დღეს საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა - ისევ ნორვეგიასთან თუ ხვიჩასა და ჯუდის დაპირისპირება?..

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს ახლა "ერთა ლიგაზე" მხოლოდ მისგან ბოძებული ნახევარფინალი და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა აინტერესებს, თუმცა არ გამოგვრჩეს, რომ დღეს, 8 თებერვალს, 21:00 საათზე (პირდაპირი "სილქ უნივერსალზე") პარიზში მომავალი გათამაშების წილისყრაა. მოგეხსენებათ, "ჯვაროსნები" B ლიგაში დაწინაურდა.

"ერთა ლიგა" მსოფლიო ჩემპიონატისთვის მებრძოლ საგზურს იმავე პრინციპით არ იძლევა, მაგრამ ამის შანსი 4 ნაკრებს პლეი-ოფის გზით აქვს (ვინც შესარჩევი ეტაპიდან ვერ მოხვდება) და გამორიცხული არაა, მათ შორის ჩვენი დივიზიონის წევრიც იყოს. საინტერესოა, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ერთა ლიგის" მასშტაბით 6 გოლის ავტორია.

ეს უკვე მეოთხე გათამაშებაა. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა "ერთა ლიგაზე" დაწინაურება უკვე 2 ლიგით მოახერხა და ევროპირველობის შანსიც კიდევ ერთხელ აქვს. რაც შეეხება მეორე გათამაშებას, როცა ტურნირი მუნდიალის წინ ტარდებოდა, ვლადიმირ ვაისმა ექსპერიმენტებს მიმართა, ჩრდ. მაკედონიასთან ფინალურ მატჩზე ფიქრობდა და პირველობა სომხეთის ნაკრებს "გადაულოცა". A დივიზიონში გადასვლა და გრანდებთან დაპირისპირება კარგი გამოწვევაა, მაგრამ 2028 წლის ევროპის ჩემპიონატზე ამ ტურნირიდან მოხვედრის შანსებს (წმინდა სპორტული პრინციპით) ობიექტურად უფრო შეამცირებს.

19 წლის ლევან კობიაშვილი და დევიდ ბექჰემი


Sportall.Ge

წილისყრის წინ ვილი სანიოლის გუნდის სასურველ მეტოქეებზე მსჯელობა შეგვიძლია. მაგალითად, პირველი კალათიდან ასეთი შეიძლება თუნდაც უელსის ნაკრები იყოს. ამავდროულად, ინგლისის ნაკრებთან შესაძლო დუელიც დამაინტრიგებელია. ინგლისელებთან ადრე 1998 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე გვითამაშია. მაშინ თბილისურ მარცხს (ზედიზედ მეხუთე) ალექსანდრე ჩივაძის მწვრთნელობა შეეწირა. დასამახსოვრებელი იყო თემურ ქეცბაიას თამაში; ის მალე "ნიუკასლის" წევრი გახდა. დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით წავაგეთ (კვლავ 0:2) გასვლითი მატჩი, სადაც დანაკლისი გვქონდა. კვარაცხელიასა და ბელინგემის დუელიც საინტერესო იქნება. მეორე კალათიდან ნორვეგიასთან ისევ დაპირისპირების შანსიც არსებობს. აქაა უკრაინის ნაკრები. იქნებ მესამე კალათიდან ირლანდიის ნაკრები გვერგოს და მათთან გამარჯვების გემო "გავსინჯოთ".

I კალათა: ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი;

II კალათა: ფინეთი, უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია;

III კალათა: სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო;

IV კალათა: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი.


ჯგუფური ეტაპი 2024 წლის 5 სექტემბრიდან 19 ნოემბრამდე ჩატარდება, 2025 წლის მარტიდან კი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი აიღებს სტარტს.

altსაქართველოს ნაკრები - რა გვანერვიულებს, რა გვიხარია და რა გვჭირდება წარმატებისთვის...

altკვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს გამოტოვებს - შიში და ორაზროვნება...

მკითხველის კომენტარები / 56 /
ვისურვებდი ინგლისს ჯგუფში, რადგან ინგლისი ყოველთვის გადის შესარჩევი ჯგუფიდან და მათან გამოცდილების მიღება მშვენიერი იქნება. ასვე უკრაინაც მგონია რომ გავა შესარჩევი ჯგუფიდან რადგან საკმაოდ კარგი ნაკრები ყავთ. მე-3 კალათოდან ირლანიდიის გარდა სულ ერთია რომელი იქნება. ასეთი ჯგუფიდან გავალთ ისევ პლეი ოფში.
G.LA
08 თებერვალი 2024 09:31
1
უელსი.უკრაინა.ალბანეთი.საქართველო. იდეალური იქნება.
გიორგი IV
08 თებერვალი 2024 16:26
4
What do they want? Why do they do that?
Cisana Chkadua
06 თებერვალი 2024 15:26
12
ქალბატონო ცისანა, უკაცრავად და დიდი ხანია ინგლისური ისწავლეთ?
ინტრიგანი
08 თებერვალი 2024 12:38
0
რომელ ნაკრების? სად გვყავს ნაკრები? დავიჯერო საქართველოში 11 ფეხბურთელს მონახავთ? არა ხომ? 11 არ მინდა 7 მონახეთ! არც შვიდი გვყავს? ხუთი მაინც რომ იყოს? ხუთ მართლა ფეხბურთელს დამისახელებთ?
აბა რის ნაკრებზეა საუბარი, არ გცხვენიათ მაინც? მასე თქვენი წესის ანგარიშით 3 მილიონი ექსპერი და ორჯერ მეტი პოლიტიკოსი გვყავს, მარააა...
ხუთ ფეხბურთელს ნაღდად ვერ დაასახელებთ, ვისაც არ გჯერავს გავმაზოთ!
კ ო მ ბ ლ ე
08 თებერვალი 2024 15:53
5
დაველოდოთ უეფას პასუხს გიოს შეთავაზებაზე და მერე სხვა გეგმა ავირჩიოთ.
goga
06 თებერვალი 2024 21:07
1
ინგლისი ჯგუფში იმას ნიშნავს, რომ ა ლიგაში ვერ გადავალთ. ისე, როცა შესარჩევიდან მსოფლიოზს პირდაპირ ერთი გადის, არავინ იცის, იქ ინგლისი მოხვდება თუ არა
G.la-ს
08 თებერვალი 2024 09:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული