კვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიასთან გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.

პირთამდე სავსე სტადიონზე მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით . მეთხუთმეტე წუთზე კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთზე კვარაცხელიამ მეურვეს დაასწრო და „ჯვაროსნები“ დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს კიდევ ორი მომენტი ჰქონდა: შენგელიას მეკარემ არ გაატანინა, მიქაუტაძემ კი მიზანს ვერ უწია. მეტოქეს ხვიჩას შეჩერება უჭირდა და ორმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო. შოტლანდიელებს ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ რეალური მომენტი ვერ შექმნეს და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მაკტომინეიმ ანგარიში გაათანაბრა.
საქართველოს ნაკრებმა იერიშებით უპასუხა, მიქაუტაძის მოპოვებული საჯარიმოდან შენგელიას გატანა მეკარემ არ დაანება, მერე კი კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა. სტუმრებს გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა საოცარ ნახტომში მოიგერია ბურთი. სანიოლმა ტრავმირებული ლოჩოშვილი კალანდაძით, ხოლო ჩაკვეტაძე დავითაშვილით შეცვალა. ბოლოს შოტლანდია შტურმზე გადმოვიდა, შენკლენდმა თანაფარდობა აღადგინა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 8 ქულით მეოთხე ადგილზეა და 19 ნოემბერს ბოლო ტურში ვალიადოლიდში ესპანეთს დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“. 45 815 მაყურებელი
საქართველო - შოტლანდია 2:2
გოლები: 1:0 კვარაცხელია (15), 1:1 მაკტომინეი (49), 2:1 კვარაცხელია (57), 2:2 შენკლენდი (90+2)

მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი (კალანდაძე 78), ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი (მექვაბიშვილი 69), შენგელია (აზაროვი 72), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 78), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 69)

მკითხველის კომენტარები / 106 /
ორი შეკითხვა მაქვს:
1. ამდენი ხანი რატომ გორაობენ მინდორზე ჩვენი ფეხბურთელები?
2. რატომ ხდება, რომ ათიდან ცხრა შემთხვევაში, მეორე სართულზე ყოველთვის ვაგებთ?
და კიდევ, კაშია, დიდი მადლობა, მაგრამ წადი რააა... პენსიაზე ნაკრებიდან უნდა გახვიდე?
გიორგი 50
08:52 18-11-2023
2
ყველაფერი კარგი და ეს დუხჭირი გამომცხადებელი რომ გიზით ხალხმრავალ თამაშებზე! ის ომეხი კაცი სად გყავთ საქართველოს ჩემპიონატზე ცარიელ ტრიბუნებს რომ ანგრევს!
დავითი
17:26 17-11-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული