"ერთად რომ ვიყავით ნეაპოლში, ხვიჩამ ასეთი რამ მითხრა... მინდა შემთხვევით ვისარგებლო და დე ლაურენტისზე განვაცხადო, რომ..." - მამუკა ჯუღელის ინტერვიუ

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა გადაცემა "სპორტი იმედზე" სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა. მისი თქმით უახლოეს მომავალში "ნაპოლი" "კვარას" ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

"კვარაცხელიას შეტევაში თამაში ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია, ხვიჩასა და გიორგი ჩაკვეტაძის დუეტი ნებისმიერ ევროპულ ნაკრებს დაამშვენებდა.

რაც ხვიჩამ "ნაპოლიში" პირველ სეზონში გააკეთა, მგონი ამას მხოლოდ თვითონ ელოდებოდა. ერთად რომ ვიყავით ნეაპოლში ხვიჩამ მითხრა, აი, განახებ ამ ერთ წელიწადში მე აქ რას გავაკეთებო.

რაც შეეხება აურელიო დე ლაურენტისს, ძალიან კარგი ადამიანია, ჩვენ უამრავი კარგი გაგვიკეთა, რასაც გვპირდება, ყველაფერს ასრულებს. ეს
ისეთი კაცია, არავის არაფერს არ დაუკარგავს, ხვიჩა უახლოეს მომავალში რასაც იმსახურებს, აუცილებლად მიიღებს. გასაგებია, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელია და მეტი ეკუთვნის, იმ მეტსაც უახლოეს მომავალში მიიღებს.

ოჯახი კმაყოფილია, ხვიჩაც კმაყოფილია... მე ვსარგებლობ შემთხვევით და ვიძახი, რომ უახლოეს მომავალში მის კონტრაქტში ცვლილებები იქნება.

ხვიჩა წელს მაგარ ფორმაშია, "ნაპოლიში" ძალიან მოუმატა და წინა სეზონთან შედარებით, უკეთესად ასპარეზობს, ამაში ფეხბურთელის მამა ბადრი კვარაცხელიაც დამეთანხმა. უფრო დაღვინებულია და როგორც ვარსკვლავს შეეფერება ისე თამაშობს, ზედმეტს არ აკეთებს.

რუდი გარსიაზე ვერაფერს ვიტყვი, ბავშვმაც იცის, რომ "ნაპოლიმ" "ემპოლისთან" არ უნდა წააგოს. დე ლაურენტისს მცოდნე ფეხბურთის სელექციონერი ჰყავს და ამ კლუბში უამრავი განათლებული ხალხი მუშაობს.

მიქაუტაძეზე ჩემ აზრს გეტყვით, მას ძალიან კარგი აგენტი ჰყავს და "აიაქსთან" შესანიშნავი გარიგება დადეს. გიორგი სერიოზული თავდამსხმელია, საფრანგეთში ამდენი გოლის გატანა ადვილი არ არის, მაგრამ ჩემი აზრით, სერია A-ში მოხვედრა მისთვის უკეთესი იქნებოდა", - განაცხადა მამუკა ჯუღელმა.

alt"სამწუხაროა, რომ შოტლანდიელი ბებია ან ბაბუა არ ჰყავს" - შოტლანდიური გამოცემა კვარაცხელიაზე წერს

altIshowspeed-მა მამუკა ჯუღელი გააოცა - სახალისო კადრები მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ "ოქროს ბურთი" მესიმ მოიგო [VIDEO]

altჯუღელი იტალიაშია და დე ლაურენტისთან შეხვედრას ელის - "ნაპოლის" პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ხელფასსა და კვარაცხელიას აგენტის მოთხოვნილს შორის დიდი სხვაობაა

მკითხველის კომენტარები / 18 /
ეს "პროსტო" ძლივს შერჩეული სურათია, თორემ როჟა, გაცილებით სკოლზკი აქვს.
ჭიჭმარი
20 ნოემბერი 2023 18:49
0
სურათი გვიხსნის შემდეგს...ხვიჩა ჟესტით გვეუბნება ეძინებაო.
კიო
19 ნოემბერი 2023 19:24
6
ამდენს ეს ვერ ილაპარაკებდა გადათარგმნეს უეჩველი ..დელეცია რა ..
Გი
19 ნოემბერი 2023 18:01
7
უნიჭიერესი და უდიდესი პიროვ ვნება, თამამად შეიძლება, როგორც დიდი მაესტრო ტრინკო იტყოდა. „კოლია ხვატიტ ბლინ“! ანუ ჯერ სადა ხართო.
ჩვენ შენი იმედი გვაქვს სანდრო შენი და ეს იმედი ღმერთსა ვთხოვ არასოდეს მოგვშვლოდეს..
პატივისცემით ხარიტონ დე ხუნწკია, ერთ ვიტყოდი „ფული აქვს და ძუნწია“ ამას ეტყობა, რომ ჯერ ჯავა ჰარლალ ნერუ არ შეხვედრია..
კ ო მ ბ ლ ე
19 ნოემბერი 2023 17:34
3
მამუკა ბატონო, მე არ ვიცოდი, რომ ხვიჩა იტალიის ჩემპიონატში ასე დაგლეჯდა, მაგრამ შენ ხომ უნდა გცოდნოდა? ყველაფერი დიდებულად გააკეთეთ, მაგრამ კონტრაქტში, რომ არ ჩაიდო მუხლი, ერთი წლის შემდეგ მიღწეულის მიხედვით ანაზღაურება გადაიხედოს, ეს იმხელა შეცდომაა, შენს პროფესიონალზმს მთლიანად გადაუსვა ხაზი. ახლა ხვიჩა დამოკიდებულია ლავრენტის განწყობაზე, მას შეუძლია ხვიჩა ხუთი წელი ამ მათხოვრულ ხელფასზე დასვას. ფეხბურთელის კარიერა კი რამსიგრძეა? ამ შეცდომაზე შენ რა თქმა უნდა ისწავლი, მაგრამ ეს სხვებისთვისაც გაკვეთილი უნდა იყოს.
ჟორა გაბრიჭიძე
19 ნოემბერი 2023 17:31
1
ბატონო მამუკა, ნაცარქექია როგორც ზღაპრის პერსონაჟი თქვენი შესაძლებლობით გააცოხვლეთ და რეალობათ აქციეთ, თქვენ ხართ ის ნაცარქექია ! მადლობა, ყველაფრისთვის. კარგი იქნება თუ თქვენი ბიჭებიც ქართულს ისწავლიან.
ნანა მეღვინეთუხუცესი
19 ნოემბერი 2023 16:39
2
კაი ტიპია ჯუღელი, რა კეთილშობილი სახე აქვს
ბესო
19 ნოემბერი 2023 16:31
7
Ფარსმან სპარსს გავს მუცლით მეზღაპრე და ათასი მჩხიბავი.ესე აღწერს მწერალი ერთი ერთში აკვდება მის სათნო გამოხედვას
Ბესოს
19 ნოემბერი 2023 22:51
3
1. მამუკა ,,პერეგავორას" და ,,პრედლაჟენიეს" იმედი კონტაქტის გაუმჯობესების საქმეში ღრუსებს (ანუ ჩემ მტერს) ჰქონდეს. 2. გაიგეთ, რომ ღირსეული ანაზღაურება ფეხბურთელის დაფასებაა და არა ფულზე დახარბება! თქვენ თვითონ მოგეწონებათ, თქვენს შრომას რომ არ დააფასებენ? ამას დამატებული, ფეხბურთი სარისკო სპორტის სახეობაა ტრავმებით და გაუთვალისწინებელი შემთხვევებით (ღმერთმა აშოროთ!), ამ შემთხვევაში ფეხბურთელს უზრუნველყოფა და დაზღვევა არ სჭირდება? მითუმეტეს ის, რასაც სრულიად სამართლიანად იმსახურებს?
რატი
19 ნოემბერი 2023 16:25
6
ამ კაცის სხვა ფოტო არ მოიპოვება მსოფლიოში? სუფთა აფერისტია ამ სახით :)))
ვახო
19 ნოემბერი 2023 16:24
5
საქართველო დროთა განმავლობაში დაიმკვიდრებს მის კუთვნილ ადგილს ევროპაში, ყველა სფეროში! და ამის სულის ჩადგმულია ხვიჩა!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
19 ნოემბერი 2023 15:00
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული