვიხილე. მეტს არ დავაკონკრეტებ. ხვიჩამ იცის, რომ დეტალებს ვაქცევ ყურადღებას და ეს დეტალები იქნებ გადამწყვეტიც კი იყოს. მას რთული სეზონი ელოდება "ნაპოლიში" და ასეთ დეტალებს უნდა მიაქციოს ყურადღება, რათა კიდევ უფრო განვითარდეს. ისე კი, ახლაც შესანიშნავი
ფეხბურთელია.

ევროპულ ჩემპიონატებში ფიზიკურ მომზადებას დიდი ყურადღება ეთმობა და გუშინ ეს აღვნიშნე. შეამჩნევდით, ჩაკვეტაძე ბურთს უფრო მაღალ დონეზე ინარჩუნებს, ვიდრე რამდენიმე თვის წინ. დღეს ფიზიკურ მომზადებას დიდი მნიშვნელობა აქვს და მეტი შრომაა საჭირო.

მიხარია, რომ ამდენი გავიტანეთ. მეტიც შეგვეძლო. დავალებებს სწორად და პროფესიულად მივუდექით. ზივზივაძე შეხვედრაში კარგად ჩაერთო. მიქაუტაძის მსგავსად, კლუბში ისიც ცოტას თამაშობს. კვირას, კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ, მოედანზე ერთ-ერთი მათგანი იქნება და ეს დილემა მაქვს.

გუშინ ასე მქონდა დაგეგმილი, რომ სიგუა დაიწყებდა და 45 წუთს ითამაშებდა. ბოლო ვარჯიშზე კმაყოფილი არ დავრჩი და გადაწყვეტილება შევცვალე. ის ახალგაზრდაა და დიდი დრო აქვს, ისწავლოს და ჩვენს ტაქტიკურ სქემას მოერგოს. ამ ეტაპზე ჯობია, მის განვითარებას მეტი სიფრთხილით მივუდგეთ. დღეს 35 წუთი ითამაშა და მისით კმაყოფილი ვარ".

