"რა ვქნათ, შეცდომა დაუშვეს და ახლა სროლა დავუწყოთ?! კარგი რაღაცებიც ხომ გააკეთეს?!" - ჯუღელი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე და ნახევარფინალში ნაკრებში მის შესაძლო შემცვლელზე

AutoSharing Option
"პირველ არხზე" სპორტული გადაცემის სტუმარი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი გახლდათ, რომელმაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

ერთ-ერთი კითხვა იმას შეეხებოდა, როგორი იყო მისი რეაქცია, როდესაც გაიგო, რომ ყვითელი ბარათების გამო "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის პლეი-ოფში ვერ დაეხმარებოდა. 

"ეგეთი რამე, არ ვიცი... შეცდომები ხდება, როგორ არ ხდება... ზუსტად იმავე მაგალითზე ვლაპარაკობთ ახლა ჩვენ... მე რომ ხვიჩა რუსეთში წავიყვანე, არ ამომასუნთქეს, დამახრჩეს! მერე გადავიყვანე "რუბინში" და იქაც დამახრჩეს. იტალიაში სანამ მინდორზე არ გამოვიდა, არ არის იქო, იტყუებაო... მერე იქ შეცდაო,
აქ შეცდაო...

ეს ბიჭებიც, რომლებიც ფედერაციის მმართველობაში არიან, კობიაშვილი, იაშვილი და მუჯირი, ახალგაზრდა ბიჭები არიან. ჩემი აზრით, ახლა ჩვენ თუ ამათ მივადექით, რა ვქნათ, სროლა დავუწყოთ?!

რა ვქნათ? "მოსლაბდა" სიტუაცია და შეცდომა დაუშვეს და არ აღიარებენ ამას? კარგი რაღაცებიც ხომ აქვთ გაკეთებული?

თუ ამაზე მივაბჯინეთ მთელმა საქართველომ მაგათ, ახლა აქ ხომ მარტო კობიაშვილის საქმე არ წყდება, აქ საქართველოს საქმე წყდება. ისინიც ახალგაზრდები არიან და ნერვიულობენ. ვაცადოთ ამათ 21 მარტი, რა. 

რა თქმა უნდა, შეცდომა იყო და კვარაცხელია დიდი ძალაა. ყაზაიშვილი ბომბარდირი გახდა თავის გუნდში და ძალიან მაგარ ფორმაშია.

დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო კარგად გააგრძელებს და უფრო მეტი ამბიცია გაუჩნდება, რომ ნაკრებში დაუძახონ.

ჩემი გადმოსახედიდან, ყაზაიშვილი ერთ-ერთი შემოქმედი, 3-ქულიანი რეზულტატული ფეხბურთელია და მე მგონია, რომ ბიჭები არ შეცდებიან, რადგან ყველაფერი კარგად იციან და პროფესიონალები არიან. მთავარია, ვაკო იყოს კარგად. არიან საქართველოს ნაკრებში ისეთი ბიჭები, რომლებმაც ლუქსემბურგის ბარიერი უნდა დაძლიონ", - თქვა ჯუღელმა.
მკითხველის კომენტარები / 36 /
ზოგადად რა უნდა ქნან ამ გაუნათლებლებმა ფონს გავიდნენ?! უნდა იაფერისტონ, თანაც მაგრად:))) ეს ტიპები ერთმანეთის ტყავს ჯერ არ დაგლეჯენ, მაგრამ უკვე აუტანელი ხდება ამდენი უვიცისგან ქკუის დარიგების მოსმენა;(
პაატა
08 იანვარი 2024 21:02
3
ხვიჩას ვუსურვებდი მალე მოეშორებინოს ეს "მაშეინიკი".
გივი
08 იანვარი 2024 20:40
4
ამ ყეყეჩი აფერისტის ხელშია ხვიჩას მომავალი?
გიორგი
08 იანვარი 2024 19:56
9
ძალიან სასაცილოა ტყუილის მოსმენა, როცა სიმართლე იცი!
შეგენანება, რომ შეაწყვეტიონო საუბარი - ცდილობს ადამიანი…
TanoLife
08 იანვარი 2024 19:03
2
კვარაცხელიას გარეშე ნაკრები რასაც წარმოადგენს, მთელმა საქართველომ ვნახეთ მაკედონიასთან ერთა ლიგის ფინალში.!!!!!ყაზაიშვილიც ვნახეთ მაგ თამაშში და სხვა ნაკრების ფეხბურთელებიც!!!
ირაკლი
08 იანვარი 2024 18:27
4
ისე რაც ამას კვარამ სახელი გაუკეთა ნაღდად მეგონა აავსებდა ქართველებით ევროპას, მაგრამ გადააკვდა ზურიკოს და აზაროვს...
Givi
08 იანვარი 2024 18:03
6
ეს კაცი შავი სამყარს წარმომადგენელს უფრო გავს ვიდრე სპორტულ აგენტს, ასე რომ გასაკვირიც არაა თავისივე მენტალობის ფედერაციას რომ იცავს, რომელიც საძმაკაცოს ბირჟაა!
ლუიშ ფიგო
08 იანვარი 2024 17:57
7
გაუნათლებელია
beqa
08 იანვარი 2024 18:31
6
ყვითელი ბარათი თუ ფედერაციის ბრალი იყო არ ვიცოდი ნამდვილად. გავითვალისწინებ
გივი
08 იანვარი 2024 17:25
15
ნაკრებში რომ ყვითლები მიიღო ფედერაციის ბრალია მაგრამ ნაპოლიში რომ იღებს ისიც კობიაშვილის ბრალია?
სსს
08 იანვარი 2024 16:47
9
ყაზაიშვილის აგენტიც ესაა?
კოლა
08 იანვარი 2024 16:45
3
მისი ავტორიტეტი ნათესავის ძმაკაცია
ჯალა
10 იანვარი 2024 12:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული