ვილი სანიოლი: კვარაცხელია ინსტინქტურად მოქმედებს - შეცვლების გაკეთება დაღლილობის გამო მიწევს

AutoSharing Option
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში შოტლანდიასთან ნამატჩევს (2:2) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"60 წუთით კმაყოფილი ვიყავი. როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე კარგად ვმოქმედებდით. ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, თუმცა გუნდში ცოტას თამაშობენ (მიქაუტაძე საერთოდ არ თამაშობს) და ამას უნდა დავუკავშიროთ. სამწუხაროა, როცა გოლს ბოლოს უშვებ, მაგრამ შოტლანდიელებმა ეს დაიმსახურეს. მარტისთვის ბევრი კარგი და სასარგებლო რამ დავინახე.

შეცდომების ვრცელ ანალიზს აუცილებლად გავაკეთებთ. არაერთი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა, მაგალითად, კიტეიშვილი და ხოჭოლავა. მათთან ერთად მარტში უკეთ ვითამაშებთ. აუტის
მოწოდებაზე მუშაობა გვიწევს. ახლა ერთად მხოლოდ ერთხელ ვივარჯიშეთ... მიხარია ჩაკვეტაძის კარგი ფორმა, ის ნაკრებისთვის ისეთივე მნიშვნელობის ხდება, როგორც წლების წინ. კვარაცხელია მოედანზე ინსტინქტურად მოქმედებს. შესაბამისად, მისთვის რთულია თქმა, კონკრეტულ ეპიზოდში რა გააკეთოს და რა არა, უშეცდომო კი მხოლოდ მესია...

არ გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც კლუბში 90 წუთს მუდმივად თამაშობს. მათი შეცვლების გაკეთება არა ტაქტიკურად, არამედ დაღლილობის გამო მიწევს. ისე კი, რა თქმა უნდა, შესაძლოა, შეცდომას მეც ვუშვებ.

არ მინდა, ფეხბურთელების უთამაშებლობა გამართლება იყოს. უბრალოდ, რეალობას აღვნიშნავ. მარტამდე დიდი დროა და ამ მხრივ პროგნოზირება რთულია. მოლოდინი მქონდა, რომ მატჩში მაღალ დონეზე თამაში 60 წუთსა და ოდნავ მეტხანს შეგვეძლო. გოლი ბოლოს რომ არ გაგვეშვა, ახლა უფრო დადებითი შეფასებები იქნებოდა".

მკითხველის კომენტარები / 42 /
კვარაზე რა იპროფესორა ვერ გავიგე.. კვარას დამსახურებაა, რომ ეს თამაში არ წავაგეთ საერთოდ და ეს ახლა ადეკვატური კომენტარია მწვრთნელისგან?
გიზო
17 ნოემბერი 2023 00:06
3
მექვაბიშვილი ბოლოს მაკტომინეის რომ უღიმოდა , ელაპარაკებოდა და ის ყურადღებას არ აქცევდა ის სცენა გამახსენდა ადრე სულ პირველად ესპანეთთან თბილისის მატჩის შემდეგ თუ არ ვცდები ფორვარდი სირბილაძე მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ რო აღმოჩნდა კასილასის და რამოსის შუა და როგორი გაფართოებული თვალებით და აღტაცებით უყურებდა ესესაა ფეხებში ჩაუვარდება მეთქი ,აი რონალდოს დანახვაზე უზბეკები და არაბები რო გიჟდებიან .ასეთი მენტალიტეტით ვერაფერ მიაღწევ ანრი ,ფეხი უნდა წამოიღო სახლში თუ არადა მაქსიმუმ ალაშკერტი !
კონსერვატორი
17 ნოემბერი 2023 00:00
1
სანიოლს ვინ კითხავს შეცვლებს იაშვილი რეკავს და მერე ხდება შეცვლები,ფეხბურთელების სიაც იაშვილი უდებს..სწორედ ეს არის პრობლემა ენაბლუ იაშვილი რომ წყვეტს ნაკრების ფუნქციონირებას და არა მწვრთნელი
ფედერაცი
16 ნოემბერი 2023 23:58
44
მთავარი დამნაშავე ნეხვდერაციაა!
რატი
17 ნოემბერი 2023 00:09
1
შეგიძლია ფაქტი დადო? თუ არ გაქვს ფაქტები სოფლის დედაკაცივით ნუ ჭორაობ თუ კაცი ხარ. არც იაშვილია ჩემი ბიძაშვილი და არც სანიოლი, უბრალოდ ამაზრზენია როცა კაცი ქალივით ჭორაობს
მამუკა
17 ნოემბერი 2023 00:03
8
Kvaram mogiyvana aqamde vili.kvaras gareshe kviprosac ver mougebdit.exla iloce kvara martshi jamrtelad da formashi iyos.
Gia
16 ნოემბერი 2023 23:53
4
ღრმა ანალიზია
dato
17 ნოემბერი 2023 01:16
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული