"ნაკრების ლიდერი დავკარგეთ" - საქართველოს პოტენციურ მეტოქე ყაზახეთშიც ყვითელ ბარათებს გლოვობენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების დარად, კარგი ამბავი არც ყაზახეთს დაემართა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში "ჯვაროსნების" პოტენციური მეტოქეა, თუმცა მათ, ჩვენგან განსხვავებით ეს ამბავი ეპატიებათ, რადგან სლოვენიასთან უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ჰქონდათ და გამარჯვების შემთხვევაში ევრო 2024-ზე გადიოდნენ.

მოკლედ, აღნიშნულ შეხვედრაში "ზენიტის" 23 წლის მცველმა ნურალი ალიპმა, რომლითაც, ინფორმაციისთვის, "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული, შესარჩევ ციკლში მე-3 ყვითელი ბარათი მიიღო და თავის ნაკრებს საბერძნეთთან მატჩში ვერ დაეხმარება.

ყაზახური მედია წერს, რომ ის ნაკრების ლიდერია და უდიდესი დანაკლისია. შესარჩევ ეტაპზე მან ყველა შეხვედრაში სრულად ითამაშა და ამავდროულად, სანქტპეტერბურგული
გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია. 

თუ ყაზახებმა ბერძნების ბარიერი გაიარეს და ქართველებმა ლუქსემბურგი დაამარცხეს, ფინალში კვარაცხელიასაც შეეძლება თამაში და ალიპსაც.
მკითხველის კომენტარები / 6 /
არ არი ცუდი გუნდი ყაზახეთი... ყოველშემთხვევაში ადვილად ვერ მოვუგებთ..
Vito
25 ნოემბერი 2023 23:38
0
როგორ მევასებოდა ფერგიუსონის მანჩესტერი და ეხლა რა დღეშია, რა ალიპი? ღმერთო ჩემო...
Givi
24 ნოემბერი 2023 22:38
2
აბა რიო ფერდინანდის შემდეგ!!!????
დათო
25 ნოემბერი 2023 05:59
0
ალიპს ალიკაპს ამოსდებენ ჩვენი შემტევები ფინალში
შაკო
24 ნოემბერი 2023 15:42
1
ბერძნებს ვუგულშემატკივრებ.აბა ამათ ალიპი დაემატებათ ფინალში და..
Levani
24 ნოემბერი 2023 15:29
3
yazaxebs tu ginda mesi damatet da ise iyvnen ogond finalshi vitamashot chven
Karche ra
26 ნოემბერი 2023 00:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული