თემურ ქეცბაია: სამწუხაროა მაკედონიასთან რაც მოხდა, გულშემატკივრებთან ერთად მეტი შანსი გექნებოდათ

AutoSharing Option
ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი კვიპროსის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა:

"ვიცოდით, რა სირთულეებიც გვექნებოდა. სამწუხაროდ, ქულის გარეშე ვართ. საქართველოს ნაკრები ახალგაზრდული და კარგი გუნდია. თამაშის ბედის გადაწყვეტა მათ არაერთ ფეხბურთელს შეუძლია. იმედია, რამის მიღწევას შევძლებთ.

რთულ შეხვედრა ველით. თავდაჯერებულები ნაკლებად ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ, ქულა მაინც რომ მოვიპოვოთ. შედეგის მიღწევა მარტივი არ იქნება. თავიდანვე არ მინდოდა, ჩვენი ნაკრებები ერთ ჯგუფში ყოფილიყვნენ, მაგრამ ასე მოხდა. ადვილი არც პირველი მატჩი იყო და არც კვირას იქნება. ჩემთვის უცხო
არც კვიპროსია. მინდორზე ერთმანეთის მოწინააღმდეგეები ვიქნებით.

კვიპროსში კარგი მატჩი იყო, დაძაბული. გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. სამწუხაროდ, ფეხბურთელები გვაკლდნენ. სამწუხაროა, რომ საკუთარ არენაზე უფრო ნაკლები გულშემატკივარი გვყავს, ვიდრე მეტოქეს. რამდენიმე დღის წინ, ნორვეგიასთან, სტადიონი სავსე იყო, მაგრამ ერლინ ჰოლანის სანახავად უფრო მოვიდნენ. იმედია, გულშემატკივრები თამაშით კმაყოფილები იქნებიან.

ყველაფერს უიღლობას ვერ დავაბრალებ. ჩვენი ამოცანა იყო, იოლი მეტოქე არავისთვის ვყოფილიყავით, რაც ზოგჯერ მოვახერხეთ კიდეც. როცა ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ნორვეგიას უჭირს, ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ? "ერთა ლიგაზე" მეტი შანსი გვექნება. დამარცხდება არავის უხარია. ვიცით, რომ რთული მატჩები გვაქვს. გუნდში გამოცდილი ფეხბურთელები არიან, ბოლომდე ვიბრძოლებთ.

კარგია, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა "ერთა ლიგიდან" შეუძლია. ეს დიდი მიღწევაა. სამწუხაროა, ჩრდ. მაკედონიასთან რაც მოხდა. გულშემატკივრებთან ერთად მეტი შანსი გექნებოდათ. ჩვენ "ერთა ლიგაზე" გიბრალტარის დამარცხება გვჭირდება. გიბრალტარის ვხვდებით და მათთან ნამდვილად უნდა გავიმარჯვოთ".

მკითხველის კომენტარები / 8 /
გაიგე ლევან (კობიაშვილი), გულშემატკივრებთან ერთად უფრო მეტი შანსი გვექნებოდა… ლევან ეხლა, ამჯეტად ნეტა რა სიურპრიზი გველის?!
ლაშა
18:59 14-10-2023
1
ისე, ქართველს რომ ბედი აქვს, ნაკრებებში ერთადერთი ქართველი მწვრთნელია და მაინცდამაინც საქართველოს შეხვდა. „ბედი მომეც და სანაგვეზე გადამაგდეო“ — ამაზე ჭეშმარიტი ანდაზა არ გვაქვს მგონი.
nika
19:13 14-10-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული