ესპანეთი - საქართველო. 1:1 პირველი ტაიმის შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვლიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის მატჩის პირველი ტაიმი ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 1:1 დასრულდა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა, წინა მატჩისგან განსხვავებით, სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა, ისიც იძულებითი - ტრავმირებული შენგელიას ნაცვლად ძირითადში აზაროვი დააყენა. მოლოდინისამებრ, უპირატესობას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ. საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე ლე ნორმანმა ყველას დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. შემდეგ გავის გატანა მეკარე მამარდაშვილმა არ დაანება. ცოტა ხანში კი ჩაკვეტაძემ კვარაცხელიას კარგი პასი გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. „ფურია როხამ“ ზეწოლა გააძლიერა, მამარდაშვილმა ორჯერ გადაგვარჩინა. საქართველოს
ნაკრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა, მაგრამ შანსი ვერ იქნა გამოყენებული. 30-ე წუთზე მამარდაშვილმა მორატას ორი მეტრიდან დარტყმული ბურთი ფეხით მოიგერია. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია"
ესპანეთი - საქართველო
გოლები: 1:0 ლე ნორმანი (4), 1:1 კვარაცხელია (10)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი, აზაროვი, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

მკითხველის კომენტარები / 15 /
და ამ ნაკრებით და ფეხბურთით გვინდა ევროპაზე გასვლა რომ ჯგუფში სამივე თამაში ჩავისვაროთ და ყველას სასაცილო და მასხრად ასაგდები გავხდეთ!? კვარას,ჩაკვესა და მამარდას გარდა დანარჩენები ნულია!მარტო ეს 3 ბრძოლას ვერ მოიგებენ. მიქაუტაძე საერთოდ არაა ნაკრების ღირსი!ტყუილად კი არ ყვირიან აიაქსში არაა ეს აიაქსის დონის ფეხბურთელიო.დაცვას ბურთი ვერ ამოაქვს მეტოქის პრესინგის დროს ნახევარდაცვისთვის. ნახევარდაცვა კი საერთოდ ჩახსნილია თავდასხმისაგან.რა ჯანდაბა გვჭირს.ნახეთ რა პროგრესი აქვთ აზერბაიჯანის,ყაზახეთის ნაკრებებს.ჩვენ ხომ კლასით ამათზე უკეთესი ფეხბურთელები გვყავს?სანიოლი უკვე ვეღარ ახერხებს ფეხბურთელების მოტივირებასა და საბრძოლო სულით დამუხტვას.მე მგონი აღარ ააქვს მეტი კრეატიული იდეები,ფეხბურთელებს ალალბედზე და ვარაუდით უშვებს შეცვლებზე, იქნებ რაღაცა მოხდეს...დისციპლინა მოშლილია.კვარას გამოხტომებიც საკმარისი მაგალითია.ყაზახებმა 18 ქულა მოაგროვეს შესარჩევში.დიდებული შედეგია.მოუგეს დანიას, ირლანდიას, ფინეთს....ჩვენ?!ყაზახებმა დანიას წაგებული თამაში შემოუტრიალეს და 3:2 მოუგეს ამა წლის მარტში.და იცით რატომ მოუგეს?შესვენებაზე ყაზახთა მწვრთნელი ავდიევი, გასახდელში თავის ფეხბურთელებს უყვიროდა:რა დაგემართათ,რა ფეხბურთს თამაშობთ! რაც მე დაგავალეთ ის გააკეთეთ და ითამაშეთ და თუ ჩემი დავალების მაქსიმუს შეასრულებთ და თუ მაინც წავაგებთ, ესე იგი მეცოდინება რომ დამნაშავე მე ვარ, თქვენ ყველაფერი 5-ზე გააკეთეთ,მაგრამ ჩემი ტაქტიკა და სქემა შეცდომა იყოო.მეორე ტაიმში ყაზახებმა თამაში მოიგეს.აი მწვრთნელი!რა გახდა ნაკრებისათვის ერთი მაღალკვალიფიცირებული, ძლიერი მწვრთნელი, რომელიც ყველას თავის ადგილზე მოსვამს, ფეხბურთის ფედერაციით დაწყებული და ჩვენი უჯიგრო,უპასუხისმგებლო ფეხბურთელებით დამთავრებული!
KOSTAKURTA
03:47 20-11-2023
4
სიმართლე მწარეა მაგრამ ვერ გავექცევით. მოლდოვამ, ყაზახეთმა, ლუქსემბურგმა დააგროვა ჩვენზე ორჯერ მეტი ქულა ჯგუფში. გვყავს ერთი ვარსკვლავი 2-3 საშუალო ევროპულთან ახლოს მყოფი ფეხბურთელი ისენიც შემტევები დანარჩენები ბალასტთა ჯოგი. რანაირი საფეხბურთო ქვეყანა ხარ თუ არ იბრალებ და თავს არ იტყუებ ერთ დიდ ფორუმზე არ ხარ გასული. შენი საკლუბო ფეხბურთი სულს ღაფავს და 54 ევროპულ ქვეყანაში საპატიო 48 ადგილს იკავებს რეიტინგში. პოსტსაბჭოთა სივრცეშიც ყველა მეორე ეშელონის ქვეყნებმა "გამოიხედეს თვალში" და დააჭაშნიკეს ევროტურნირები მათმა კლუბებმა რომ არაფერი ვთქვათ უკრაინა რუსეთზე ამათ კლუბებს საერთოდ მოგებული აქვთ უეფას თასი აგერ ახლო წარსულში. მათ ეროვნულ ნაკრებებს 15/15 ჯერ მაინც არიან ნამყოფი დიდ ფორუმებზე. სანამ ეროვნული ლიგა არ ამოიწევს და არ მოიზიდავენ ინვესტორებს თავს მოვიტყუებთ რაიმე ფუნდამენტალურ გარღვევაზე. აბა აგერ მოგვიგდო ჩვენნაირ წყალწაღებულ ქვექნებს უეფამ იოლი კალათები და აქედან მაინც გადით ევროპაზეო მაგრამ იქ შეიძლება კი გამოაგდო შენნაირ დღეში მყოფი საცოდაობა და გახვიდე იმ სანატრელ ევოპის ჩემპიონატზე. მაგრამ ეს ხომ საერთო სურათს ვერაფრით ვერ შეცვლის შენი საფეხბურთო მეურნეობა ისევ იმ წუმპეში იქნება ნაკრები წელიწადში თამაშობს 8 თამაშს აქედან მაქსიმუმ 3-4 სახლში. კლუბები კი მთელი სეზონი სისტემატიურად თამაშობენ რაც ზეიმის საშუალებას უნდა აძლევდეს თითოეულ რეგიონს ქალაქს დედაქალაქს რომ ხალხმა ევროტურნირები საკუთარ ქვეყანაში იხილონ ევროპული საკლუბო ფეხბურთი. და იმით არ იოხებდენ გულს ვის უფრო მეტი ქომუნითი ყავს ქართულ ფეისბუკ ფან ფეიჯებზე მილანს რეალს თუ ბარსელონას და ფეხებზე ეკიდოთ საკუთარი ჩემპიონატი. აგერ კვიპროსის ან იგივე ბულგარეთის რუმინეთის ბოსნიის ალბანეთის თუ ამ კალიბრის ნაკრებებს კი შეიძლება ბევრი ხალხი არ ესწრება მაგრამ მათ საკლუბო ჩემპიონატებში გადაჭედილია სტადიონები და ფან ფაქტიურად დაჯგუფებები ომებს მართავენ მან ლიგებში რაც აცოცხლებს და ერთი ორად ზრდის მათი საკლუბო ლიგების დონეს აქ კი მილიონიან ქალაქში დინამოს 200 კაციც კი არ ესწრება ლამის და. 3 თვე უცდიან ზიგჯერ 5 ერთი კინკილა თამაშზე 50 000 სემიჩკის მჭამელი მივიდეს ეროვნული ნაკრების თამაშზე მხოლოდ და შიდა ჩემპიონატი ეკიდოთ აი ეს არის სწორედ არასაფეხბურთო ქვეყანა. თორე მარტო ხვიჩა ფარერებზეც რო დაბადებულიყო იქედანაც გადავიდოდა რუბინის მსგავს გუნდში პლაცდარმად და საბოლოოდ მაინც სტარად იქცეოდა. ვაი რომ ერთ მერცხალს გაზაფხული ვერ მოყავს. გუნდურად საშუალოზე საშუალო შოტლანდია/ნორვეგიის კალიბრის ნაკრებებიც რო გვანგრევენ საფუძვლიანად იმიტო რო მათ იმ ერთი ვარსკვლავის გვერდით ყავთ 10 საშუალო დონის სხვა ფეხბურთელები ხოლო ჩვენ მაქსიმუმ სამი. დანარჩენი 7 რო მოყვარულია ეს კი უდრის ყველა თამაშზე მინიმუმ ერთი კაცით ნაკლებით გადიოდე მოედანზე.
Kazanova
02:20 20-11-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული