ვილი სანიოლი: იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც კლუბებში სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, გაუჭირდათ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში ესპანეთის ნაკრებთან წაგებული მატჩის (1:3) შემდეგ, პრესკონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, თავს კარგად ვიცავდით. მეორე ტაიმში იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც კლუბებში სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, ასეთი ინტენსიური ტემპის გაძლება გაუჭირდათ. მთლიანობაში, თამაშით კმაყოფილი ვარ. როგორც დე ლა ფუენტეს ვუთხარი, დღეს საფრანგეთთან ერთად ევროპაში საუკეთესო გუნდი ჰყავს და წარმატება ვუსურვე.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ნაყოფიერად ვიმუშავეთ და საერთო დონე გაიზარდა. შოტლანდიასთან კარგად ვითამაშეთ და დღეს პირველ ტაიმში, რაც თავდაჯერებისთვის კარგია.
თუმცა საქართველო ვართ და კიდევ უფრო მეტი გვინდა და გვჭირდება. მეტი უნდა ვიმუშაოთ, რათა რაც ხალხს უნდა, ის შედეგი გვქონდეს და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ.

რთული ჯგუფი იყო. როცა კვიპროსს ვუგებთ, ეს ნორმალურად ითვლება, მაგრამ როცა ესპანეთთან ვაგებთ, მიზეზის ახსნას გვთხოვენ. ფეხბურთელებმა ბევრი რამ ისწავლეს ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე და მომავლისთვის ეს დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო ძლიერი გუნდი გავხდეთ".

რატი შელეგია - ვალიადოლიდიდან

მკითხველის კომენტარები / 58 /
სიმართლე ისაა რო ფეხბურთელები დაპროგრამებულები არიან თითქოს დაცვაში თამაშის გარდა არაფერი არ არსებობს, ბურთს მიიღებენ და ეგრევე გაარბიან წინ კარგავენ ნახევარ წუთში და ისევ დაცვა , მიქაუტაძე და კვეკვესკირი საერთდ არ უნდა გამოიძახო
ვალოდია
20 ნოემბერი 2023 08:32
0
ფაქტიურად 1 ტაიმი 10 კაცით ვითამაშეთ მიქაუტაძე საერტოდ არ დარბის თითქო არც იყო მოედანზე ესეთი არაფერი მინახია ანტი ფეხბურთია ნამდვილი და საერთოდ რომ არ გამიძახონ და მაგის ადგილზე ნებისმიერი დააყენონ არაფერი დაშავდება
სიმართლე
20 ნოემბერი 2023 08:27
1
ქართველებს იმას გვაჯერებენ,რომ ეს რაღაც ფეხბურთი იყო და ის უკვირთ ხვიჩა რო გვყავს ან ჩაკვე,საქართველო თვითნაბადი ფეხბურთელების სამშობლოა. ყველანაირი მონახაზის და თანამედროვე საფეხბურთო გათველების გარეშე ათამაშებენ გუნდს 30 წელია,უფრო სწორად,ახალკაცის მერე,ხოდა ვჭამთ მაგას ვითომ? ყიფიანის ქვეყანას ნიჭით გვაკვირვებთ,საქართველოში ბევრი ნიჭია,უნდა მიხვიდე,აიღო და გამოადნო ვარკვლავად. ეს თამაში იყო სწორედ ნიჭის თამაში,წაიღო ერთხელ ბურთი ჩაკვეტაძემ და გაიტანა კვარამ,მამარდაშვილმა იფრინა,თუმცა თუმცა ვერ გვიშველა. თუ დააკვირდით,თავით ორივე მიწიდან ასხლეტით გაუშვეს,რადგან ისე გოლი ვერ გაუტანეს ამ კაცს. ჩასული იყო გოლის არ გასაშვებად,თუმცა კვერკველია რო გყავს დაცვაში რა გინდა ქნა. ლოჩოშვილზე აუგი არავის დასცდეს,იომა რასაც ქვია და თუ ვერ ჯობნიდა,ფეხები დაამტვრია,თუ ჩემი არ გჯერათ,გავის დაურეკეთ და კითხეთ. არ გაუმართლა იმ მომენტში,უიმედო ბურთზე წავიდა და ბურთი აიჭრა. რატომ წავიდა? ის თავისი ქვეყნისთვის იყო მინდორზე და კაშია კვერკველიას იმედი არ ქონდა. ფეხბურთი არის მარტივი სპორტი და რატომ ვართულებთ? ძალიან მარტივია ფეხბურთის თამაში,ხაზი უნდა დააყენო,ზონები დაკეტო,უნდა ითამაშო ზონური პრესინგი ანუ ყველა თავის ზონაში იწევს და უზღუდავს მეტოქეს სივრცეს,მიაწოდე ბურთი გუნდელს მისთვის ძლიერ ფეხში,რა უნდა ამას? 180 გრადუსი უკუაზიმუტის გაკეთებაზე ძნელია? თუმცა აკეთებენ ჩვენ ჯარისკაცები,თუ ჩემი არ გჯერათ ავღანელ ტერორისტებს კითხეთ ან 2008 წელს საქართველოში ნამყოფ ოკუპანტებს. უბრალოდ,ჩვენს ჯარსაც და ნაკრებსაც მეთაური არ უვარგა. სანამ მეტყვით რო მე ვიყო ბარემ მწვრთნელი,არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი და თანახმა ვარ,თუმცა სამწვრთნელო ლიცენზიას მომთხოვთ ხომ ვიცი,თითქოს 9 კლასის ატესტატით ყაველაშვილი მე მეჯდეს პარლამენტში და ვითომ პარლამენტარი შეიძლება გაუნათლებელი და მწვრთნელს უეჭველად სჭირდება სამწვრთნელო ლიცენზია. ახალგაზრდული გუნდიდან ამოვწევდი ბევრს და ისეთ გუნდს შევკრავდი,შეჭამდნენ ნებისმიერს. არ მოგესმათ,სწორედ ესე უნდა გაამზადო გუნდი,რომ შეჭამოს მეტოქე. ლოჩოშვილს ხომ უყურებთ,ეგ ბიჭი არის ზუსტად ეგეთი,ხელი ხომ გაარტყა გავიმ,სად არის ეხლა ეგ გავი,დაურეკეთ და კითხეთ აბა. დააყენებინა ერთი ადგილი და არ გაუშვებდა ლაზარეთში. შეხედეთ უნგრეთს,არც ჩემპიონატი უვარგათ და ერთი სობოსლაი ყავთ,პირველი ადგილით გავიდნენ ევროზე და იცით რატომ? მოედანზე გადის 11 მშიერი ძაღლი და ნებისმიერის შესაჭმელად არიან მზად,თუ ჩემი არ გჯერათ,ინგლისელებს კითხეთ ან გერმანელებს. ჩვენ კვიპროსის მოგება გვგონია დიდი საქმე. სანიოლი და კობიაშვილის კანტორა მოშორდეს ნაკრებს,მერე შეძლება რაიმეს მიღწევა. ორბანის მიბაძვას კი არ უნდა მივაწვეთ,იმათ საფეხბურთო ნაკრებს უნდა მივბაძოთ. მათაც ჩვენსავით ქონდათ წყვეტა,მათ პუშკაში ყავდათ,ჩვენ ყიფიანი,მათაც არ უვარგათ ეროვნული ჩემპიონატი და მათაც დებილი პრემიერი ყავთ. ევროკავშირში არიან ერთი და ჩვენც მალე შევალთ(ფეხბურთის თამაშს არ სჭირდება ევროკავშირი,ბრაზილია ევროკავშირში არ არის,თუმცა ევროპული გუნდები სავსეა ბრაზილიელებით). ერთ პატარა სოფელში დავიბადე და გავიზარდე,როცა დავაპირე გამოცდების ჩაბარება და უმაღლესში სწავლა,მითხრეს,იქ მდიდრის შვილები სწავლობენ,უკეთ მომზადებულები იქნებიან და მეტი რესურსი აქვთ ამისთვისო,ჯიბე გამოხეული ჩავედი,მშიერი კუჭით და ჩავაბარე,მერე უნივერსიტეტში ჩავხიე კიდევ ბევრჯერ და ჯიბე რო არ მქონოდა გახეული,ჩავისვავდი კიდეც) სამაგიეროდ,სამსახურში გადავეყარე ასეთ ტიპებს და იქ ახალი შარვალი მეცვა უკვე,ხოდა ქე მყავს აგერ ჯიბეში. რისი თქმა მინდა,კონკურენციაში შესვლა მხოლოდ მშიშრებს და უცოდინრებს ეშინიათ,ნიჭიერისთვის და მომზადებულისთვის ეს არის მოტივაცია,ჯიბეში ჩაისვას გაბღენძილი ევროპელები. ელმასი ხომ გახსოვთ,ნაპოლის სასტარტოს კაცი რო იყო,ჩავიდა კვარა და ბუცებს აწმენდინებს ეხლა მაგ ელიფას,მამარდამ ბარსელონას ყოფილი კიპერი და ჰოლანდიის ნ1 მეკარე მასაჟებს უკეთებდა თამაშის წინ ანუ თუ მოინდომებ,არ გინდა ევროკავშირი იმისთვის რო ფეხბურთი ითამაშო. კობიაშვილო,მოკიდე შეს ხროვას ხელი,გამოიბი სანიოლი და წადი რა,რატომ გვაგინებინებ თავს,მაზოხისტი ხარ?
იასონას უდარი
20 ნოემბერი 2023 08:00
6
კაი ხანია ასეთი სიმართლე არ გამიგია. ვინც დისლაიქი დაგიწერა ტუუუუუ
ვანჩოპე
20 ნოემბერი 2023 11:15
2
ისე ცოტა არ იყოს და აქედანვე მეშინია ლუქსემბურგთან თამაში.კიდე კაი აქაა თამაში და არც კოვიდია,რო გულშემატკივრები არ დატოვონ სტადიონს მიღმა.საქართველოშია თამაში და ამის გათვალისწინებით 50%-50% მგონია.ვაი სად დავეშვით.ან სხვები განვითარდნებ და ჩვენ იგივეს ვტკეპნით.ნებისმიერ შემთხვევაში საფეხბურთო ნეხვში ვართ ჯერჯერობით.p.s.მარტო ეს წაგება არ მალაპარაკება ამას.ესპანეთთან მოგებას არც ვითხოვ.ზოგადად ხარისხზე,მენტალობაზე,საძმო-საძმაკაცოზე და არაკვალიფიციურიბაზე ვლაპარაკობ
ჯელა
20 ნოემბერი 2023 07:52
1
კლუბში პრაქტიკის არ მქონეს გამოძახებას ათასი თავით ჯობია თუნდაც აფრიკაში შემადგენლობის მითამაშის გამოძახება თუ მიკერძოებული არ ხარ და სიებს არ გაძლევს ფედერაცია უპრაქტიკო რატო უნდა გამოიძახო ეს ერთი და მეორე გადახადეთ რა ქვეყნები გავიდნენ რა ქვეყნებმა დააგროვეს ისტორიულად ყვეელაზე მეტი ქულა და ასეთ ჯგუფში რა ვქენით ვისაც ვილის დატოვების მიზეზი ის გაქვთ რო ახალი ვერაფერს იზამს ამან რა ქნა ასეთი რიმ მარტში დადებითის უფრო მეტი შანსია ვიდრე კატასტროფის და სხვა ნებისმიერი ვერ იზამს
ნოდო
20 ნოემბერი 2023 07:41
0
Პრაქტიკა ვისაც აქვს იმათ არ იძახებთ და მერე გამოდიხართ და ზღაპრწბს გვიყვებით დავაით რა ფუუუ თქვენი პედერაცია ხართ მართლა
სლეტლეკია სანიოლს ჩურტლეკია ხიზანას
20 ნოემბერი 2023 05:26
0
იჯექით და წერეთ აქ კომენტარები. თავმოყვარეობა დაკარგული ერი ხართ!!! ადმინ თუ არ გამტარობა ეს კომენტარი შენზე ანალოგიურს ვიფიქრე! რას ვწერ არასამართლიანად მერე მიპასუხეთ! ღირსება აყრილი ხალხი ხართ! მილიონჯერ ჩაგაფურთხეს, გავრილოვის საცოდავი მოყოლებული დღემდემდე!!! ხელიდან წაგაცალეს ევროპა და მაკედონიას მისცა ფედერაციამ, ჩაგაყლაპინეს ხვლაც იგივე იქნება ზეგაც და მაზეგაც!
გიორგი
20 ნოემბერი 2023 05:08
8
სიმართლე მწარეა მაგრამ ვერ გავექცევით. მოლდოვამ, ყაზახეთმა, ლუქსემბურგმა დააგროვა ჩვენზე ორჯერ მეტი ქულა ჯგუფში. გვყავს ერთი ვარსკვლავი 2-3 საშუალო ევროპულთან ახლოს მყოფი ფეხბურთელი ისენიც შემტევები დანარჩენები ბალასტთა ჯოგი. რანაირი საფეხბურთო ქვეყანა ხარ თუ არ იბრალებ და თავს არ იტყუებ ერთ დიდ ფორუმზე არ ხარ გასული. შენი საკლუბო ფეხბურთი სულს ღაფავს და 54 ევროპულ ქვეყანაში საპატიო 48 ადგილს იკავებს რეიტინგში. პოსტსაბჭოთა სივრცეშიც ყველა მეორე ეშელონის ქვეყნებმა "გამოიხედეს თვალში" და დააჭაშნიკეს ევროტურნირები მათმა კლუბებმა რომ არაფერი ვთქვათ უკრაინა რუსეთზე ამათ კლუბებს საერთოდ მოგებული აქვთ უეფას თასი აგერ ახლო წარსულში. მათ ეროვნულ ნაკრებებს 15/15 ჯერ მაინც არიან ნამყოფი დიდ ფორუმებზე. სანამ ეროვნული ლიგა არ ამოიწევს და არ მოიზიდავენ ინვესტორებს თავს მოვიტყუებთ რაიმე ფუნდამენტალურ გარღვევაზე. აბა აგერ მოგვიგდო ჩვენნაირ წყალწაღებულ ქვექნებს უეფამ იოლი კალათები და აქედან მაინც გადით ევროპაზეო მაგრამ იქ შეიძლება კი გამოაგდო შენნაირ დღეში მყოფი საცოდაობა და გახვიდე იმ სანატრელ ევოპის ჩემპიონატზე. მაგრამ ეს ხომ საერთო სურათს ვერაფრით ვერ შეცვლის შენი საფეხბურთო მეურნეობა ისევ იმ წუმპეში იქნება ნაკრები წელიწადში თამაშობს 8 თამაშს აქედან მაქსიმუმ 3-4 სახლში. კლუბები კი მთელი სეზონი სისტემატიურად თამაშობენ რაც ზეიმის საშუალებას უნდა აძლევდეს თითოეულ რეგიონს ქალაქს დედაქალაქს რომ ხალხმა ევროტურნირები საკუთარ ქვეყანაში იხილონ ევროპული საკლუბო ფეხბურთი. და იმით არ იოხებდენ გულს ვის უფრო მეტი ქომუნითი ყავს ქართულ ფეისბუკ ფან ფეიჯებზე მილანს რეალს თუ ბარსელონას და ფეხებზე ეკიდოთ საკუთარი ჩემპიონატი. აგერ კვიპროსის ან იგივე ბულგარეთის რუმინეთის ბოსნიის ალბანეთის თუ ამ კალიბრის ნაკრებებს კი შეიძლება ბევრი ხალხი არ ესწრება მაგრამ მათ საკლუბო ჩემპიონატებში გადაჭედილია სტადიონები და ფან ფაქტიურად დაჯგუფებები ომებს მართავენ მან ლიგებში რაც აცოცხლებს და ერთი ორად ზრდის მათი საკლუბო ლიგების დონეს აქ კი მილიონიან ქალაქში დინამოს 200 კაციც კი არ ესწრება ლამის და. 3 თვე უცდიან ზიგჯერ 5 ერთი კინკილა თამაშზე 50 000 სემიჩკის მჭამელი მივიდეს ეროვნული ნაკრების თამაშზე მხოლოდ და შიდა ჩემპიონატი ეკიდოთ აი ეს არის სწორედ არასაფეხბურთო ქვეყანა. თორე მარტო ხვიჩა ფარერებზეც რო დაბადებულიყო იქედანაც გადავიდოდა რუბინის მსგავს გუნდში პლაცდარმად და საბოლოოდ მაინც სტარად იქცეოდა. ვაი რომ ერთ მერცხალს გაზაფხული ვერ მოყავს. გუნდურად საშუალოზე საშუალო შოტლანდია/ნორვეგიის კალიბრის ნაკრებებიც რო გვანგრევენ საფუძვლიანად იმიტო რო მათ იმ ერთი ვარსკვლავის გვერდით ყავთ 10 საშუალო დონის სხვა ფეხბურთელები ხოლო ჩვენ მაქსიმუმ სამი. დანარჩენი 7 რო მოყვარულია ეს უდრის ყველა თამაშზე მინიმუმ ერთი კაცით ნაკლებით გადიოდე მოედანზე.
Alegro
20 ნოემბერი 2023 03:52
5
ფეხბურთის სიყვარული არ ნიშნავს ფეხბურთის ცოდნას. გული რომ გეტკინა წაგებით გასაგებია და დასაფასებელი, მაგრამ ცოტა უნდა დაწყნარდე , შემდეგ უნდა დაწერო კომენტარი. მოლდოვას,ყაზახეთის და ლუქსემბურგის ჯგუფების ნაკრებებს, თუ ადარებ ნორვეგიას,ესპანეთს და შოტლანდიას , მაშინ გეტყვი ძმაო რომ სხვადასხვა სამყაროა. ლუქსემბურგმა და ყაზახეთმა რა ფულიც დახარჯეს ფეხბურთში ბოლო 10-15 წლის განმავლობაში , იმის მეასედი არ დაგვიხარჯავს ჩვენ და სამივეს თავის მოლდოვიანად მივამყნობთ შინ და გარეთ. ზუსტად მაგიტომ ვართ საფეხბურთო ქვეყანა!
დიმო
20 ნოემბერი 2023 04:41
10
და ამ ნაკრებით და ფეხბურთით გვინდა ევროპაზე გასვლა რომ ჯგუფში სამივე თამაში ჩავისვაროთ და ყველას სასაცილო და მასხრად ასაგდები გავხდეთ!? კვარას,ჩაკვესა და მამარდას გარდა დანარჩენები ნულია!მარტო ეს 3 ბრძოლას ვერ მოიგებენ. მიქაუტაძე საერთოდ არაა ნაკრების ღირსი!ტყუილად კი არ ყვირიან აიაქსში არაა ეს აიაქსის დონის ფეხბურთელიო.დაცვას ბურთი ვერ ამოაქვს მეტოქის პრესინგის დროს ნახევარდაცვისთვის. ნახევარდაცვა კი საერთოდ ჩახსნილია თავდასხმისაგან.რა ჯანდაბა გვჭირს.ნახეთ რა პროგრესი აქვთ აზერბაიჯანის,ყაზახეთის ნაკრებებს.ჩვენ ხომ კლასით ამათზე უკეთესი ფეხბურთელები გვყავს?სანიოლი უკვე ვეღარ ახერხებს ფეხბურთელების მოტივირებასა და საბრძოლო სულით დამუხტვას.მე მგონი აღარ ააქვს მეტი კრეატიული იდეები,ფეხბურთელებს ალალბედზე და ვარაუდით უშვებს შეცვლებზე, იქნებ რაღაცა მოხდეს...დისციპლინა მოშლილია.კვარას გამოხტომებიც საკმარისი მაგალითია.ყაზახებმა 18 ქულა მოაგროვეს შესარჩევში.დიდებული შედეგია.მოუგეს დანიას, ირლანდიას, ფინეთს....ჩვენ?!ყაზახებმა დანიას წაგებული თამაში შემოუტრიალეს და 3:2 მოუგეს ამა წლის მარტში.და იცით რატომ მოუგეს?შესვენებაზე ყაზახთა მწვრთნელი ავდიევი, გასახდელში თავის ფეხბურთელებს უყვიროდა:რა დაგემართათ,რა ფეხბურთს თამაშობთ! რაც მე დაგავალეთ ის გააკეთეთ და ითამაშეთ და თუ ჩემი დავალების მაქსიმუს შეასრულებთ და თუ მაინც წავაგებთ, ესე იგი მეცოდინება რომ დამნაშავე მე ვარ, თქვენ ყველაფერი 5-ზე გააკეთეთ,მაგრამ ჩემი ტაქტიკა და სქემა შეცდომა იყოო.მეორე ტაიმში ყაზახებმა თამაში მოიგეს.აი მწვრთნელი!რა გახდა ნაკრებისათვის ერთი მაღალკვალიფიცირებული, ძლიერი მწვრთნელი, რომელიც ყველას თავის ადგილზე მოსვამს, ფეხბურთის ფედერაციით დაწყებული და ჩვენი უჯიგრო,უპასუხისმგებლო ფეხბურთელებით დამთავრებული!
KOSTAKURTA
20 ნოემბერი 2023 03:45
6
ვილი რას ერჩი მექვაბიშვილს.ტაილანდთან კი ბატონო, მაგრამ ესპანეთთან კაცო?
ქომაგი
20 ნოემბერი 2023 03:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული