საქართველოს ნაკრები - რა გვანერვიულებს, რა გვიხარია და რა გვჭირდება წარმატებისთვის...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შესახებ წლის დასაწყისიდანვე ვღელავთ, მარტში ხომ ევროპის ჩემპიონატთან ისევ ახლოს ვიქნებით (კვლავ "ერთა ლიგიდან") და იმედი გვაქვს, თბილისში ამჯერად საწადელს ავისრულებთ. დარჩენილ დროში ბევრი საუბარი იქნება, კრიტიკაც და ქებაც, ჩვენ კი რამდენიმე ფაქტორს გამოვყოფთ და მასზე გესაუბრებით...

Sportall.Ge

ბალანსი

ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ, ფიზიკურთან ერთად, ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც უნდა ვიფიქროთ. პოლუსური აზროვნება, რაც საკმაოდ ხშირად გვახასიათებს, სასარგებლო ვერ იქნება. რას ვგულისხმობთ? - ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა არც ის უნდა იფიქროს, "ერთა ლიგიდან" ბოძებულ ნახევარფინალში ლუქსემბურგის დამარცხება და გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობა
მარტივიაო და არც ის უნდა დაუშვას, დისკვალიფიცირებულ ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე რა გვეშველებაო. რატომ? - ერთი მხრივ, დამატებითი წნეხი, რაც პლეი-ოფებს ისედაც თან სდევს, ჩვენს ბიჭებს უფრო დაძაბავს და მეორე - ჩრდ. მაკედიასთან იმ დაწყველილ ფინალამდე, ლიდერის არყოფნაში, წარმატების არც ფეხბურთელებს სწამდათ, არც მწვრთნელს და დიდად, არც გულშემატკივარს; მსგავსი აღარ უნდა დავუშვათ!..

განწყობის თემაზე კიდევ ერთ მაგალითს დავასახელებთ. ესაა ამონარიდი სტატიიდან, რომელიც ფინალში პოტენციურ მოწინააღმდეგესთან, საბერძნეთის ნაკრებთან ბათუმური მარცხის (0:2) შემდეგ გამოქვეყნდა - "როგორც ჩანს, ჩვენს ფეხბურთელებს დამატებითი პასუხისმგებლობა მოტივაციას უზრდის კი არა, პირიქით - ძაბავს და საკუთარი თავს შესაძლებელზე უარესად წარმოაჩენინებს. ამჯერად ბათუმში მომხდარი ტრაგედია არ აღმოჩნდა მიზეზი, რის გამოც მოთამაშეები საკუთარ თავზე მაღლა ახტებოდნენ."

Sportall.Ge

მოლოდინი

რა თქმა უნდა, ევროფორუმზე უნდა ვფიქრობდეთ, მაგრამ ამავდროულად, ვითარებას რეალურად უნდა შევხედოთ და შესაბამისი, ადეკვატური მოლოდინები დავისახოთ. ვინც ამ სიტყვების უკან "გაპრავებას" და "თავის დაზღვევას" დაინახავს, უბრალოდ, არაობიექტური იქნება.

მაინც რას ვგულისხმობთ? საქართველოს ნაკრებს მოკლე დროში ორი ამ რანგის მატჩის მასპინძლობა მოუწევს, რასაც მათ შორის ემოციებისა და რესურსების გადანაწილება სჭირდება. უნდა შევთანხმდეთ, რომ ახლა მთავარი შედეგია და ამისთვის ყველაფერი "მოსულა". სადაც თითოეული შეცდომის ფასი დიდია, იქ ვერც განსაკუთრებულად შემტევ ტაქტიკას მოვითხოვთ და ვერც მხოლოდ თვალსასეირო სანახაობაზე ვიფიქრებთ. ეგაა, ვილი სანიოლის მხრიდან შესაბამისი, წარმატების მომტანი სქემა უნდა ვნახოთ, მხოლოდ "ბრძოლით ბედნიერების" დრო ახლა არ იქნება!..

კიდევ ერთი ამბავი ისაა, რომ გადამწყვეტ მატჩში საბერძნეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით თუ ბოლო დროს ძალიან თანამედროვედ მოთამაშე ყაზახებს, მზად უნდა ვიყოთ, რომ მიზნის მისაღწევად დიდი ჯაფა დაგვადგება. გასაგებია, ხვიჩა კვარაცხელია გვყავს; გვესმის, მამარდაშვილისა თუ ჩაკვეტაძის დიდი იმედი გვაქვს, მაგრამ ყველაფერი გუნდურად გადაწყდება. მთავარია, როგორც სტრატეგიულად, ასევე ფიზიკურად, ყველაფერი დავდოთ.

Sportall.Ge

შემადგენლობა

ვილი სანიოლმა მოღვაწეობის დასაწყისში ნაკრების კარი საკმაოდ ბევრ დებიუტანტს თამამად გაუღო, მოგვიანებით კი ასე ნაკლებად იყო. "ერთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის დასრულებისა თუ გასული წლის სექტემბერში კატასტროფული შედეგების შემდეგ ჩვენ როგორც სამწვრთნელო, ასევე საკადრო ცვლილებების აუცილებლობაზე ვწერდით, თუმცა იმასაც აღვნიშნავდით, რომ ეს თუკი მაშინ არ განხორციელდებოდა, შემდეგ გვიანი იქნებოდა; მაშინ, როცა 2024 წლის დასაწყისში ამხანაგურების ფანჯარაც არ არსებობდა, პლეი-ოფისთვის მოსამზადებლად ხომ ცოტა დრო რჩებოდა.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, შემადგენლობაში განსაკუთრებულ ცვლილებებს, ფაქტობრივად, არ ველით; მათ შორის, არც საშუალო ასაკის შემცირებას. ახლა ყველამ უნდა ვისურვოთ, ფრანგი მთავარი მწვრთნელის გზამ მიზნამდე მიგვიყვანოს. ამის მიუხედავად, რამდენიმე ახალი ფეხბურთელის გამოჩენა სავსებით შესაძლებელია, მით უმეტეს, როცა ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას ჩანაცვლება მოგვიწევს. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ 21-წლამდელთა ნაკრები ევროპირველობაზე კარგად გამოვიდა.

Sportall.Ge

კადრები და შესაძლო სიახლეები

ფაქტია, "ჯვარიანების" საკადრო რესურსი უკეთესის სურვილს ტოვებს; ლეგიონერთა უმეტესობა იდეალურ კონდიციებში არ იმყოფება.

მეკარის საკითხი მოგვარებულია, გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავ ფორმაშია; ცუდია, რომ დავით ხოჭოლავა მომჯობიმებას ვერ ასწრებს, მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ის უალტერნატივოა; საბა საზონოვის პროგრესი აშკარაა და მას "ჯვაროსნებში" აქამდეც მეტი დრო უნდა მიეღო; მშვენიერია ოთარ კიტეიშვილის მომჯობინება და ამხანაგურ შეხვედრებში 90 წუთით დატვირთვა; გიორგი ჩაკვეტაძის სტაბილურობა, მაგრამ გიორგი ქოჩორაშვილის ტრავმა გვანერვიულებს; კარგია ბუდუ ზივზივაძის გოლები, თუმცა ფორმაში მყოფი გიორგი მიქაუტაძე აუცილებლად გვჭირდება...

გულშემატკივრებში ახლა ორ შესაძლო სიახლეზე მსჯელობენ. პირველი კონტანტინე მარადიშვილის ამბავია, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება მიიღო. ფაქტობრივად, გამოვრიცხავთ, სანიოლმა ასეთი მნიშვნელივანი შეხვედრების წინ ნაკრების დებიუტანტისთვის სათამაშო დრო გამონახოს. ამიტომ, მოდით, ამ თემას, რომელზედაც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ახლა ნუ გავააქტიურებთ... მეორე გიორგი არაბიძეა. ლევან კობიაშვილმა თქვა, რომ ის ფედერაციის "შავ სიაში" არ იმყოფება. გასული სეზონის შედეგების მიხედვით, გიორგი სანაკრებო სიაში ყოფნას იმსახურებს, ეს უდავოა!..

Sportall.Ge

გარემო

კონსტრუქციული შენიშვნები მისაღები უნდა იყოს, სხვა მხრივ კი, 21 და 26 (იმედია!) მარტის მატჩებისთვის მაქსიმალურად ერთიანად უნდა მოვემზადოთ. გარემოს როგორც შეხვედრამდე, ასევე მის განმავლობაში, დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ფეხბურთის ფედერაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, ამ მხრივ პრობლემები არ შეიქმნას.

ბილეთების რეალიზება ის ამბავია, რომელიც ყველაფრის დასაწყისია. ვისურვებთ, ეს პროცესი გამართულად წარიმართოს და გულშემატკივართა ნერვული სისტემა არ "შეიწიროს". ამავდროულად, ფასებიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, საკუთარი მოედნის ფაქტორი სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ და ისე არ უნდა მოხდეს, ჩვენი ფეხბურთელები ამან უფრო დაძაბოს. დისკვალიფიკაციის დროს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდთან ერთად ყოფნას დიდი მნიშვნელობა ექნება...

დაბოლოს, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი უკანასკნელ ხანს შემადგენლობაში ბევრ ცვლილებას არ გვთავაზობს. სავარაუდო თერთმეტეულზე სასაუბროდ ჯერ ადრეა, ისე კი, ლუქსემბურგთან სანიოლისგან ამ ფეხბურთელებს ველით - (3-4-1-2) - მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია (C), ლოჩოშვილი - კაკაბაძე, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, აზაროვი - ჩაკვეტაძე - დავითაშვილი, ზივზივაძე.

altევრო 2024-ის წილისყრა. საქართველოს ნაკრები ტურნირზე გასვლის შემთხვევაში F ჯგუფში მოხვდება

altხვიჩას არყოფნა - რა არ "პრავდება", ჟურნალისტების როლი და რისი გამეორება აღარ უნდა დავუშვათ!..

altლევან კობიაშვილი: ეს არ უნდა მომხდარიყო - ჩასაფრებული ადამიანები ცდილობენ, ფედერაციასა და კლუბებს შორის გაუგებრობა იყოს

მკითხველის კომენტარები / 50 /
ეეჰ, ოპტიმიზმს რა ვუთხარი, თორემ სანიოლის "შერჩეული" ნაკრების იმედზე მტერი იყოს. სანიოლი კი კობიაშვილ-ხიზანიშვილის მორჩილი მსახურია. კობიაშვილ-ხიზანიშვილის ერთადერთი მიზანი ფულის შოვნაა. ამათ უკან კალაძეა და ა.შ.
გიორგი
29 იანვარი 2024 13:53
18
კობიაშვილს,კალაძეს ფული უფრო აინტერესებს ვიდრე ეროვნული ნაკრების წარმატება? ტყუილად არაა ნათქვამი "ენას ძვალი არა აქვსო".თქვენზე და თქვენისთანებზეა ზედგამოჭრილი.ტონობით ოფლი აქვთ ამ ბიჭებს,მათ მეგობრებს ეროვნული ნაკრებიდან, ეროვნულის მაისურით საფეხბურთო მინდვტებზე.როგორ ბედავთ ასეთ ადამიანთა პატრიოტიზმში ეჭვის შეტანას და საჯაროდ ასეთი სისაძაგლის მტკიცებას?!სამარცხვინოა ეს,სამარცხვინო.
ვაჰმე
29 იანვარი 2024 14:31
12
ვერც კი წარმომიდგენია, რა მოხდება საქართველოში თუ ლუქსენბურგთან ჩავფლავდით. არადა ამის შანსი არსებობს, თუ გავაანალუზებთ შესარჩევ ჯგუფში ჩვენი და ლუქსემბურგის მიერ ნაჩვებებ შედეგებს. ცოტა დააკლდათ მათ ჯგუფიდან გასვლამდე, ჩვენ კი ...ასე რომ, ფრთხილად.
ზაკოია
30 იანვარი 2024 07:10
4
ერთიანობაო წერთ, მაგრამ კაშია იყოს კაპიტანი თუ არაო ეგეთ სტაიტიებსაც ეს გვერდი აქვეყნებს.ორო თვეა დარჩენილი, იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი ბიჭები თამასს მოუმატებენ და ფორმააი იქნებიან, ხოლო მოწინააღმდეგეების ბანაკში კი პირიქით მოხდება. რაც შეეხება არაბიძეს, თუ სადმე გადავა და ექნება პრაქტიკა აუციკებლად უნდა გამოიძახონ, მაგრამ თუ არ წავიდა, ორო კვირის დაწყებულიკი საქართველოს ჩემპიონატიდან ნამდვილად არ უნდა გამოიძახონ.
QT
29 იანვარი 2024 22:20
3
რა თქმა უნდა ფეხბურთელების ზედმეტად დაძაბვა კარგი არ იქნება. გვერდით უნდა დავუდგეთ და ერთიანობა უნდა იგრძნონ. თუმცა წამითაც არ უნდა დაუშვან გონებაში რომ ვერ მოიგებენ. შემართებით უნდა გავიდნენ მოედანზე. ეს არ ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე არ დააფასონ. ყველაფერი კარგად უნდა გააანალიზოს სამწვრთნელო შტაბმა. ნამდვილად უკეთესი გუნდი გვყავს და თამამად უნდა ვეთამაშოთ საკუთარ კედლებში. დაცვაში გადახალისება აუცილებელია. საზონოვი, გველესიანი და ლოჩოშვილი ნამდვილად იმსახურებენ შანს. ორმაგად მოტივირებულებიც იქნებიან. სისწრაფე და თამაშის ხარისხიც დანარჩენებზე უკეთესი აქვთ. გელაშვილიც შეიძლება. არაბიძესაც აუცილებლად უნდა მიეცეს შანსი. მოტივირებულია, კარგ ფორმაშია, კარგი დრიბლინგი, კარგი შორეული დარტყმა, კარგი ხედვა მოედნის და რაც ყოველთვის გვაკლდა, სტანდარტულების კარგად შემსრულებელია. დღევანდელ ფეხბურთში ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სტანდარტულების კარგად შესრულებას. კანკავას თამაში ძალიან კარგი იქნებოდა და დანაშაულია რომ ეს კაცი არავინ შეაჩერა წასვლისას. მაგრამ ახლა როგორ შეთამაშდება გუნდთან ამდენი ხნის უთამაშებელი ეგეც საფიქრალია. არა და ერთი კარგი ჩამშლელი ნამდვილად გვჭირდება. ლუქსემბურგთან 4-3-3 ტაქტიკითაც თავისუფლად შეუძლია თამაში. ფეხბურთელების რესურსი აძლევს ამის საშუალებას. გაჯიუტების დრო არაა. ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს რაც ხელთ აქვს სანიოლს.
სიმართლე უნდა ითქვას
30 იანვარი 2024 07:12
2
სანიოლი ტაქტიკის შერჩევაში მხეცია, მოვა მარტის თამაშები და დააყენებს კვირკველიას კაშიას კვეკვესკირს ძირითადში. კიდე რავიცი გამოიძახებს მენთეშაშვილს და გოგიტა გოგუას.
რაბუ
29 იანვარი 2024 21:50
2
ვინ არის ნაკრებიდან კობიაშვილის ან სანიოლის ნათესავი შეგიძლიათ თქვათ? ვინ ხვდება ნეპოტიზმით ნაკრებში?
გია
30 იანვარი 2024 00:23
2
ლუქსემბურგთან 3 ცენტრალური მცველით არ უნდა ვითამაშოთ ჩემი აზრით და თუ ვითამაშებთ ერთი უეჭველი საზონოვი უნდა იყოს...
Givi
29 იანვარი 2024 15:35
5
Otelos mgheris.
lamara chkonias
30 იანვარი 2024 01:36
1
საზონოვი ვინ არის?
Lamara Chkonia
29 იანვარი 2024 16:42
19
კაშია კვერკველია არ დაგეკარგოთ არსად ვაი ვაი
lomi
29 იანვარი 2024 14:32
5
ხოჭოლავას იმედი არც მქონია!არც არასდროს მქონდა!
!!!
29 იანვარი 2024 19:37
11
ვინც ამინუსებთ, დაწერეთ მაინც, რას არ ეთანხმებით. აა, მარადიშვილის დედის გინება არ წერია და ძალიან დიპლომატიურად და სწორადაა ახსნილი? ბოდიში. მერე რას ქვია გასვლას რა აზრი აქვს, მერე ის თქვით, ჯგუფიდან მესამედან გასვლას რა აზრი აქვს, მერვედფინალში მაინც წავაგებთ. ღმერთებო
ზვიადი
29 იანვარი 2024 14:24
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული