საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას 13 ნოემბერს დაიწყებს.

ვილი სანიოლის გუნდი 16 ნოემბერს თბილისში შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს. 19 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მერვე შეხვედრას ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად, ვალიადოლიდში გამართავს.

მოახლოებული მატჩებისთვის ჩვენი გუნდი 25 ფეხბურთელით მოემზადება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია („დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვირკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“ კრაკოვი,
პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია“, ლა სპეცია, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ვალენსია, ესპანეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანთაქია, თურქეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ვოლფსბერგი, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია).

მატჩების განრიგი:

16 ნოემბერი | საქართველო - შოტლანია | 21:00

19 ნოემბერი | ესპანეთი - საქართველო | 23:45

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნოემბრის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 44 /
გიორგი არაბიძე კვლავ ნაკრებს მიღმა დატოვეს, ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, შეიძლებოდა რამდენიმე ახალწვეულის მიწვევა ამ დარჩენილ თამაშებზე.წარმატებები ნაკრებს.
პავლე
10 ნოემბერი 2023 14:57
0
თითქმის ყველაფერი დაგიწერიათ და რაღა დავწერო?? :D მე მგონია რომ ამ შემადფენლობის გამოძახებაში ლომის წვლილი ხიზანიშვილს შეაქ და ფედერაციის ხუშტურებზე და ფეხბურთელებთან პირად ურთიერთობების მიხედვით აქვთ სიმპატიები! თორე სპორტულად თუ შეხედავ არანაირ ლოგიკაში არ ჯფება მინიმუმ 7- კაცი რატოა გამოძახებული ისევ, და ამ შვიდიდან მინიმუმ 4 ძირითადში დაიწყებს თამაშს, და მარტო მამარდა და კვარა ვერაფერს იზავს, ამ ფეხბურთელებით შედეგის დადება გამორიცხულია, სპორტულ კანონზომიერებას არღვევს და ლოგიკას რომ ამ ფეხბურთელებით შოტლანდუას და ესპანეთს მოუგო! აი როგორ ცუდად უნდა ითამაშონ ამ ქვეყნებმა რომ ჩვენ მოვუგოთ! დაუწყებენ მერე კვარას კიდე კრიტიკას უცოდინარი ხალხი.
Vasili
10 ნოემბერი 2023 10:48
2
ყოჩაღ. ესე იგი ჩვენ რომ 7 ფეხბურთელი შევცვალოთ, შოტლანდიას და ესპანეთს მოვუგებთ?
ერიჰაა
10 ნოემბერი 2023 11:38
3
დაცვა და ნახევარდაცვა პრახადნოი დვორია.
ჩელენჯერი
10 ნოემბერი 2023 03:13
8
წიტაიშვილი და არაბიძე, ორივეს კაი დრიბლინგიაქ მაგრამ ორივე არის ზარმაცი ფეხბურთელი ცუდი ფიზიკით, მათ ვერც პრესინგზე აგმოიყნებ, დაცვასაც ვერ დაეხმარებიან. შეტევაში ისედაც საკმარისადაა ეგეთი ხალხი
nedved
10 ნოემბერი 2023 01:37
5
მამარდა კარში, კაშია-ლოჩო-კაკაბაძე დაცვის ცენტრში, ფლანგებზე გოჩო- აზაროვი, ცენტრში მამუჩაშვილი-ჩაკვე-ქოჩორა, წინ ხვიჩა და მიქაუტაძე. ვიცი რო მაინც კვეკვესკირს და ალ ახდუდის ლეგენდას ვერ გავექცევით მაგრამ მაინც
nedved
10 ნოემბერი 2023 01:28
9
მოდი ასე ვქნათ, 45 ადამიანს ვერ გამოიძახებ ნაკრებში და მოდი დაწერეთ ამ 25 კაცში "ვისი სული გსურთ" უკვე გამოძახებულის ადგილზე. მე ვისურვებდი საზონოვს კვირკველიას ნაცვლად
QT
09 ნოემბერი 2023 23:01
0
გოჩოლეიშვილი ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურში მოხვდა და ამათ თუ სკამიხეხია კაკაბაძე არ დააყენონ 2 ნომრად აგერ თქვენ, აგერ მე და აგერ ნოემბერი! იმას არ ვიძახუ, რომ გოჩოლეიშვილი კრეფს ციდან ვარსკვლავებს, მაგრამ კაკაბაძემ თავისი მზე კაი ხნის წინ ჩაასვენა და ამას პერსპექტივა მაინც აქვს, ასეთებს უნდა მივცეთ სტიმული, იქნებ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ!
vai vai
09 ნოემბერი 2023 22:50
3
1. ვერ გავიგე, რატომ წერთ ლორიას პირველ ნომრად? დღეს კი არა ნაკრების ყველა დროის პირველი ნომერი არის გიორგი მამარდაშვილი!
2. თუ გუნდში ხვიჩა და მამარდა გყავს, ესეიგი უკვე შეგიძლია ყველასთან იბრძოლო გამარჯვებისთვის და ამ 23 წლის ბიჭების ირგვლივ ახალი გუნდი ვაყალიბოთ არ ჯობია?! თუ კვირკველია-კაშია-კვეკვესკირი-აბურჯანიაა ახალი გუნდი, ჰა?! ამათზე ნაკლები რითაა კანკავა, 2 წელიწადი მის გარეშე რომ ვთამაშობთ, თუ ნაკრებში 101-ე მატჩი ფედერაციის პრეზიდენტის პატივმოყვარეობას ლახავდა?! (100-ზე გააჩერეს ჯაბა, მე-100-ში არც შემოუშვეს მინდორზე და ისე გააცილეს, კობის გააასწრებდა 101-ეც რომ ეთამაშა.)
3. გვარებს არ დავწერ ახლა და ზოგიერთებს რა პატრონი გყავთ ეგეთი, ამოხვედით რა ყელში თქვენი პატრონიანა!
ქომაგი
09 ნოემბერი 2023 22:46
2
dinamo tbilis didi problemebi akvs da raeshveleba am sawyal gunds arvici 21-saukuneahi dagupes gundi
Karche ra
09 ნოემბერი 2023 22:44
0
ფაქტი ერთია,რომ ფეხბურთელებს არ არჩევენ მათი პროფესიონალიზმის მიხედვით.ჩამოთვლას აღარ შევუდგები,ისედაც ყველაფერი ნათელია.გინდ ცენტრ მცველები,გინდ ნახმცველები და გინდ თავდასხმა.ურემი,რომ გადაბრუნდება ხელებს სანიოლს შეაწმენდენ და თვითონ ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვავს მომხდარის გამო…ვისაც მინდა იმას ვათამაშებო-თქვა სანიოლმა და კაციშვილმა არ ჰკითხა-მინდა რა შენი კანტორაა თუ რა!!
BOSS
09 ნოემბერი 2023 22:12
6

სიახლეები პოპულარული