სანიოლი ვიზიტებს განაგრძობს - ამჯერად ჩაკვეტაძეს შეხვდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი  ალექსანდრე იაშვილთან ერთად ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან და კანდიდატებთან ვიზიტს განაგრძობს.

თურქეთისა და სლოვაკეთის შემდეგ ის ამჯერად ინგლისის ქალაქ უოტფორდს ეწვია, სადაც გიორგი ჩაკვეტაძის თამაშს დაესწრო.

აღნიშნულ დაპირისპირებაში ქართველის გუნდი საკუთარ მოედანზე "ლესტერს" შეხვდა და 1:2 დამარცხდა, ჩვენებურმა კი პენალტი აიკიდა.

მოგეხსენებათ, "უოტფორდმა" ჩაკვეტაძე "გენტიდან" გამოისყიდა.

შენიშვნა: ფოტო GEO TEAM
მკითხველის კომენტარები / 21 /
ბარემ კვარასაც დააკვირდით , კარგი ქვეყანაა იტალია :)
ნიკა
10:37 12-02-2024
3
ეხლა საქართველის ნაკრების მწვრთნელი უპორველეს ყოვლისა იმ კლუბების თამაშების სანახავად უნდა დადიოდეს სადაც გიბრალტარის წამყვანი მოთამაშეები თამაშობენ. მეგონი ზედმეტი ახსნა არაა საჭირო თუ რატომ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ გიბრალტარის სამწვრთნელი შტაბი ამითაა დაკავებული ახლა. ჩვენი ფეხბურთელების, მათი უნარების, მათი ამჟამინდელი ფორმის შესწავლით.
არტ
02:44 12-02-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული