"ჩაკვეტაძე ფორმაში არ იყოო, ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულნი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

AutoSharing Option
საქართველო-შოტლანდიის (2:2) შემდეგ, "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, რომელიც საქართველოს ნაკრებზე პერიოდულად მოსაზრებებს გვთავაზობს,  "ფეისბუქპოსტს" აქვეყნებს:

"ეს სამი ერთად მოედანზე - ხვიჩა, "ჩაკვე" და არაბიძე - დამანგრეველი ძალა იქნება"

"ამ თაობაში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ არის სამი განსაკუთრებული. ესენია: ხვიჩა, "ჩაკვე" და არაბიძე.

აქედან ერთმა მოახდინა თავისი ნიჭის მსოფლიოსთვის დემონსტრირება, დანარჩენ ორს კი სხვადახვა მიზეზით ჯერ ყველაფერი არ გამოსვლია, თუმცა იმედია, გამოუვათ.

ამ საქმეში მათ გვერდში უნდა ედგეს ფედერაცია, რადგან ეს საქვეყნო საქმეა, მაგრამ ისინი ჯიბრში უდგანან.

დიდი დანაშაული იყო, რომ
აქამდე სანიოლი ჩაკვეტაძეს არ ათამაშებდა. ფორმაში არ იყოო. არადა, შარშან "სლოვანში" მთელი სეზონი თამაშობდა.

ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულები, რადგან ადრე დისციპლინის პრობლემები ჰქონდა. არადა, არაბიძეს ხვიჩაზე ნაკლები ტექნიკა არ აქვს და "ჩაკვეზე" ნაკლები - მოედნის ხედვა. ბურთის დაჭერაც იცის და უზადო პასიც.

ეს სამი ერთად მოედანზე - ხვიჩა, "ჩაკვე" და არაბიძე - დამანგრეველი ძალა იქნება. ამ შანსის გაშვება დანაშაული იქნება ისტორიის წინაშე.

არ დამიწყოთ ახლა, სამივე ერთად არ შეიძლება, ბალანსი დაირღვევა, ბევრი შემტევი იქნება, "გავიდირკებით" და ა. შ. მასე მეუბნებოდით თქვენ, "ჩაკვეს" დაყენებას როცა ვითხოვდი, ხვიჩა და "ჩაკვე" ერთად არ გამოვაო, მაგრამ ახლა კი მოგწონთ.

ასე იქნება არაბიძის შემთხვევაშიც. თან, თუ "ტორპედოს" თამაშებს თვალს მიადევნებთ, აღმოაჩენთ, რომ მას ართმევაზე თამაშიც კარგად ეხერხება.

და არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ არაბიძე ახლა საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს და არა უფრო მაღალ დონეზე. არაბიძე, ხვიჩა და "ჩაკვე" ისეთი ნიჭის ფეხბურთელები არიან, სიარული თუ შეუძლიათ, უკვე ძირითადში უნდა დააყენო და არ უნდა იკითხო, სირბილი შეუძლიათ თუ არა."

altკვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიასთან გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

altვილი სანიოლი: კვარაცხელია ინსტინქტურად მოქმედებს - შეცვლების გაკეთება დაღლილობის გამო მიწევს

მკითხველის კომენტარები / 65 /
სრულიად ვეთანხმები მერაბს, იდეალურ სამეულს მივიღებთ ნაკრებში. ასე რომ არაბიძის ნახვა ვისაც არ სურს ნაკრებში ცივი წყალი დალიონ. გიო ნამდვილად იმსახურებს საქართველოს ნაკრებში თამაშს.
პავლე ქუთაისი
29 ნოემბერი 2023 21:48
0
ნამდვილად სამივე ნიჭიერია და ვისურვებდი ნაკრებში ვიხილო მათი თამაში. ფიზიკურად რამდენად გაუძლებს სათამაშო ტემპს არაბიძე ეს არის საკითხავი. ამ გახსენებაზე რაღაცნაირად ვერ მოხერხდება თამაშის მერე ფეხბურთელების სტატისტიკა დაიდოს. რამდენი ირბინნა და ა.შ. შეიძოება არის, მაგრამ სტატიებში არასდროს შემხვედრია. მეც ვემხრობი რომ მარტის თამაშების მერე გამოჩნდეს ან განაცხადში და ბიჭებთან ერთად ივარჯიშოს.
გიორგი
29 ნოემბერი 2023 21:29
0
ერთსაც დავწერ ამ თემაზე და მოვრჩები. ეს ორი თამაში ასე თუ ისე უკვე მარტის პლეიოფისთვის მზადებაა, ხომ ეგრეა ? ხოდა ჩემი აზრით, არაბიძის ამ ორ თამშზე არ იქნებოდა სწორი, იმიტომ რომ, ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი ზუსტად მარტში იწყება და ძალიანაც რომ უნდოდეს ვერ იქნება სათამაშო ტონუსში, ვინაიდან ეხლა დეკემბერში რომ დასრულდება 3 თვიანი შესვენება მოუწევს, მაშინ როცა ეს ევროპაში მოთამაშეებს არ ემუქრება, მაგ დროს გახურებული სეზონია და სათამაშო ფორმაშიც არიან. ტაილანდთან შეიძლებოდა გამოძახება და სათამაშო დროის მიცემა და ასე თუ გააგრძლებეს ან უკეთეს ჩემპიონატში გადავა, მერეც აუცილებლად უნდა გამოიძახონ და ეგება საევროპო განაცხადშიც მოხვდეს.
QT
19 ნოემბერი 2023 12:28
3
რას გადაეკიდეთ ამ კვერკველიას!შესანიშნავად თამაშობს და ეს შოტლანდიასთან დაამტკიცა.აი,კაშია კი ნამდვილად დაბერდა.წლებს თავისი მიაქვს.ახალგაზრდა კაშია ნამდვილად გვჭირდება ვგულისხმობ შემცვლელს,მაგრამ ჯერ-ჯერობით არავინ ჩანს.ასეთი გურამ კაშია ბევრ ახალგაზრდას სჯობია.ეს რეალობაა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ.ჰორიზონტზე თითქოს მოსჩანს საბა საზონოვი,რომელიც პერსპექტიული და ნიჭიერია,მაგრამ დრო სჭირდება დასაღვინებლად.არაბიძე კი ნამდვილად იმსახურებს ნაკრებში თამაშს.ის უკვე აღარაა იმ ბავშვურ ასაკში,რომ საქმეს არასერიოზულად მიუდგეს.ყოველ შემთხვევაში შანსი აუცილებლად უნდა მიეცეს.მას მრავალი გამორჩეული თვისება აქვს.ერთ-ერთი ასეთი საჯარიმოების შესრულებაა,რომლითაც ნაკრების ფეხბურთელები ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან.
ვაგნერი ჯანაშია
18 ნოემბერი 2023 14:49
5
ბევრ რამეში არ ვეთანხმები, მაგრამ სადაც კვირკველიასნაირ დირკას იძახებ, იქ არაბიძეც უნდა გამოიძახო, თუ ფორმაზეა საუბარი.
18 ნოემბერი 2023 13:55
2
ვეთანხმები, შანსს არ აძლევენ.
თეიმურაზ
18 ნოემბერი 2023 13:20
1
არაბიძე არი უდიდესი ტალანტი მისი დაკარგვა არ გამოყენება არის უპატივცემულობა ქართველი ხალხის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ტექნიკური მოედნის ხედვი აქვს ძალიან კარგი საოცრად ურტყამს საჯარიმოებს პრესინგის დროს ართმევაზე არის ეფექტური და მოგებაზე მომართული მიეცი შანსი ლევან კობიაშვილო . ის ნაკრებში რომ არ თამაშობს შენი გადაწყვეტილებაა არაფერ შუაშია სანიოლი მართალია დისციპლინის პრობლემა ქონდა დაისაჯა კიდეც ხომ გახსოვს ქეცბაიას გადაწყვეტილება ნაკრებიდან რომ მოგკვეთა არ იყო მართალი თემური დამტკიცე კიდეც ამიტომ მიეცი შანსი არაბიძეს და გავიხაროთ საქართველოს ნაკრების წარმატებით გვაქ შანსი დიდი ევროპაზე რომ გავიდეთ ვიცი ამ მესიჯს წაიკითხავ და როგორც ვაშკაცს ეკადრება ისეთ გადაწყვეტილებას მიღებ
ქართული ქომაგი
18 ნოემბერი 2023 12:36
0
ნაკრებს მაშინ ეშველება როცა კალაძის კლანი წავა ფეხბურთიდან, თავის ხიზანებით იაშვილებით, დვალიშვილ დაუშვილებით და კიდე ვიღაცეებით, სანიოლსაც თუ გაიყოლებენ უკეთესი. ამ გუნდს აქვს პოტენციალი შეიკრას და დიდი ფეხბურთი ითამაშოს, ის სასტავი კიდე რა დონის ფეხბურთსაც თამაშობდა იმ დონის იქით ვერ მენეჯმენტში ვერ წვდება და მაგიტომაც ვტკეპნით ერთ დონეს.
გოგა
18 ნოემბერი 2023 11:43
7
100 % ხარ ძმა, მხოლოდ ქოცმადიდებლებს არ ესეიამოვნათ ეგ კომენტარი
ლევან
18 ნოემბერი 2023 13:39
7
მოლდოვა და ყაზახეთი ინარჩუნებენ შანს, თუ გასვლაზე ყაზახეთი მოუგებს სლოვენიას ჩეხეთს მოუგებს მოლდოვა და ჩატოვებს ჯგუფში ჩეხეთს და პოლონეთს! ჩვენ კიდევ სანიოლი ვაქოთ და ვადიდოთ თავისი ხუშტურებით ფედერაციასთან ერთად! ყაზახეთმა და მოლდოვამ ჯგუფში ჩვენზე მეტი ქულებიც დააგროვეს და შანსსაც ინარჩუნებენ! მაგათ ისეთი ნიჭის არც კვარაცხელია ყავთ, არც ჩაკვეტაძე და არც არაბიძე! აი მაგალითი, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ნორმალური მთავარი მწვრთნელის ყოლას, რომელმაც იცის თავის საქმის კეთება და არ არის დილეტანტი ამ საქმეში, როგორც სანიოლია!
მწვრთნელი
18 ნოემბერი 2023 10:46
2
არც ყაზახეთს და არც მოლდოვას არ ყოლია შემადგენლობაში კვარაცხელიას, მიქაუტაძის, ჩაკვეტაძის, კიტეიშვილის დონის მოთამაშეები, მაგრამ პოლონეთი თავის ლევანდოვსკიანად კი ჩატოვა ჯგუფში მოლდოვამ! ჩვენ ამ დროს ძლივს ფრეები გავუგორეთ უჰოლანდო ნორვეგიას და შოტლანდიის მეორე შემადგენლობას სახლში და უსირცხვილოდ წავაგეთ ესპანეთთან 7-1! ამაზე რას იტყვით პატივცემულო ბექა! კიდევ არ ვიცით ესპანეთში ხვალ რა შედეგს ველოდოთ! 7-2, თუ 5-3!? ხომ ვერ მეტყვით!?
მწვრთნელი
18 ნოემბერი 2023 13:35
1
ყაზახეთს-ესპანეთი, ნორვეგია და შოტლანდია ყავდა?
beqa
18 ნოემბერი 2023 12:30
6
მეტრეველი ანუ სოლომონ ბრძენი..
კახა
18 ნოემბერი 2023 10:44
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული