"ეს სამი ერთად მოედანზე - ხვიჩა, "ჩაკვე" და არაბიძე - დამანგრეველი ძალა იქნება"
"ამ თაობაში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ არის სამი განსაკუთრებული. ესენია: ხვიჩა, "ჩაკვე" და არაბიძე.
აქედან ერთმა მოახდინა თავისი ნიჭის მსოფლიოსთვის დემონსტრირება, დანარჩენ ორს კი სხვადახვა მიზეზით ჯერ ყველაფერი არ გამოსვლია, თუმცა იმედია, გამოუვათ.
ამ საქმეში მათ გვერდში უნდა ედგეს ფედერაცია, რადგან ეს საქვეყნო საქმეა, მაგრამ ისინი ჯიბრში უდგანან.
დიდი დანაშაული იყო, რომ
ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულები, რადგან ადრე დისციპლინის პრობლემები ჰქონდა. არადა, არაბიძეს ხვიჩაზე ნაკლები ტექნიკა არ აქვს და "ჩაკვეზე" ნაკლები - მოედნის ხედვა. ბურთის დაჭერაც იცის და უზადო პასიც.
ეს სამი ერთად მოედანზე - ხვიჩა, "ჩაკვე" და არაბიძე - დამანგრეველი ძალა იქნება. ამ შანსის გაშვება დანაშაული იქნება ისტორიის წინაშე.
არ დამიწყოთ ახლა, სამივე ერთად არ შეიძლება, ბალანსი დაირღვევა, ბევრი შემტევი იქნება, "გავიდირკებით" და ა. შ. მასე მეუბნებოდით თქვენ, "ჩაკვეს" დაყენებას როცა ვითხოვდი, ხვიჩა და "ჩაკვე" ერთად არ გამოვაო, მაგრამ ახლა კი მოგწონთ.
ასე იქნება არაბიძის შემთხვევაშიც. თან, თუ "ტორპედოს" თამაშებს თვალს მიადევნებთ, აღმოაჩენთ, რომ მას ართმევაზე თამაშიც კარგად ეხერხება.
და არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ არაბიძე ახლა საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს და არა უფრო მაღალ დონეზე. არაბიძე, ხვიჩა და "ჩაკვე" ისეთი ნიჭის ფეხბურთელები არიან, სიარული თუ შეუძლიათ, უკვე ძირითადში უნდა დააყენო და არ უნდა იკითხო, სირბილი შეუძლიათ თუ არა."
კვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიასთან გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]
ვილი სანიოლი: კვარაცხელია ინსტინქტურად მოქმედებს - შეცვლების გაკეთება დაღლილობის გამო მიწევს