„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა, წინა მატჩისგან განსხვავებით, სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა, ისიც იძულებითი - ტრავმირებული შენგელიას ნაცვლად ძირითადში აზაროვი დააყენა. მოლოდინისამებრ, უპირატესობას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ. საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე ლე ნორმანმა ყველას დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. შემდეგ გავის გატანა მეკარე მამარდაშვილმა არ დაანება. ცოტა ხანში კი ჩაკვეტაძემ კვარაცხელიას კარგი პასი გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. „ფურია როხამ“ ზეწოლა გააძლიერა, მამარდაშვილმა ორჯერ გადაგვარჩინა. საქართველოს ნაკრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა, მაგრამ შანსი ვერ იქნა გამოყენებული. 30-ე წუთზე მამარდაშვილმა მორატას ორი მეტრიდან დარტყმული ბურთი ფეხით მოიგერია. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია"
ესპანეთი - საქართველო
გოლები: 1:0 ლე ნორმანი (4), 1:1 კვარაცხელია (10)
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი, აზაროვი, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე