ლევან კობიაშვილი: ეს არ უნდა მომხდარიყო - ჩასაფრებული ადამიანები ცდილობენ, ფედერაციასა და კლუბებს შორის გაუგებრობა იყოს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ტელეკომპანია "იმედს" სტუმრობდა და გახმაურებულ ამბებზე ისაუბრა:

"შეცდომა იქნა დაშვებული და ძალიან ვწუხვართ ამაზე. ხვიჩა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ჩვენი გუნდის თითოეული წევრის არყოფნა დიდი დანაკლისი იქნებოდა. ადამიანური შეცდომა იქნა დაშვებული, ვერაფერს შევცვლით. ახლა 21 მარტზე უნდა ვიფიქროთ. აქამდე ყველა ერთად მოვედით და შევძელით, ასეთი მნიშვნელოვანი თამაში გვქონდეს. ჩვენ ერთად ვაღწევთ წარმატებას და ერთად ვაგებთ თამაშს. რთული გზა გავიარეთ. მეორედ გვაქვს რეალური შანსი, ოცნება ავიხდინოთ. არ უნდა მომხდარიყო, რაც მოხდა...

ჩემი ძველი პოსტი იმ დროის
საფეხბურთო პრობლემას ეხებოდა. სად ვართ ახლა, რითი მოვედით აქამდე. სად იყო მაშინ ნაკრები. ის პერიოდი დღევანდელისგან ძალიან განსხვავდება. რა ინფრასტრუქტურა გაგვაჩნია, ჩვენი 21-წლამდელები საუკეთესო რვა გუნდში მოხვდნენ. ყველაფერი ეს ერთიანობამ მოიტანა...

არიან ჩასაფრებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ფედერაციასა და კლუბებს შორის გაუგებრობა იყოს. მათ თანხის ნაწილი ჩაერიცხათ, დარჩენილს კი დეკემბერში მიიღებენ. ამის შესახებ მათ იციან. ზოგიერთ კლუბს წლებია ფედერაციის ვალი აქვს. ჩვენ გაგებით ვეკიდებით ამას და ისინიც ასე არიან.

ჩვენ აუცილებლად ვითამაშებთ ფინალში. რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება, ერთიანობაა!.."

მკითხველის კომენტარები / 108 /
თქვენი და თქვენი საძმაკაცოს "გუნდის" პროფესიონალიზმი , შედეგებით და სატურნირო ცხრილით ჩანს!!! მწვრთნელს რო თანაშემწეებს ფედერაცია შეურჩევს მითუმეტეს ამდენს, თანაც საძმაკაცოდან ,მაქედან ჩანს სანიოლის პროფესიონალიზმი... ნაკრებია თუ საძმაკაცოს დასაქმების კანტორა? , ესაა რეალობა და ეხლა გინდა ჩასაფრებულის პოზიცია დაარქვით და გინდა ოპონენტების , ფაქტია...
დავითი
21:52 22-11-2023
3
ამასაც ვნახავთ სად ვითამაშებთ,არ ვართ ღირსები ფინალში თამაშის,დარწმუნებული ვარ ლუქსემბურგი გაგვაპობს,იმიტომ რომ ჩვენზე გაცილებით მეტად დისციპლინირებულები და პასუხისმგებლიანები არიან. ხვიჩა,შენ გეუბნები,მოედანზე ყოველი გასვლა-შემოსვლის წინ რომ პირჯვარს იწერ -ძალიან კარგია,მაგრამ ადამიანი თავმდაბალი უნდა იყოს მოედანზეც და მოედნის მიღმაც,ვის გაუგია ამდენი ხელების შლა,განუწყვეტელი კამათი მსაჯთან,ხელით მუდმივი მითითებების მიცემა თანაგუნდელებისთვის,ასეთი ქცევა ცოტა ადრეა შენთვის,პატარა ხარ ჯერ,შენ ფეხბურთის თამაშით უნდა იყო დაკავებული მხოლოდ,წარმატება თუ გინდა მენტალურად უნდა შეიცვალო,თორემ აქაური მენტალიტეტ-დებილი დაგღუპავს და თანაგუნდელებთანაც პრობლემებს შეგიქმნის იცოდე.
დავითი
04:34 23-11-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული