"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა:

"როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დარჩენილი ბოლო 3 საგზურიდან ერთ-ერთის მოსაპოვებლად მარტში საქართველო იბრძოლებს.

21 და 26 მარტს გველის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრები და როგორც ვიცით დანამდვილებით, 21 მარტს თბილისში ვუმასპინძლებთ ან ლუქსემბურგს, ან აზერბაიჯანის ნაკრებს და ფინალური შეხვედრა კი 26 მარტს გველის.

23 ნოემბერს გასამართ წილისყრაზე გაირკვევა, თუ რომელი ნახევარფინალის გამარჯვებული იქნება მასპინძელი ფინალურ შეხვედრაში და უნდა ვისურვოთ, რომ ფინალის მასპინძელი ჩვენი ნახევარფინალური წყვილის
გამარჯვებული იყოს, რადგან ჩვენი გუნდი უფრო ძლიერია იმ გულშემატკივართან ერთად, რომელიც მას "დინამო არენის" ტრიბუნებიდან ამხნევებს ხოლმე.

სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ ნახევარფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაგვეხმარება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს გუნდს ნებისმიერი შემთხვევაში აქვს იმის რესურსი, ნახევარფინალში გაიმარჯვოს, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში ითამაშოს და გადამწყვეტ მატჩში უკვე ხვიჩასთან ერთად შევძლოთ იმ ოცნების ახდენა, რასაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში ჰქვია."

altკვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს გამოტოვებს - შიში და ორაზროვნება...

მკითხველის კომენტარები / 116 /
სამწუხარო რეალობა გვაქვს-ყველაფერი ხახვივით შეგრჩათ ადრე და კვლავ ასე გაგრძელდება.
ვანჩოპე
22 ნოემბერი 2023 10:42
0
ლუიზას! შეიძლება ,როგორ არ შეიძლება.მაგრამ საჭიროა სწორი არჩევანის გაკეთება,----იმათ კი არ უნდა შევეტენოთ ვინც გვამცირებს და ველურ ღატაკებს გვიწოდებს,არამედ იმ მხარისკენ უნდა ვქნათ პირი საიდანაც ჩვენთვის ე.წ. კეთილდღეობის სიო ქროდა და მომავალშიც ეჭვგარეშეა რომ ასე იქნებოდა.
არგუტი
22 ნოემბერი 2023 09:25
2
ნაღდად ტყვილა აიკრა ყვითელი ბარათები.ამ დონის მოთამაშე და თანაც თავდამსხმელი...ასე ნაღდად არუნდა იქცეოდეს..
ლადო
21 ნოემბერი 2023 23:13
5
ეს დედააფეთქებული თქვენს უვიცობაზეც რო გაგეკეთებინა რამე განცხადება კაი იქნებოდა
...
21 ნოემბერი 2023 21:47
0
იასონას უდარ-ს!" სსრკ მიდგომების" დროს თბილისის დინამომ ევროპის თასის მფლობელთა თასი აიღო ფეხბურთში,ხოლო კალათბურთში ჩემპიონთა თასი.მიშა მესხი ,სლავა მეტრეველი და გივი ჩოხელი კი ევროპის ჩემპიონები გახდნენ სანაკრებო დონეზე.დღევანდელი ევროპის[რომლისკენაც ასე მიისწრაფვი] რაგბის მამებმა ექვს ერზე ფიქრიც კი აგვიკრძალეს.პირში გვეუბნებიან ,რომ ველური ღატაკების ადგილი მათ გვერდით არ არის.ასევე ფიქრობენ ევროპელი პოლიტიკოსებიც.ენის მოჩლექით კი იმიტომ გველაპარაკებიან რომ იარაღად ვჭირდებით თავიანთი მთავარი მტრის წინააღმდეგ.თუ ამდენს ვერ ხვდები შემირცხვენია შენი განათლებაც და შენი დიპლომიც ,რომელიც არა ცოდნაში არამედ ,ტვინის გამორეცხვისთვის მოუციათ.სხვათა შორის ფილმი, პირველი მერცხალი,"სსრკ მიდგომების" დროს არის შექმნილი და სიტყვა--უდარიც იმ ხალხის ლექსიკონიდანაა ,რომელიც "პარავოზად" ედგა სათავეში "სსრკ მიდგომებს".თუ პასუხის მოცემა მოინდომო,ძალან გთხოვ ,რომ გასაგები და ლოგიკური იყოს.
არგუტი
21 ნოემბერი 2023 19:09
4
მერე ველური ღატაკები რო აღარ ვიყოთ არ შეიძლება?
ლუიზა
21 ნოემბერი 2023 23:06
2
mokled am liberasyebma ar shegchames am idioturi "putinis monebo" ara da tavisi beladidan dawyebuli tviton arian monebi rova omi samarwxvinod waages!!!
სანდრო
21 ნოემბერი 2023 18:05
4
სპორტალის რედაქციავ, თქვენ თუ ეს კომენტარი არ გამოაქვეყნოთ, მაშინ თქვენ იყოთ პუტინის მონები!
"მივმართავ ფეხბურთის ფედერაციის უფროსობას, კერძოდ: ლევან კობიაშვილს, ალექსანდრე იაშვილს, დავით მუჯირს, კახა ჭუმბურიძეს და სხვა დანარჩენებს:
ფურთხის ღირსები ხართ იმისთვის, რასაც თქვენი გუნდი ჩვენ, პატრიოტ ქომაგებს, შეგნებულად თუ შეუგნებლად გვიკეთებთ! რომ არაფერი ვთქვათ 2020 წელს მაკედონიასთან თამაშზე ხალხის თამაშგარეში დატოვებაზე (როდესაც თითიც არ გაატოკეთ ქომაგთა თუნდაც მცირე ნაწილი რომ დასწრებოდა ამ ისტორიულ მატჩს, ხოლო თავად ურცხვად გამოიჭიმეთ ტრიბუნებზე შვილებთან თუ სხვადასხვა ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად), ამჟამინდელი ისტორიული შანსის განიავების ალბათობა გაზარდეთ, თქვენს ბუნაგში არსებული არაკომპეტენტურობის გამო! ფედერაციის შენობა გაავსეთ საძმაკაცოთი და ყოფილი ფეხბურთელებით (ლევან ცქიტიშვილი, ზაზა ზამთარაძე, ლაშა სალუქვაძე და სხვ.), ხოლო პროფესიონალი და საქმის მცოდნე კადრები დეფიციტური გახადეთ, რის სავალალო შედეგსაც ახლა გულშემატკივრები მწარედ ვიმკით. ჰოდა იცოდეთ, რომ თუკი ხვიჩა კვარაცხელიას პლეი-ოფის ნახევარფინალში დისკვალიფიკაცია საბედისწერო აღმოჩნდება ჩვენი ეროვნული გუნდისთვის, მომდევნო დღეები ასევე საბედისწერო იქნება თქვენთვის, ვინაიდან მრავალრიცხოვანი ქართველი გულშემატკივრის რისხვას ვერანაირად ვერ გაექცევით და უმკაცრეს პასუხს აგებთ გამოჩენილი გულგრილობისთვის!!!
P.ს. დღეს ერთადერთი სწორი ქმედება თქვენი მხრიდან იქნება გამოხვიდეთ და საჯაროდ ბოდიში მოუხადოთ ნაკრების ქომაგ მრავალათასიან არმიას, ასევე შეპირდეთ რომ ყველაფერს გააკეთებთ, რათა მარტის თამაშებამდე სანაკრებო ატმოსფერო საუკეთესო დონეზე იყოს მომზადებული
fani
21 ნოემბერი 2023 14:32
1
ვეთანხმები ყველა მათ ვინც ფედერაციას აკრიტიკებს,ჟურნალისტებს აკრიტიკებს,მწვრთნელებს და ა.შ.მე ერთი მინდა აღვნიშნო,კვარაცხელიას მიერ ყვითელი ბარათების მიღების დროს ,ერთ ეპიზოდში მაინც თუ იყო ის მართალი?.კი მესმის ემოცია ,დაძაბულობა ,მტკივნეული კონტაქტი---მაგრამ მოპირდაპირე მხარის [მეტოქე,მსაჯი] მოქმედებაზე მისი რეაგირებები აშკარად იყო ადეკვატურობას მოკლებული. ვარსკვლავური სინდრომის შეპარვასთან ხომ არ გვაქვს საქმე? სად ან ვინ არის ის ვინც მას სარკეში ჩაახედებს და ისევ თავმდაბალ,მხოლოდ თმაშზე ორიენტირებულ ხვიჩას დაგვიბრუნებს?
არგუტი
21 ნოემბერი 2023 14:02
4
ეეეე, როგორ შემშლია, მეგონა რომ დისკვალიფიკაცია შემდეგ ევროზე გადადიოდა ან თვითონ ევროპის ჩემპიონატზე, თუ გავიდოდით. სამწუხაროდ შემშლია. რაღა უნდა თქვა, თუ მარტზე გადადიოდა ეს ყვითელი ბარათები და ასეთი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ფედერაციამ, სიტყვები არ მყოფნის. კიდე ვიღაცას აქვს 2 ყვითელი, მგონი დავითაშვილს. ხვიჩას და მას უნდა მიეღოთ მესამე ყვითელი შოტლანდიასთან, რომ გამოეტოვებინათ ესპანეთის მატჩი. და მერე თავისუფლად ეთამაშათ პირველი და მეორე თამაშიც მარტში. ვერაფრით ვერ დავეთანხმები იმას, რომ ესპანეთთან არ მიეღო მესამე. კარგი, ლუქსემბურგთან რომ მიეღო, მერე საბრძნეთთან (ალბათ) ხომ ვერ ითამაშებდნენ. ბევრს ვწერ ფეხბურთზე, აქაც სპორტ.ალლ -ზე და ფეხბურთი გვაერთიანებს-ზე. ვერსად ვერ ნახავთ რამე აუგი მეთქვას კობიაშვილზე. ცალსახაა, არამარტო ცდილობენ, ძალიან ბევრსაც აკეთებენ. მაგრამ ამხელა შეცდომის დაშვება?! თუ ლუქსემბურგთან გამოვარდით, ვერ უნდა აპატიონ საკუთარ თავს.
alexandre
21 ნოემბერი 2023 13:44
0
შემშლია - ჩაკვეთაძეს აქვს 2 ყვითელი. იქნებ და მანაც მიიღოს პირველ თამაშზე მესამე. უფალო დაგვიფარე, უფალო დაგვიფარე, უფალო დაგვიფარე.
alexandre
21 ნოემბერი 2023 14:29
0
სამწუხარო რეალობაა, რომ სრულიად არაკომპეტენტურია ფედერაცია, თან ნამუსისგან და კაცობისგან დაცლილიც.
11
21 ნოემბერი 2023 13:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული