ვილი სანიოლი: იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც კლუბებში სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, გაუჭირდათ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში ესპანეთის ნაკრებთან წაგებული მატჩის (1:3) შემდეგ, პრესკონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, თავს კარგად ვიცავდით. მეორე ტაიმში იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც კლუბებში სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, ასეთი ინტენსიური ტემპის გაძლება გაუჭირდათ. მთლიანობაში, თამაშით კმაყოფილი ვარ. როგორც დე ლა ფუენტეს ვუთხარი, დღეს საფრანგეთთან ერთად ევროპაში საუკეთესო გუნდი ჰყავს და წარმატება ვუსურვე.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ნაყოფიერად ვიმუშავეთ და საერთო დონე გაიზარდა. შოტლანდიასთან კარგად ვითამაშეთ და დღეს პირველ ტაიმში, რაც თავდაჯერებისთვის კარგია.
თუმცა საქართველო ვართ და კიდევ უფრო მეტი გვინდა და გვჭირდება. მეტი უნდა ვიმუშაოთ, რათა რაც ხალხს უნდა, ის შედეგი გვქონდეს და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ.

რთული ჯგუფი იყო. როცა კვიპროსს ვუგებთ, ეს ნორმალურად ითვლება, მაგრამ როცა ესპანეთთან ვაგებთ, მიზეზის ახსნას გვთხოვენ. ფეხბურთელებმა ბევრი რამ ისწავლეს ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე და მომავლისთვის ეს დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო ძლიერი გუნდი გავხდეთ".

რატი შელეგია - ვალიადოლიდიდან

მკითხველის კომენტარები / 58 /
ვილი რას ერჩი მექვაბიშვილს?
ქომაგი
20 ნოემბერი 2023 03:26
0
გაუშვით ნაკრებიდან ქოჩორაშვილი, დავითაშვილი, აზარაშვილი და სანიოლაშვილი.
ქ. გ.
20 ნოემბერი 2023 03:23
11
ძლივს ვიპოვეთ ნორმალური ჩამშლელი. რას ერჩი ქოჩორას?
ვანჩოპე
20 ნოემბერი 2023 11:20
1
და რატომ იძახებ ასეთ "მოთამაშეებს"? რომ წარუმატებლობა ასე გადააბრალო?
???
20 ნოემბერი 2023 03:19
1
თითის გაშვერის სლეციალისტი
III
20 ნოემბერი 2023 03:16
2
და რატო დაყენე მერე კვეკვესკირი და არა ალთუნაშვილი რომელსაც ავსტრიაში მუდმივი პორაქტიკა აქვს შე მამაცხონებულო.
ქომაგი
20 ნოემბერი 2023 03:04
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული