"ეს იყო შეცდომა, ადამიანური გადაცდენა..." - ლევან კობიაშვილი

AutoSharing Option
Geo Team-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე ისაუბრა.

"პირველი აღვნიშნავ იმას, რომ მე სამწუხაროდ, არ ვიყავი ესპანეთში სტუმრად, მქონდა ამის მიზეზი და ფაქტი, რომელიც გავიგე, იყო. რა ვიცი, რა გითხრათ. წარმოუდგენელი რაღაცაა, იმიტომ, რომ უბრალოდ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი იყო ის შეცდომა, რაც მოხდა. ძალიან ძნელად გასაგები და ასახსნელიც, თუმცა, ფაქტია, მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. ეს იყო შეცდომა, გინდა ადამიანური გადაცდენა დავარქვათ.

არის სამწუხარო შეცდომა, რომელმაც მე პირადად და, დარწმუნებული ვარ,
ნებისმიერი ჩვენი გუნდის წევრისა და ნებისმიერი ამ ქვეყანაში ფეხბურთის გულშემატკივრისთვის ძალიან ძნელი ასახსნელი იყო".


მკითხველის კომენტარები / 56 /
რას ლაპარაკობ,რა შეცდომაზე ლაპარკობ,მთელი ფედერაცია ერთ კაცზე იყავით დამოკიდებულები?????სისტემა არ გავთ მუშაობის შემუშავებული,რომელიც ადამიანურ შეცდომებს გამორიცხავს,როგორც ეს ყველგანაა???მაშინ გამოდის ვერ აკეთებთ თვენს სქმეს სათანადოდ!!!ამას დაუმატეთ გუნდებისთვის არჩარიცხული თანხები,დაუმატეთ ისეთი მწვრთნელის მოყვანა ნაკრებში,რომელიც არასოდეს ყოფილა მწვრთნელი და კიდევ არაფრის გაკეთება შიდა ჩემპიონატის დონის ასამაღლებლად,მყურებლის სტადიონზე მოსაზიდად რამე ღონისძიებების გასკეთებლდ გუნდებთან ერთად დ ა.შ.
ჩნდება ლოგიკური კითხვა,რითი ხართ დაკავებულები მანდ?რაში იღებთ ხელფასებს?რას ჰქვია ესპანეთში არ ვიყავი და არ ვიცოდი?ესპანეთში წასვლა რად უნდოდა ამის ცოდნას?თქვი,რომ ვერ ართმევ თავს დაკისრებულ მოვალეობს და მორჩა,რად უნდა ამას ეს კეკლუცი?
მირო
17:16 09-12-2023
4
სად გცალია ფეხბურთისთვის პარლამენტში ხარ ქვეყნისთვის ყოფნა არ ყოფნის საკითხებს აკლავ თავს
სად?
14:51 09-12-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული