"ეს იყო შეცდომა, ადამიანური გადაცდენა..." - ლევან კობიაშვილი

AutoSharing Option
Geo Team-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე ისაუბრა.

"პირველი აღვნიშნავ იმას, რომ მე სამწუხაროდ, არ ვიყავი ესპანეთში სტუმრად, მქონდა ამის მიზეზი და ფაქტი, რომელიც გავიგე, იყო. რა ვიცი, რა გითხრათ. წარმოუდგენელი რაღაცაა, იმიტომ, რომ უბრალოდ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი იყო ის შეცდომა, რაც მოხდა. ძალიან ძნელად გასაგები და ასახსნელიც, თუმცა, ფაქტია, მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. ეს იყო შეცდომა, გინდა ადამიანური გადაცდენა დავარქვათ.

არის სამწუხარო შეცდომა, რომელმაც მე პირადად და, დარწმუნებული ვარ,
ნებისმიერი ჩვენი გუნდის წევრისა და ნებისმიერი ამ ქვეყანაში ფეხბურთის გულშემატკივრისთვის ძალიან ძნელი ასახსნელი იყო".


მკითხველის კომენტარები / 56 /
21 წლამდელები (ისე მაინც რომ იცოდეთ) ,,პრეზიდენტო" მასპინძლის სტატუსით მოხვდა ევროპაზე. ხოლო რაც შეეხება ......ადამიანური შეცდომა???? მეტი რა ვალდებულება აქვს გარდა ყვითელი ბარათების დათვლის?????? მართლა სირცხვილია... ღმერთმა ქნას არაფერი მოხდეს ისეთი. იმედია კვარას გარეშეც მოიგებენ ბიჭები.
ამადეო
10:25 21-03-2024
0
დღეს ფეხბურთელებს, დანა-ხანჯლები არ ჰკიდიათ, თორემ სხვა ყველაფერი მოსულა. ფეხბურთი კარგავს თავის სახეს. რაგბის დაემზგავსა. მეკარეები გამოსვლებზე ვერ თამაშობენ, რომ არ დალეწონ-დაჩეხონ. დროა ფიფამ ტვინი გაანძრიოს.
გულშემატკივარი
15:48 01-01-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული