შოტლანდიის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდთან წაგებას კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გადაურჩა, ფრეს მიაღწია (2:2), ნამატჩევს კი მათმა ნახევარმცველმა სკოტ მაკტონიმეიმ ქართველი ფეხბურთელები გააკრიტიკა.
"ცხადია, მათ რამდენიმე მართლაც კარგი ფეხბურთელი ჰყავთ, მაგრამ დღეს საღამოს, როგორც ისინი მოედანზე მოქმედებდნენ, მე მსაჯის პროვოცირებად და სირცხვილად მიმაჩნია. ასე არ შეიძლება. ჩვენ სიმშვიდის შენარჩუნება გვჭირდებოდა, რაც ძნელია.
ისე იქცეოდნენ, თითქოს ტრავმირებულები იყვნენ. ამას ძნელია ფეხბურთი უწოდო. მოედანზე კოტრიალი და ჩვილი ბავშვივით ტირილი ფეხბურთი არაა. ჩვენ თამაშის გასაგრძელებლად და გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერს ვცდილობდით, ორჯერ დავბრუნდით თამაშში,
ისინი კი განუწყვეტლივ მსაჯის პროვოცირებას აგრძელებდნენ", - ციტირებს მაკტონომეის The Scotsma-ი.