ვილი სანიოლი: იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც კლუბებში სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, გაუჭირდათ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში ესპანეთის ნაკრებთან წაგებული მატჩის (1:3) შემდეგ, პრესკონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, თავს კარგად ვიცავდით. მეორე ტაიმში იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც კლუბებში სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, ასეთი ინტენსიური ტემპის გაძლება გაუჭირდათ. მთლიანობაში, თამაშით კმაყოფილი ვარ. როგორც დე ლა ფუენტეს ვუთხარი, დღეს საფრანგეთთან ერთად ევროპაში საუკეთესო გუნდი ჰყავს და წარმატება ვუსურვე.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ნაყოფიერად ვიმუშავეთ და საერთო დონე გაიზარდა. შოტლანდიასთან კარგად ვითამაშეთ და დღეს პირველ ტაიმში, რაც თავდაჯერებისთვის კარგია.
თუმცა საქართველო ვართ და კიდევ უფრო მეტი გვინდა და გვჭირდება. მეტი უნდა ვიმუშაოთ, რათა რაც ხალხს უნდა, ის შედეგი გვქონდეს და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ.

რთული ჯგუფი იყო. როცა კვიპროსს ვუგებთ, ეს ნორმალურად ითვლება, მაგრამ როცა ესპანეთთან ვაგებთ, მიზეზის ახსნას გვთხოვენ. ფეხბურთელებმა ბევრი რამ ისწავლეს ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე და მომავლისთვის ეს დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო ძლიერი გუნდი გავხდეთ".

რატი შელეგია - ვალიადოლიდიდან

მკითხველის კომენტარები / 58 /
ძირითადად ვეთანხმები კოსტაკურტას და ალეგროს.ჩემი მხრიდან კი ვიტყოდი,რომ როცა ესპანეთთან და შოტლანდიასთან მიქაუტაძეს აყენებ,რომელსაც არ ექნება თამაშის დროს არანაირი პირობები თავისი უშუალო მოვალეობის შესრულებისა,ეს იმას ნიშნავს,რომ ერთი კაცით ნაკლები გუნდით ვუპირისპირდებით ჩვენზე კლასით ბევრად მაღლა მდგომ მეტოქეს.ასეთ შემთხვევაში ეს შედეგები მართლაც რომ დადებითად უნდა ჩაითვალოს.
არგუტი
20 ნოემბერი 2023 09:40
1
და რატომ იძახებ ასეთ "მოთამაშეებს"? რომ წარუმატებლობა ასე გადააბრალო?
???
20 ნოემბერი 2023 03:19
1
რა თქმა უნდა მე არაფრის პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ იგრძნობოდა რომ მეორე ტაიმში დასაწყისიდანზე ესპანეთი ტემპს მოუმატებდა და ჩვენები ვერ გაუძლებდნენ, შესაბამისად შესვენებაზევე უნდა გაეკეთებინა შეცვლები, მაგალითად ბუდუ გამოეყვანა რომ გადაგდებულ.ბურთზე ებრძოლა, პლიუს ზურიკო და ასე შემდეგ.. ეს უნფა გაშიფტოს მწვრთნელმა, აბა "პოსლეზე" მეც კი გავაკეთებ შეცვლებს..
Zviads
20 ნოემბერი 2023 12:19
0
კლუბში პრაქტიკის არ მქონეს გამოძახებას ათასი თავით ჯობია თუნდაც აფრიკაში შემადგენლობის მითამაშის გამოძახება თუ მიკერძოებული არ ხარ და სიებს არ გაძლევს ფედერაცია უპრაქტიკო რატო უნდა გამოიძახო ეს ერთი და მეორე გადახადეთ რა ქვეყნები გავიდნენ რა ქვეყნებმა დააგროვეს ისტორიულად ყვეელაზე მეტი ქულა და ასეთ ჯგუფში რა ვქენით ვისაც ვილის დატოვების მიზეზი ის გაქვთ რო ახალი ვერაფერს იზამს ამან რა ქნა ასეთი რიმ მარტში დადებითის უფრო მეტი შანსია ვიდრე კატასტროფის და სხვა ნებისმიერი ვერ იზამს
ნოდო
20 ნოემბერი 2023 07:41
0
ცალკარა იყო თუ ფეხბურთი?
სიმართლე
20 ნოემბერი 2023 13:31
2
სიმართლე ისაა რო ფეხბურთელები დაპროგრამებულები არიან თითქოს დაცვაში თამაშის გარდა არაფერი არ არსებობს, ბურთს მიიღებენ და ეგრევე გაარბიან წინ კარგავენ ნახევარ წუთში და ისევ დაცვა , მიქაუტაძე და კვეკვესკირი საერთდ არ უნდა გამოიძახო
ვალოდია
20 ნოემბერი 2023 08:32
0
გაუშვით ნაკრებიდან ქოჩორაშვილი, დავითაშვილი, აზარაშვილი და სანიოლაშვილი.
ქ. გ.
20 ნოემბერი 2023 03:23
11
ძლივს ვიპოვეთ ნორმალური ჩამშლელი. რას ერჩი ქოჩორას?
ვანჩოპე
20 ნოემბერი 2023 11:20
1
როცა (მართალია, ეპიზოდურად) შეუტიეს, ძალიანაც კარგათ დაიხიეს ესპანელებმა და თამაშმა ცენტრში გადაინაცვლა; მაშინ რატომ ეშინიათ ასე თავის საჯარიმოში: უმისამართოდ,პანიკურდ ბურთის მოგერიება, რომელიც მოწინააღმდეგის ნადავლი ხდება? ალბათ,ეს ფსიქოლოგის საქმეა. კიდევ ერთი: მეკარე რატომ ისვრის ბურთს შორს, ის ხომ ძირითადად მოწინააღმდეგის ლუკმაა. გადაუგდოს დაცვას და ა.შ. მისი შენარჩუნების შანსი ხომ მეტია? 20-25 წლის წინ ასე კეთდებოდა.
ჯონდო
20 ნოემბერი 2023 16:00
1
"პროფესორებო", გადახედეთ ჩვენი და ესპანეთის, ასევე შოტლანდიის და ნორვეგიის შემადგენლობებს. რა გუნდებში და რა დროით თამაშობენ მათი ფეხბურთელები და შეადარეთ ჩვენსას, შემდეგ ისაუბრეთ სანიოლზე. 2028 წლის ევროსთვის გვეყლობა საშუალო ევროპული დონის გუნდი. ფეხბურთს მინდორზე 11 კაცი თამაშობს, მაგრამ მნიმუმ 15 მეტ-ნაკლებად თანაბარი დონის, მაღალი კლასის მოთამაშის გარეშე წარმატებაზე საუბარი უცოდინარობაა. ნაკრებში ჩამოდის უკევე მომზადებული ფეხბურთელი, 3 დღიან შეკრებაზე ვერჩ ფიზიკურ კონდიციებს გაუუმჯობესებს მწვრთნელი და ვერც თამაშს ასწავლი. მადლობა ბიჭებს, რაც შეეძლოთ ითამაშეს!!!!
ჯარჯი
20 ნოემბერი 2023 12:31
9
" აკადემიკოსებო " გადახედეთ რა გუნდების ფეხბურთელებით თამაშობენ აზერები, ლუქსემბურგელები, მოლდოველები, ყაზახები და ალბათ ყალმუყებიც და ნახეთ სად არიან და რანაირ ფეხბურთს თამაშობე, ნუ ყოველშემთხვევაში ჩვენზე უკეთესს.
აქედან დასკვნა: გასაგდებია სანიოლი, უსაქმური და ფულზე მოთამაშე ფედერაცია, ხოლო, წარსულუსთვის მადლობა და სახლში: კვრკველია, კაშია, კვეკვესკირი, ხო ხედავთ სამივეს გვარი კ-ზე იწყება და კ-არგად იყავით.
მალხაზ ჯობავა
20 ნოემბერი 2023 14:02
1
ისე ცოტა არ იყოს და აქედანვე მეშინია ლუქსემბურგთან თამაში.კიდე კაი აქაა თამაში და არც კოვიდია,რო გულშემატკივრები არ დატოვონ სტადიონს მიღმა.საქართველოშია თამაში და ამის გათვალისწინებით 50%-50% მგონია.ვაი სად დავეშვით.ან სხვები განვითარდნებ და ჩვენ იგივეს ვტკეპნით.ნებისმიერ შემთხვევაში საფეხბურთო ნეხვში ვართ ჯერჯერობით.p.s.მარტო ეს წაგება არ მალაპარაკება ამას.ესპანეთთან მოგებას არც ვითხოვ.ზოგადად ხარისხზე,მენტალობაზე,საძმო-საძმაკაცოზე და არაკვალიფიციურიბაზე ვლაპარაკობ
ჯელა
20 ნოემბერი 2023 07:52
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული