"მე არაბიძეს გამოვიძახებდი და შანსს მივცემდი" - დემეტრაძე საქართველოს ნაკრებსა და ვილი სანიოლზე

AutoSharing Option
გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმარი ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები გიორგი დემეტრაძე და გიორგი ლომაია გახლდნენ, რომლებმაც საინტერესო თემებზე ისაუბრეს.

როგორც "ჯვაროსანთა" ყოფილმა ფორვარდმა აღნიშნა, ვილი სანიოლის მუშაობას დადებითად შეაფასებს, მაგრამ ის შანსს გიორგი არაბიძესაც მისცემდა.

"სანიოლის მუშაობა ჩემი აზრით დადებითია. პლეი-ოფში ვართ და ნახევარფინალში დიდი ალბათობით, ლუქსემბურგს ვეთამაშებით.

იმედია, გავალთ და ფინალიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება. არ მინდა მწვრთნელის კომპეტენციაში შევიჭრა, მაგრამ მე მაგალითად გიორგი არაბიძეს გამოვიძახებდი და შანსს მივცემდი", - თქვა დემეტრაძემ.
მკითხველის კომენტარები / 32 /
ფსევდო პოლიტპატიმარიც გამოჩნდა. პოლიტპატიმარს არალეგალური ფსონებში როგორ აქვს საქმე?
დააT
15:02 12-11-2023
29
რა ძაან აპიარებენ ამ არანიძეს . ბევრი კეთილისმსურველი ყავს წრეებში…. მისი საწინააღმდეგო რა მაქვს, მარა, რისი ნაკრები ?!!ჩემპიონატის თამაშებშიც კი ძლივს დაათრევს ერთ ადგილს. ეონა მაინც დაიკლოს და ისე მოითხოვეთ მისი გამოძახება. ან დემეტრაძე ვინაა რო მისი აზრი საინტერესო იყოს? მაგი რო ფიქრობს რო გამოსაძახებია იმიყომ არაა ნაკრების მწვრთნელი
მათე
02:37 13-11-2023
31
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული