ვილი სანიოლი: იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც კლუბებში სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, გაუჭირდათ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში ესპანეთის ნაკრებთან წაგებული მატჩის (1:3) შემდეგ, პრესკონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, თავს კარგად ვიცავდით. მეორე ტაიმში იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც კლუბებში სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, ასეთი ინტენსიური ტემპის გაძლება გაუჭირდათ. მთლიანობაში, თამაშით კმაყოფილი ვარ. როგორც დე ლა ფუენტეს ვუთხარი, დღეს საფრანგეთთან ერთად ევროპაში საუკეთესო გუნდი ჰყავს და წარმატება ვუსურვე.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ნაყოფიერად ვიმუშავეთ და საერთო დონე გაიზარდა. შოტლანდიასთან კარგად ვითამაშეთ და დღეს პირველ ტაიმში, რაც თავდაჯერებისთვის კარგია.
თუმცა საქართველო ვართ და კიდევ უფრო მეტი გვინდა და გვჭირდება. მეტი უნდა ვიმუშაოთ, რათა რაც ხალხს უნდა, ის შედეგი გვქონდეს და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ.

რთული ჯგუფი იყო. როცა კვიპროსს ვუგებთ, ეს ნორმალურად ითვლება, მაგრამ როცა ესპანეთთან ვაგებთ, მიზეზის ახსნას გვთხოვენ. ფეხბურთელებმა ბევრი რამ ისწავლეს ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე და მომავლისთვის ეს დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო ძლიერი გუნდი გავხდეთ".

რატი შელეგია - ვალიადოლიდიდან

მკითხველის კომენტარები / 58 /
"პროფესორებო", გადახედეთ ჩვენი და ესპანეთის, ასევე შოტლანდიის და ნორვეგიის შემადგენლობებს. რა გუნდებში და რა დროით თამაშობენ მათი ფეხბურთელები და შეადარეთ ჩვენსას, შემდეგ ისაუბრეთ სანიოლზე. 2028 წლის ევროსთვის გვეყლობა საშუალო ევროპული დონის გუნდი. ფეხბურთს მინდორზე 11 კაცი თამაშობს, მაგრამ მნიმუმ 15 მეტ-ნაკლებად თანაბარი დონის, მაღალი კლასის მოთამაშის გარეშე წარმატებაზე საუბარი უცოდინარობაა. ნაკრებში ჩამოდის უკევე მომზადებული ფეხბურთელი, 3 დღიან შეკრებაზე ვერჩ ფიზიკურ კონდიციებს გაუუმჯობესებს მწვრთნელი და ვერც თამაშს ასწავლი. მადლობა ბიჭებს, რაც შეეძლოთ ითამაშეს!!!!
ჯარჯი
20 ნოემბერი 2023 12:31
9
" აკადემიკოსებო " გადახედეთ რა გუნდების ფეხბურთელებით თამაშობენ აზერები, ლუქსემბურგელები, მოლდოველები, ყაზახები და ალბათ ყალმუყებიც და ნახეთ სად არიან და რანაირ ფეხბურთს თამაშობე, ნუ ყოველშემთხვევაში ჩვენზე უკეთესს.
აქედან დასკვნა: გასაგდებია სანიოლი, უსაქმური და ფულზე მოთამაშე ფედერაცია, ხოლო, წარსულუსთვის მადლობა და სახლში: კვრკველია, კაშია, კვეკვესკირი, ხო ხედავთ სამივეს გვარი კ-ზე იწყება და კ-არგად იყავით.
მალხაზ ჯობავა
20 ნოემბერი 2023 14:02
1
ხვიჩა ბაბუ!ყველას ძალიან გვიყვარხარ,ერთი თხოვნა მაქვს,რასაც გეტყვი არ გეწყინოს ბაბუ,მსაჯთან ხშირ კამათს მოერიდე,ხელების ხშირად შლასაც მოერიდე,შენ ეს არაფერ ღირსებას არ გმატებს,პირიქით კი.....სხვა ფეხბურთელები ამას,რომ აკეთებდენ ყოველთვის ვღიზიანდებოდი,შენი ეს მოქმედება მე არ მაღიზიანებს,მაგრამ შენ კარგ თამაშთან ერთად მინდა მინდორზე უფრო ჯენტლმენურად,ვაჟკაცურად გამოიყურებოდე,შენ ასე მოქცევა უფრო გიხდება.
თერჯოლელი
20 ნოემბერი 2023 12:31
1
Shesazlebeli yofila chakve da kvara ertad.chakves gamoyeneba maqamde sheidzleboda 1taimi mainc.arabizes ro edzaxit, roca burtis kontroli sheudzlia, jarimas kargad urtyavs da mushaa. Meqvabishvili, mamuchashvili da kidev uperspeqtivo fexburtelebit ro tent nakrebs ra qvia amas?amdeni fexburteli tyuilad ro gizis skamze,15wutit ro ver atamasheb ra evropis chempionati gvinda.davitashvili da miqautaze araa formashi da rato awvalebt. Moishoret naxiri fexburtelebi!!!!
Gia
20 ნოემბერი 2023 12:29
1
რა თქმა უნდა მე არაფრის პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ იგრძნობოდა რომ მეორე ტაიმში დასაწყისიდანზე ესპანეთი ტემპს მოუმატებდა და ჩვენები ვერ გაუძლებდნენ, შესაბამისად შესვენებაზევე უნდა გაეკეთებინა შეცვლები, მაგალითად ბუდუ გამოეყვანა რომ გადაგდებულ.ბურთზე ებრძოლა, პლიუს ზურიკო და ასე შემდეგ.. ეს უნფა გაშიფტოს მწვრთნელმა, აბა "პოსლეზე" მეც კი გავაკეთებ შეცვლებს..
Zviads
20 ნოემბერი 2023 12:19
0
ეს ვერ არის საერთოდ-არაადეკვატურია ან ჩვენ ვგონივართ ადგილობრივი ტომი,რომელსაც რასაც გინდა დააბოლებ და რაღაც ბრჭყვიალა კრიალოსნებით გააკვირვებ. რა პროგრესზეა საუბარი: ისევ ბოლოდან მე-2 ადგილზე გავედით სულ 8 ქულით,აქედან 6 ბილოადგილოსანთან ავიღეთ, ხოლო წინა სამეულთან ორი,ამასთან ჯგუფის გამარჯვებულთან სულაც 2-10 წავაგეთ, ბედი ჩვენი რომ კვარა გვყავს და მისმა გოლებმა ცოტა შეალამაზა ეს მორიგი ფიასკო. ეხლა უეფას მიერ მაჩანჩალებისთვის გამოყოფილი ევროზე მოსახვედრი უკანა კარიდან მოსახვედრი საგზური უნდა გათამაშდეს და იქაც ღმერთმა უწყის რა მოხდება. ასეთი თამაშით,ტაქტიკით, დაცვით, ნახევარდაცვითა და ცერტრფორვარდებით შფოთვის საფუძველი ბევრს გვაქვს. ერთი კაშკაშა წერტილი ხვიჩაა, მაგრამ რად გინდა, მხარს ვერ უბავენ და მისი ძალისხმება შედეგობრივად მაინ არაფერს ნიშნავს,შოტლანდიასთან გააკეთა დუბლი-ვერ მოვიგეთ,ესპანეთს გაუთანაბრა-საერთოდ წავაგეთ......ისე კვარაზე კიდევ უფრო ვბრაზდები, ახალგაზრდულში,რომ არ იკადრა თამაში, მისი ამ სათამაშო დონით და შემართებით საეთოდაც შეგვეძლო ტურნირის მოგება.
SOSO
20 ნოემბერი 2023 12:09
7
სულ მიქაუტაძის დაცვაში ვარ ბოლო დროს, მაგრამ ამ თამაშში საშინლად არ მომეწონა, საერთოდ არ მუშაობს ართმევებზე, ასე როგორ შეიძლება?! კვირკვლიას რატომ ათამაშებს სანიოლი, დიდი გამოცანაა ჩემთვის. კაკაბაძემ რამდენჯერაც უკან დაუგორა, იმდენჯერ სისულელე ჩაიდინა, აღარ ვლაპარაკობ იდიოტურ ბურთის ამოტანებზე. ან ასე ღრმა დაცვაში რატომ ვჯდებით მეორე ტაიმის პირველივე წუთიდან, ესეც გაუგებარია. სანიოლიც მწვრთნელია და ანჩელოტი და გვარდიოლაც? საბოლოოდ იმას მივხვდი, რომ ჩვენს ნაკრებს ქართველი მწვრთნელი უნდა ჰყავდეს.
ბმბ
20 ნოემბერი 2023 12:07
5
ჩემი აზრით აზაროვი დაცვაში არ უნდა ათამაშო, არ არის საიმედო მცველი, კვარა თუ ფორვარდად გამოყავს მიქაუტაძე იკარგება როგორც აიაქსში ვერ გებულობს სად უნდა იდგეს და ფაქტიურად დახეტიალობს უაზროდ, თუ მომავლის ნაკრებს ვაშენებთ არ ჯობდა დაცვის ცენტრში ცოტა დრო მისცემოდა გელაშვილს, საზონოვს?... და კიდევ არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ 89 წუთზე 2 ცვლილება რას ნიშნავს +1 თამაში ჩაეწერათ და ეგაა?
Givi
20 ნოემბერი 2023 11:58
1
ვაისი ჩაკვეტაძემ გაიყვანა ერთა ლიგაში, სანიოლი კვარაცხელიამ! აი როგორც კი არ აღმოჩნდა ერთიც და მეორეც ვაისიც განულდა როგორც მწვრთნელი და სანიოლი ხომ ნულია, რად უნდა განულება! დაველოდოთ როდის მორჩება ფულის კეთებას ფედერაცია და მერე მივაღწევთ ალბათ ლუქსემბურგის დონეს მაინც!
მწვრთნელი
20 ნოემბერი 2023 11:25
7
თამაშები ვაისს ჩაკვემ მოაგებინა და სანიოლს ხვიჩამო რომ ამბობ და თვითონ მწვრთნელად არ ვარგიანო, ფეხბურთელები თუ არ ეყოლა რომელი მწვრთნელი მოაგებინებს გუნდს? მაშინ გვარდიოლა მოვიწვიოთ და აქ კომენტარის დამწერებმა ვითამაშოძთ ნაკრებში.
კომენტარების მწერალ მწვრთნელს
20 ნოემბერი 2023 17:26
2
მასე მესიმ გახადა მთელი არგენტინა ჩემპიონი.
Semi
20 ნოემბერი 2023 11:55
6
ამბობენ მექვაბიშვილს იმოტომ ათამაშებენ სატრანსფეროდ ამზადებენ და უნდათ აჩვენონ მისი "თამაშიო",ხომ არ ჯობია {მისთვისაც} საერთოდ დამალონ და ასე იქნებ გაყიდონ მაინც???
alexsis
20 ნოემბერი 2023 10:42
2
მასე კვერნაძე გაყიდეს!
დავიდუსი
20 ნოემბერი 2023 12:03
0
არცერთი ფეხბურთელი არ უნდა გაიყიდოს ძირითადში თამაშის გარანტიის გარეშე, ანუ მომზადებული უნდა იყოს ამისთვის. ვის გახსოვთ ნინუა? დინამოს ყოფილი კაპიტანი, სად თამაშობს ახლა თუ იცით? რომ მოეცადა გაძლიერებულიყო და მერე წასულიყო არ დაიკარგებოდა.
ჟორა გაბრიჭიძე
20 ნოემბერი 2023 11:35
0
პოლიტიკის რა გითხრა, მაგრამ საფეხბურთო გათვლებზე და მონახაზებზე 99%-ით ვეთანხმები "იასონას უდარი"-ს. კახა ცხადაძის გარდა ამ საუკუნეში არცერთ ჩვენს მწვრთნელს არ ჰქონია შეტევაში დახაზული კომბინაციები. 2-3 თვეში მან ისე გააძლიერა ნაკრები, რომ ევროპის გრანდებს გასვლაზეც კი თანაბრად ეთამაშებოდა (გერმანია ბევრ კომპონენტში დაჯაბნა კიდეც). რაც შეეხება ფეხბურთელების დონეს - ყაზახეთს, მოლდოვას, ლუქსემბურგს, უნგრეთს, ალბანეთს, აზერბაიჯანს... ჩვენთან შედარებით დაბალი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ და ჩვენზე ბევრად მეტს მიაღწიეს. არ ნიშნავს ეს, რომ სანიოლი გასაშვებია? ძნელი მისახვედრია?! იმას კი ნამდვილად ვერ ვხვდები, რატომ ბლოკავთ ჩემს კომენტარებს.
ზურა
20 ნოემბერი 2023 10:41
1
Zura me getyvi rato blokaven shens komentarebs;; tyuilebs wer da imitom..ra germanias vajobet, romel grandebtan vitamashet tol-sworad?? Cxadadzis dros polonetma tbilishi ro 4-0 gadagviara egaa tol-sworad tamashii?? Eg cxadadze mis mere albat 5-ze meti gundidan gamoagdes cudi shedegebis gamo da magari ro yofiliyo sadgacas ragacas miagwevda,,tan cxadadze rogorc maxsovs sakutar qveyanas evachreboda xelfasze da cocxali tavit ar daiklo da ar moawera xeli im kontraqts rasac federacia stavazobda da imitomac moxda misi chanacvleba vaisit..ise sxvatashoris mere cxadadze romeligaca klubshi danishnes da xelfasi imis naxevaric ar qonda rasac sakutar qveyanas stxovda ufro sworad igebda aq mag xelfass droze roar gaegdot eg unamuso
Gel-100
20 ნოემბერი 2023 11:26
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული