"ბოდიში, ჩემი შეცდომაა, თავს ამის გამო საშინლად ვგრძნობ... ესპანეთთან თამაშამდე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ...- სანიოლი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული 3 ყვითელი ბარათის გამო, "ნაპოლის" შემტევი "ჯვაროსნებს" ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ლუქსემბურგთან მატჩში ვერ დაეხმარება.

"მინდა, ფანებს ამ შეცდომის გამო, რის გამოც თავს საშინლად ვგრძნობ, ბოდიში მოვუხადო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯგუფური ეტაპის შემდეგ ყველა ბარათი გაუქმდებოდა და ეს ფეხბურთელებსაც ვუთხარი. სამწუხაროდ, რეგლამენტისთვის არ გადამიხედია", - აქვეყნებს სანიოლის სიტყვებს tuttomercatoweb.

altსანიოლი: პლეი-ოფში გამარჯვების გარდა, სხვა სცენარის წარმოდგენა მიჭირს

მკითხველის კომენტარები / 53 /
მოდი ერთიც ვთქვათ, ცოდვა გამხელილიო. საქართველოს ნაკრებმა ეს ორი თამაში ძალიან ბინძურად ითამაშა პლუს ეგზომ მომატებული სიმულაციები - ისე ეს ადრე (სიმულაციები) დიდად არ გვახასიათებდა და ეს საიდანღა მოვიდა არ ვიცი.
დინამიტი
25 ნოემბერი 2023 19:54
2
კარგი, ეგ არ იცოდი და შეგეშალა, მაგრამ შენი ფეხბურთელი რომ აშკარად ნერვებზეა, თავს ვერ იკავებს და ყვითლებს და წითლებს რომ თავი დავანებკოთ, შეიძლება მოწინააღმდეგემაც ვერ მოთოკოს ნერვები და ტრამვა მიაყენოს, შენიშვნაც კი არ უნდა მისცე? სპალეტის რაღაც რომ არ მოეწონა მთელი სტადიონის გასაგონად დაუყვირა და ასე იქცევა ნორმალური მწვრთნელი.
ახლა აქ კომენტარებში ვიღაცეებს გონიათ რომ ერთიანობა ნიშნავს ყველაფერზე თვალის დახუჭვას ბიჭებს ნუ სტრესავთო, ჯერ ეგ ერთი ბიჭებს არავინ აკრიტიკებს, მეორეც ამ ბიჭებს ნორმალური ფედერაცია და კვალიფიციური მწვრთნელი ჭირდებათ და არა ფედერაციის გაუთავებელი გაპრავება!
არტ
25 ნოემბერი 2023 11:30
2
როგორ არ მინდა ვარსკვლავური ვირუსი შეეყაროს ხვიჩას, არადა ეს ნიშნები უკვე აშკარად გამოიკვეთა, განსაკუთრებით ესპანეთთან თამაშისას. კარვახალთან ურთიერთობა და მსაჯთან უაზრო კამათი. მინდორზე კოტრიალი ცალკე თემაა კიდევ. ეს უკანასკნელი კი ყველა ფეხბურთელს ეხება.
ზაალი
25 ნოემბერი 2023 10:14
1
ძალიან მიეჩვია მსაჯებთან კამათს და ხელების ქნევას. ან პატარა დოზით თავში აუვარდა რაც არ უხდება და ან შეცდომით ესმის რას ნიშნავს გუნდის ლიდერობა.
მოედანზე ზრდილობით, მოკრძალებით და წესიერებით რომ სხვას სჯობდა მათ შორის იმიტომაც უყვარდა მაყურებელს და არ მინდა ეს უაზროდ გაფლანგოს.
აკი
25 ნოემბერი 2023 03:34
2
მთავარია ერთიანობა. ვინმემ სიმართლე რომ დაწეროს, ყველამ ერთად უნდა დავცინოთ და მეზღაპრე ვუწოდოთ.
ბიძინას ბოტი
25 ნოემბერი 2023 01:54
1
ნუ იკამათებდა ხვიჩა მსაჯთან და არ მოხდებოდა, ის რაც მოხდა! ეხლა მთავარია ჩვენს ნაკრებს დავუდგეთ მხარში და გავამხნევოთ! არ არის საჭირო ნამეტანი უაზრო ემოციების გამოშვება, რომელიც აზარალებს ყველას. ეგ კი არა წინადადებითაც შემოვდივარ, მოვაწყოთ შეხვედრა ფანებმა და ნაკრების ფეხბურთელებმა და ვიმსჯელოთ ყველაფერზე, ამით სტიმულს მივცემთ ბიჭებს, რო მათ გვერდით ვართ! აი ესეთი მიდგომა თუ მოგვიტანს წარმატებას! ეხლა ყველაზე მეტად ფეხბურთელებს სჭირდებათ ჩვენი თანადგომა!
გთხოვთ მხარი დამიჭიროთ! ლაშა.
25 ნოემბერი 2023 01:19
9
ძალიან ბევრი დაგიჭერთ მხარს. მადლობ ძმაო, კარგი ინიციატივისთვის! ნეტა ყველა შენაირად მსჯელობდეს. მხარდაჭერა ჩვენს ფეხბურთელებს. ზაზა.
ლაშას.
25 ნოემბერი 2023 01:54
5
პირველ რიგში კობის კომენტარზე: საკმაოდ მნოშვნელოვანი იყო ვალებზე კომენტარი, რასაც სიცხადე ნამდვილად აკლდა. მეორე რაც ხაზგასასმელია: მიუხედავად ყველაფრისა და აღმაშფოთებელი რეაქციისა რაც ყველას დაგვეუფლა ცნობილი ინციდენტის შემდეგ, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. როგორც ჩანს ფედერაცია არ აპირებს ადექვატურ რეაქციას, რაც იქნებოდა, რომ ვინმესთვის მაინც შეეჩერებინათ საქმიანობა. ეს არ უნდა ყოფილიყო სამწვრთნელო შტაბიდან, ვინაიდან ჩვენ აღარ გვაქვს დრო დიდი ძვრებისათვის. მავანი იტყვის რომ ამ მენეჯმენტით და ლიდერის გარეშე ჩვენს ნაკრებს მცირე შანსი აქვს. არის ამაში ჭეშმარიტების მარცვალი, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც უნდა ამოვუდგეთ ჩვენს ნაკრებს. მარტო იმიტომ რომ ჩვენ სხვა შანსი არ გვაქვს. ჩვენ გვჭირდება ეს ევროპის ჩემპიონატი, მიუხედავად ყველაფრისა. იტალია მეოთხე კალათაშია, ჩვენს აგვცდება, მეორე-მესამედან ერთდერთი გრანდი ჰოლანდიაა, შესაბამისად ერთი თამაშის მოგება სულაც არ იქნებოდა არარეალური. ბიჭებიც დარწმუნებით მაქსიმუმს გაიღებენ. ნორმალური გამოსვლა ჩვენს ფეხბურთს აუცილებლად მიცემს რაღაც ბიძგს. მარტო ამისთვის ღირს რეალობასთან შეგუება. ჩვენ ერთგვარ ცაიტნოტში აღმოვჩნდით. რაღაცას ალბათ გულშემატკივარიც ვაკლებთ, თორემ ყველანაირი პარადოქსი ჩვენ არ დაგვემართებოდა.
პ.ს. ყაზახეთმაც მიიღოო მესამე ყვითელი, იმათ ჩემო ბატონო ბოლომდე შანსი ჰქონდათ ჯგუფიდან გასვლის.
ამატაკი
24 ნოემბერი 2023 23:37
2
ზუსტად ასეთი კომენტარების და ლანძღვის ბრალია რონ საქართველოში ქართველს არც მრწვთნელობა უნდა არც მსაჯობა .ჩვეულებრივი ქართული ჯიგრული არაპროფესიონალიზმი დაემართათ მეორედ აღარ მოუვათ ესეთი შეცდომა თუ ვინმეს გონია რომ სხვაგან არ ხდება შეცდომები.
ნაკრები მარტო ხვიჩა ხომარ არის ნებისმიერ თამაში შეიძლება გამოტოვოს ხვიჩამ და ხან ვლანძღოთ და ხან ვაღმერთოთ? კვარამ სხვა თამაშებშიც გამოავლინა სიფივხე და სპეციალურად არ მგონია აკეთებდეს.
დათო
24 ნოემბერი 2023 21:06
28
მეგობრებო, სიტუაციების განსხვავება უნდა ვისწავლოთ, ფედერქცია რომ კარგად მართავდეს, წარმატებები ქონდეს და სწორი გზით მივდიოდეთ და იცებ ასეთი შეცდომა მოხდეს, ვიტყვით არაუშავს, ხდება ხოლმე! მაგრამ როცა ვხედავთ ფულის ხვეტის მეტს არაფერს აკეთებენ, თითქოს საქმე გამოელიათ პარლამენტის ხელფასებზეც დაჯდნენ, ეროვნული ჩემპიონატს სახე აღარ აქვს, ძველი ბიჭებით გაივსო ფეხბურთი, ამ დროს კიდევ ასეთ შეცდომას რომ დაუშვებ, ეს უკვე სხვა რამეა ვიდრე უწყინარი შეცდომა!
რუსთავი
24 ნოემბერი 2023 23:50
3
2015-შიდაც მოუვიდათ ასეთი "შეცდომა" და ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტის გადადგომას დარიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვდა თავგამოდებით დღევანდელი უვიცი პრეზიდენტი კობიაშვილი
დათო
24 ნოემბერი 2023 23:44
2
ყველა გამოხმაურება
თუ აქ სპორტალზე გაკეთებული კომენტარებუთ და შესაბამისი ლაიქებით და დისლაიქებით ვიმსჯელებთ ქართველ ფეხბურთის გულშემატკივრებზე,დიაგნოზი უმძიმესია.ქართულ ფეხბურთზე უარეს დღეშია ქართველი გულშემატკივარი,განსჯის და გააზრების უნარი დაკარგული აქვს,საერთოდ არ ესმის ფეხბურთი,უაზროდ აგრესიულია და შეთქმულებების თეორიებს დგამს და კონსპიროლოგობს.თვალი გაახილეთ,ლუქსემბურგსაც ყავს დისკვალიფიცირებული ერთერთი საკვანძო ფიგუარა,ყაზახეთსაც ასევე წამყვანი მცველი და საქართველოსაც,მხოლოდ ამ საქმეში უფრო გამოცდილ საბერძნეთი გადაურჩა ბარათებს.ქართველ გულშემატკივარს რომ კოთხო სპეციალურად მიიღო კვარამ ბარათი,კობიაშვილმა მსაჯთან პირადად დარეკა აუცილებლად მიეცი ყვითელიო და ლუქსემბურგი თურმე 20 მილიონს უხდის ფედერაციას რომ დათმოს თამაში.აი რა გეშველებათ???ქოცები შეიძლება არ გიყვარდეს,არც მე მიყვარს,მაგრამ განსჯის უნარი არ უნდა დაკარგო ადამიანმა,ფეხბურთის მცოდნეობაზე რომ გაქვს პრეტენზია.გონს მოდით,თორემ ასეთი პათოსით აუცილებლად წავაგებთ.უმძიმეს ფსიქოლოგიურ წნეხში მოვაქცევთ ნაკრებს.ამიტომ სჯობდა სტუმრად გვეთამაშა ეს თამაშები.გონს მოდით ხალხნო,სულელთა ბრბოს ემსგავსება ქართველი ფეხბურთის გულშემატკივარი.რა თქმა უნდა ყველას არ ეხება ეს...არიქა დისლაიქები მოიმარჯვეთ და მლანძღეთ.
Master
24 ნოემბერი 2023 20:51
31
..ხოდა სიშტერეც ეგაა ჩემო გია, რომ მაგ ყველაფერს გადაყლაპავ და ყვიჩას ბარათზე აჭყივლდები ))
გია-ს
25 ნოემბერი 2023 01:21
0
ერთი გონიერი ადამიანი რომ გამოჩნდა ეგეც უკვე კარგია. სექტანტობაა აქაც
ძლივს
24 ნოემბერი 2023 23:46
7
ყველა გამოხმაურება
მოგიწოდებთ მაგრად დავდგეთ,რაღაცა მოვიმოქმედოთ რომ ვერ გაბედონ რაც ჩაფიქრებუკი აქვთ,... თამაშის მიცემაზე მიდიან, ბიჭებიც ვერ ეწინაამღდეგებიან მაგათ ხელსი არიან გაზრდილები, როგორც ყველა წინა თაობა , თავის უფროს თაობას... გეუბნწბით მაგრად თუ გავატრაკებთ ვერ გაბედავენ, თორე ესენი როგორც მაკედონიასთან იკადრეს და აკადრები ეს ბიჭებს ისე იკადრებენ ეხლაც... ერთს ქონია აშკარა ფაქტები აქ დაწერა მე არ ვიცი , მარა არ გავჩერდებიო და მიდი ჰააა
გ.შ.
24 ნოემბერი 2023 20:51
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული