"გვსურს ესპანეთთან დავამტკიცოთ, რომ წინა მატჩში არ გაგვიმართლა" - კვარაცხელიას და ქოჩორაშვილის კომენტარი

AutoSharing Option
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში შოტლანდიასთან ნამატჩევს (2:2) nakrebi.ge-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი ქოჩორაშვილმა გააკეთეს.

ხვიჩა კვარაცხელია: "შედეგით კმაყოფილები არ ვართ. დასანანი ფრე იყო, რადგან ახლოს ვიყავით მოგებასთან. ჩემი აზრით, უფრო მეტს ვიმსახურებდით.

მნიშვნელოვანი თამაში გველის ესპანეთთან. გვახსოვს ის მარცხი, რომელიც წინა შეხვედრაში განვიცადეთ. გვსურს, ჩავიდეთ, დავიცვათ ჩვენი ნაკრების ღირსება და დავამტკიცოთ, რომ უბრალოდ არ გაგვიმართა და ჩვენი დღე არ იყო".

გიორგი ქოჩორაშვილი: "თითოეული ჩვენგანი ცდილობდა, რომ მაქსიმუმი ჩაედო ამ თამაშში, რაც გამოგვივიდა. მატჩი 2:2
დასრულდა, თუმცა შეგვეძლო მოგება და გულშემატკივრის გახარება. ვერ მოვახერხეთ, თუმცა ვეცდებით, რომ მომდევნო მატჩებში კიდევ უფრო მოვუმატოთ, როგორც მე, ისე მთლიანად ნაკრებმა".

altსკოტ მაკტომინეი: ქართველი ფეხბურთელები ჩვილი ბავშვებივით ტიროდნენ

altშოტლანდიელთა მწვრთნელის თქმით, საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და დროის გაყვანას ცდილობდნენ

altკვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

altვილი სანიოლი: კვარაცხელია ინსტინქტურად მოქმედებს - შეცვლების გაკეთება დაღლილობის გამო მიწევს

altკვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიასთან გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
კაცნაკლულმა აზერბაიჯანმა 3-0 მოუგო შვედეთს!!!!.ქართველი სპორტსმენების ფსიქოლოგია კი ვერაფრით ამოვხსენი,ბოლო წუთებზე წაგება!!!!:ფეხბურთში,კალათბურთში,ძიუდოში,თავისუფალ ჭიდაობაში,რაგბისტების წაგება მოსაგებ თამაშში(პორტუგალიასთან),ხო შეიძლება სპორტულმა ფსიქოლოგებმა იმუშაონ ამაზე,უბრალოდ ყველა ჩვენმა მეტოქემ იცის ეს ჩვენი სუსტი მხარე და ამას იყენებენ!!
ლადო
08:46 17-11-2023
1
ვინ ვინ და შენ ქოჩორ ნაღდად არ გეტყობოდა რომ ყველაფერი ჩადე ამ თამაშში კოტრიალობდი სიმულიანტო
suxumchanin
12:14 17-11-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული