"გვსურს ესპანეთთან დავამტკიცოთ, რომ წინა მატჩში არ გაგვიმართლა" - კვარაცხელიას და ქოჩორაშვილის კომენტარი

AutoSharing Option
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში შოტლანდიასთან ნამატჩევს (2:2) nakrebi.ge-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი ქოჩორაშვილმა გააკეთეს.

ხვიჩა კვარაცხელია: "შედეგით კმაყოფილები არ ვართ. დასანანი ფრე იყო, რადგან ახლოს ვიყავით მოგებასთან. ჩემი აზრით, უფრო მეტს ვიმსახურებდით.

მნიშვნელოვანი თამაში გველის ესპანეთთან. გვახსოვს ის მარცხი, რომელიც წინა შეხვედრაში განვიცადეთ. გვსურს, ჩავიდეთ, დავიცვათ ჩვენი ნაკრების ღირსება და დავამტკიცოთ, რომ უბრალოდ არ გაგვიმართა და ჩვენი დღე არ იყო".

გიორგი ქოჩორაშვილი: "თითოეული ჩვენგანი ცდილობდა, რომ მაქსიმუმი ჩაედო ამ თამაშში, რაც გამოგვივიდა. მატჩი 2:2
დასრულდა, თუმცა შეგვეძლო მოგება და გულშემატკივრის გახარება. ვერ მოვახერხეთ, თუმცა ვეცდებით, რომ მომდევნო მატჩებში კიდევ უფრო მოვუმატოთ, როგორც მე, ისე მთლიანად ნაკრებმა".

altსკოტ მაკტომინეი: ქართველი ფეხბურთელები ჩვილი ბავშვებივით ტიროდნენ

altშოტლანდიელთა მწვრთნელის თქმით, საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და დროის გაყვანას ცდილობდნენ

altკვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

altვილი სანიოლი: კვარაცხელია ინსტინქტურად მოქმედებს - შეცვლების გაკეთება დაღლილობის გამო მიწევს

altკვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიასთან გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
როცა მწვრთნელი ფეხბურთელს ტაქტიკური თვალსაზრისით კი არა, იმის გამო ცვლის, რომ ის უბრალოდ დაიღალა და მეტი აღარ შეუძლია, რა გაუმართლებელ შეცვლებზეა საუბარი? კაცი იძახის, რომ გუნდში კვარაცხელიას გარდა არავინ ყავს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც თავის გუნდში 90 წუთს ატარებს მინდორზე და რა შედეგი უნდა მოთხოვო მწვრთნელს?
ჟორა გაბრიჭიძე
23:57 17-11-2023
3
ბავშვური ჟინი კარგია მაგრამ, გუნდში არაჯანსაღი სიტუაციაა, დისციპლინა საერთოდ არ არსებობს, სერიოზული მიდგომა საქმისადმი ნული, ფედერაციას კიდია პარლამენტში იმპიჩმენტზე მუშაობს, სამაგიეროდ იაშვილი და საძმო ყავს დანიშნული. თინეიჯერების ,,ბანაკი,, რომ იკრიბება ხოლმე საღლიცინოდ ეგაა ნაკრების შეკრებაც, ემატება პლუს უვიცი მწვრთნელი, ძველი ბიჭების ფედერაცია...! ინდივიდუალისტები ხანდახან გვიშველიან მაგრამ დიდი მიზნებისთვის ბრძოლაში გუნდურობაა საჭირო.
რუსთავი
14:48 17-11-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული