შოტლანდიელთა მწვრთნელის თქმით, საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და დროის გაყვანას ცდილობდნენ

AutoSharing Option
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს (2:2) კომენტარი შოტლანდიის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სტივ კლარკმა გააკეთა.

კლარკმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია, არა მხოლოდ მეოთხე კალათაშია საუკეთესო, არამედ მესამე კალათაშიც ერთ-ერთი საუკეთესოა; ერთა ლიგის პლეი-ოფში წარმატებით იასპარეზებს და საერთოდ, როდესაც მის რიგებში განსაკუთრებული კვარაცხელია თამაშობს, ასეთი მეტოქის ძლევა ძნელია.

მისი თქმით, თბილისში წასაგებად არ ჩამოვიდნენ, მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს და ფრეს მიაღწიეს. ამოცანა იმან გაურთულათ, რომ ქართველები ბოლოს მოედანზე ხშირად იწვნენ, დროის გაყვანას ცდილობდნენ, რაც ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია
და თავისი შეგირდების გარჯით კმაყოფილია.

მკითხველის კომენტარები / 12 /
როცა დროის გაყვანას დემონსტრაციულად იწყებ,მეტოქეს მორალურ უპირატესობას აძლევ,რომ ბრძოლას გაურბიხარ და შედეგი თითქმის ყოველთვის ერთია.
cheroeli
03:47 17-11-2023
2
ვილი ძალიან სუსტია. რა შეცვლები აკეთა, რა კალანდაძე, რა მექვაბიშვილი. მოარღვია ცენტრი, დაცვა. ტემპი ვერ დააგდეს, ბურთი ვერ დაიჭირეს. აბსოლუტურად არ ეტყობა მწვრთნელის ხელი ამ გუნდს
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული