ოთარ კიტეიშვილი: ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობა აქვს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურში კვიპროსთან მოგებულ მატჩში (4:0) საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გოლი გაიტანა, შეხვედრის შემდეგ კი nakrebi.ge-სთან კომენტარი გააკეთა:

"ნაკრების მაისურით გატანილი გოლი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად ემოციურია. იმედი მაქვს, მომავალშიც არაერთხელ შევძლებ გავახარო გულშემატკივარი. სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ, ვფიქრობ, გვჭირდებოდა ასეთი გამარჯვება და მოწინააღმდეგის დიდი ანგარიშით დამარცხება.

ეს ამხანაგურ შეხვედრაშიც მოვახერხეთ, მაგრამ ოფიციალურ მატჩს სულ სხვა დატვირთვა აქვს. ამ გუნდს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე. მარტში მნიშვნელოვანი თამაშები გველოდება და ეს თამაშებიც მარტისთვის
მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ, რათა საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ და მაქსიმალურად გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები".

მკითხველის კომენტარები / 5 /
სანიოლის ხელში ამ გუნდს მომავალი არ აქვს ფეხბურთელები არიან და სანიოლი მათ ვერ ათამაშებს ეს თამაშები ფეხბურთელებმა მოიგეს თვითონ.
ქომაგი
10:40 18-10-2023
0
ერთადერთი ნამდვილი ფეხბურთელი კიტეიშვილია.დანარჩენები სამოყვარულო დონეა ყველა.
ვ.სანაია
20:19 16-10-2023
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული