როგორც "ჯვაროსანთა" ყოფილმა ფორვარდმა აღნიშნა, ვილი სანიოლის მუშაობას დადებითად შეაფასებს, მაგრამ ის შანსს გიორგი არაბიძესაც მისცემდა.
"სანიოლის მუშაობა ჩემი აზრით დადებითია. პლეი-ოფში ვართ და ნახევარფინალში დიდი ალბათობით, ლუქსემბურგს ვეთამაშებით.
იმედია, გავალთ და ფინალიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება. არ მინდა მწვრთნელის კომპეტენციაში შევიჭრა, მაგრამ მე მაგალითად გიორგი არაბიძეს გამოვიძახებდი და შანსს მივცემდი", - თქვა დემეტრაძემ.