მკითხველის კომენტარები / 32 /
გასაგებია რა ეპიზოდებსაც განიხილავდი კვარაცხელიასთან.ეგ ის ხვიჩა ნაღდად აღარ არის.პრინციპში ტაილანდთან მეტი არც მოეთხოვებოდა.ესპანეთთან და მისნაირებთან უნდა დაამტკიცო შენი კლასი
გიორგი
22:49 12-10-2023
6
ჯერ ერთი,ვინ გეგმავს ამ ამხანაგურებს,მონღოლეთი და მერე ტაილანდი? რა მოგვცა ამ ორმა ამხანაგურმა ისეთი,რისთვისაც ღირდა ორი თამაშის მათზე გაფლანგვის? გოლები გაიტანეს და სხვა? მოსამზადებელი ეტაპიო და ერთა ლიგაო,ხოდა ყაზახეთი არის ერთი მეტოქე,შეიძლება თურქეთი ან საბერძნეთი იყო,ხოდა რომელიმე ამ ქვეყანას დონით უწრებს ან თანაბრად არიან ეს მონღოლები და ტაილანდელები? სტატისტიკას იკეთებენ ბიჭები,ნახეთ ამდენი მოგება მაქვს და ამდენი გავიტანეთო. რაც შეეხება ამ თამაშს,ისე მოვუგეთ და ვეთამაშეთ,როგორც ჩვენ მოგვიგო ესპანეთმა,თან სახლში. ტალანდმა იცის რაც არის და ილუზია არ აქვს,ხოლო ჩვენ ილუზიებში ვცხოვრობთ,ამით ნაღდად გვჯობიან. კომენტატორმა თქვა ერთ ეპიზოდში,არ ვიცოდით კვარა თუ ითამაშებდაო,თორე სტადიონი გაივსებოდაო,ხოდა ეს კარგია? ეს ხო კლუბი არ არის? ქომაგი ერთი ბიჭის სანახავად არ უნდა მიდიოდეს თამაშებზე,ეს არის სირცხვილი და დაუფასებლობა სხვების. ფეხბურთს 11 კაცი თამაშობს,თუ ერთს არჩევ და ეთაყვანები,სხვას შეიძლება ეწყინოს და მიიღებ ბარდაგს. არავინ იძახის რო ყველა კვარასავით უნდა შეიყვაროთ,სტადიონზე მისვლაზეა აქ საუბარი.თუ ტაილანდია და უინტერესო,მაშინ კვარა რას შეცვლიდა? ფიზ მომზადებას,ტექნიკას და ტაქტიკას ეშველება,თუმცა ადამიანების თავებს რა ეშველება ან თუ ეშველება ოდესმე? ნაკრებს უნდა ქომაგობდე და არა ერთ ფეხბურთელს,ამიტომაც არ ითამაშა უ21 ხვიჩამ,რადგან ყველა მასზე ისაუბრებდა,ყველა მასზე გააკეთებდა სწორებას,ხოლო სხვები დაიჩაგრებოდნენ და არ ითამაშა. ამით გაგრძნობინათ,რომ მარტო ის არ არის და სხვებიც იმსახურებენ დაფასებას,თუმცა თქვენ ვერაფერი გაიგეთ სამწუხაროდ. რაც შეეხება ფედერაციას,უნდა წავიდნენ და თან გაიყოლონ ეს სანიოლი. მთელი სანაკრებო თამაშები 3 ცენტრალური მცველით ითამაშა და მეორე ნომრად,ხოლო მერე ჩათვალა რო 4-2-3-1 შეეძლო თამაში და ბურთზე კონტროლი,თან ეს ჩათვალა ესპანეთის ნაკრებთან. მხოლოდ ამის გამო არის გასაშვები და არაკომპეტენტური,ესპანეთს პირველ ნომრად არავინ ეთამაშება,ვერ ეთამაშება და გეგმავენ თამაშებს ისე რო რაღაც მონაკვეთზე მაინც იყვნენ დომინანტები. ესპანეთს აქვს სისტემა და ამას მიყვებიან,ეგრე გუშინ სამმა დებიუტანტმა ითამაშა და ვერც შეამჩნევდით ამას,თუ არ ჩახედავდი სანაკრებო გამოცდილებას. ამას ქვია სისტემური მნიშვნელობა,ნებისმიერი ესპანელი ფეხბურთელი,ვისაც გამოვლილი აქვს ასაკობრივი ნაკრები,ათამაშე ამ ესპანეთში,შეთამაშების პრობლემა არ ექნება,რაგდან სისტემა იციან.ჩვენთან ახალგაზრდული სხვა სისტემით თამაშობს და ეროვნული სხვა,ხოდა ამიტომაც უჭირთ ეროვნულში ასულ ბიჭებს თამაში.ყველა ნაკრებმა უნდა ითამაშოს ერთი სისტემით ანუ რასაც ეროვნული თამაშობს,იმით უნდა ითამაშოს ყველამ. ერთი და ორი წელი კი არა,სულ ერთი სისტემით უნდა თამაშობდე,ასე უნდა ზრდიდე ახალ ფეხბურთელებს. ასე არაფერი არ გამოვა და როგორც ჩანს არ გამოდის,ხვიჩას პლიუსები და ბევრი ქართველის ჩანს 4-3-3 ან 4-2-3-1 ფორმაციაში და ამ ორ ფორმაციაზე უნდა გადაერთოს ყველა. შეიძლება შედეგი არ გქონდეს 5 ან 10 წელი,თუმცა აუცილებლად მოიტანს შედეგს. 30 წელი დაიკარგა აბდაუბდაში,შედეგი არ გვქონია და არც გვექნება,რადგან სისტემას არ ვაშენებთ,გვყავს ნიჭიერი ბიჭები და მათ ხარჯზე ვცდილობთ შედეგის დადებას,მერე გამოგაკლდება ეს კარგი ბიჭი და 0 ვრჩებით.
ტატულა
08:15 13-10-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული