მთავარი შედეგია და არა ლამაზად მარცხი, არაბიძეს ინტენსივობა აკლია... - გახსნის თუ არა მატჩს თოფურია? - პრესკონფერენცია

AutoSharing Option
მარტის უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

სანიოლი: - კარგა ხანია ვფიქრობდი, რომ კანკავა ნაკრებში დამებრუნებინა. წასვლის შესახებ მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცით, მაგრამ მოწვევის დიდი სურვილი მქონდა. ამის შესახებ იაშვილსა და სხვებს ვუთხარი, შემდეგ ჯაბას ვესაუბრეთ და მან თქვა, მზად იყო, გუნდს თუნდაც რამდენიმე წუთით დახმარებოდა.

ლუქსემბურგთან ისტორიული მატჩია და ჩვენ კვარაცხელიასთან ერთად თუ მის გარეშე მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ!..

აზაროვთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. ნაკრებში მისი ბოლო თამაშებით უკმაყოფილო
ვიყავი. ის, პირველ რიგში, მცველია და შესაბამისი დავალებები უნდა შეასრულოს. შეცდომების გამოსწორების შანსი აღარ გვექნება. ახლა შენგელია და წიტაიშვილი უკეთ გამოიყურებიან.

ლობჟანიძემ აშშ-ში თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა. მას კვირას რთული მატჩი ელის და ადრეც დავინახეთ, ძალების აღდგენა უჭირს და კუნთი მალევე დაეჭიმა. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ორ შეხვედრას ეხება.

ჩვენ რამდენიმე ტაქტიკური სქემა გამოვცადეთ. ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც ახლა გამოვიძახე, აქ ყოფნას იმსახურებდა და მზადაა.

ლუქსემბურგთან მთავარი შედეგი იქნება. მინიმალური ანგარიშით გამარჯვება აჯობებს ლამაზად მარცხს.

ფიზიკური მომზადება მნიშვნელოვანია, ასევე არსებობს სხვა ფაქტორები, მაგალითად, შეთამაშება. ამიტომაცაა გამოძახებულებზე განსხვავებული შეხედულებები. 

რაც შეეხება არაბიძეს, ის გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა. მას ვაკვირდებოდი როგორც სტადიონზე, ასევე ვიდეოჩანაწერებზე და მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვარ. მე საუკეთესო მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ასეთი ხომ კლოპია, რომელმაც თქვა, რომ მესის გარდა, არავის აქვს ფუფუნება, მაღალი ინტენსივობის გარეშე ითამაშოს...

თამაშის დროს გადამწყვეტი მენტალობა და პროფესიული მიდგომა იქნება!..

იაშვილი: - კანკავა მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს შენი ქვეყნის ნაკრების მაისურით თამაში. გვიხარია, რომ ჩვენთან ერთადაა და ნაკრებს დაეხმარება. მთავარი ახლა ერთიანობაა!..

ნაკრებში საუკეთესო პირობები უნდა იყოს და ეს ასეცაა. ახლა ჩავთვალეთ, მნიშვნელოვანია, ცალკე მოვემზადოთ, მშვიდად და ქალაქს მოვწყდეთ. ამიტომ, ნაკრები საგურამოში, სუფთა ჰაერზე იქნება და სრული კონცენტრაცია თამაშზე ექნება. ეს გამოცდილება 21-წლამდელებიდან გვაქვს.

ილია თოფურიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უეფასთან მიმდინარეობს და გახსნის თუ არა მატჩს, ამ ეტაპზე არ ვიცით...

altცოტა დრო ლუქსემბურგამდე - კარგ ფორმაში მყოფი ხვიჩა, რომელიც დაგვაკლდება, ნოსტალგია ვეტერანებთან და ოპტიმიზმი



მკითხველის კომენტარები / 138 /
ამას მწვრთნელი როგორ უნდა დაუძახო, არაბიძეს უწუნებს ინტენსივობას და ყველაზე არა ინტენსიური კვირკველიას და კაშიას მუდმივ ათამაშებს გულშემატკივრების პროტესტის მიუხედავად.
ამას როგორ უნდა დაუძახო მწვრთნელი, როცა არაბიძის ეფექტურობას (ჯარიმები, გოლები და საგოლე გადაცემები) ვერ ხედავს და გულშემატკივრის პროტესტს არ ითვალისწინებს.
ლუქსემბურგთან ჩვენ ბიჭებს წარმატებას ვუსურვებ! ჩვენ ნაკრებში შეიკრიბნენ მართლა ძლიერი მოთამაშეები და ნაკრები იმსახურებს უფრო ძლერ მწვრთნელს!
ეს პლეერი მოაშორეთ!
15 მარტი 2024 11:03
2
კალააა იაშკა კვანტს გიდებს ვგონებ. გაიგე? საგურამოში იქნება ნაკრები სუფთა ჰაერზეო და სიწყნარეშიო გესმის? ანუ თბილისის ჰაერს დედა არ ყავსო და საგიჟეთიაო - ხოდა საგურამოში მაინც ნუ ააშენებთ კორპუსებს დალშე თორე 2030 - ის მუნდიალისთვის ნაკრებს შატილში მოუწევს ასვლა - ნუ იქამდეც თუ არ ჩააღწია "ელიტარულმა საცხოვრებელმა კომპლექსებმა" "ეკოლოგიურად სუფთა" და "მგუდრო გარემოთი".სხვა რა? კანკავა გამიხარდა, აზაროვი მეწყინა, არაბიძე არც -იქეთ არც აქეთ და კიდე რა? ბილეთები ისევ ვერ ვიყიდე, გადამყიდველები ისევ არ დააგდებენ ფასებს ბოლო წუთამდე, 15000 კაცი ისევ არ მოვა, ვინც მოვა იმათი 60 % ისევ ყელაფერს იზავს ვიდრე ფეხბჰრთის ყურება, კაშია და კვირკველია კვეკვესკირი ისევ მანდ არიან. მომლედ გელოდებით მომავალ ციკლზე რომელიც ისევ მომდევნო ციკლის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ. გკოცნით:)
იბერია
15 მარტი 2024 02:54
2
ისაა ერთი გამახსენეთ ეს რომელი აზაროვია - სხვებისაგან განსხვავებით გადაღლილი რომ არ იყო და ლამის ტრაპიდან რომ შეუერთდა 21 წლამდელებს და თავის ასაკის ბელგიელებთან და ჰოლანდიელებთან შედარებით 10 წლით უფროსივით რომ გამოიყურებოდა? ეს ის არის ჩემპიონთა ლიგა რომ ითამაშა ბარსასთან და პორტუსთან, და თამაშებს შორის ნაკრების შეხვედრებზე რო ჩამოდიოდა მაინც? - ხო რავი დიდი არაფერი ერთი შეხედვით მაგრამ ქართველი ფეხბურთელების ისტორიებს თუ გავიხსენებთ ეს დიდი დასაფასებელი რამაა. ეგგააა? ეგ აზაროვია? ხოოო მაშინ გასაგებია. საღოლ. კვეკვესკირი, კაშია და კვირკველია არ დაგეკარგოდ არსად
დინამიტი
15 მარტი 2024 02:42
2
ლუქსემბურგს თუ ვერ გავცდით, სანიოლი კი არა, ფედერაცია უნდა წავიდეს.
თან უ ლ ა პ ა რ ა კ ო დ . თუ არადა მე წავალ :D
ლადო
15 მარტი 2024 00:20
1
ჩივაძე იყო მწვრთნელი ლანღავდით ყიფიანს, ჟურესს, ტოპ მიოლერს, კუპერს, ქეცბაიას, ვაისს და ეხლა სანიოლს მიადექით, თქვენი მოსაწონი ვინ არის თქვე უმადურებო მითხარით ერთი რა. ეს საქართველოს ნაკრები საუკეთესო ნაკრებია ჩვენი ისტორიის მანძილზე. რამ გაგაბოროტათ ასე არ გცხვენიათ?
ბოტი :D
14 მარტი 2024 21:51
18
რომ იძახი, არაფერში აწყობთ წაგებაო, რატომ არ უშვებ, რომ ფულის ამბავია მანდ? მოსყიდვა ფეხბურთში ყოველთვის მოდიოდა, ოღონდ ვიღაცისა შეიძლებიდა (მეორეხარისხოვანი და მესამეხარისხოვანი ფუნქციონერების და ფედერაციების) და ვიღაცისა კიდევ არა. მაშინ ამიხსენი იქნებ ამდენი რამ მაკედონიასთან და იმის მერეც რაც მოხდა სულ შემთხვევითობა გგონია? მართლა? მართლა გჯერა, რომ სანიოლიზე უკეთესი ვერვინ ვერ იპოვეს? რამდენიც გინდა იმდენია უმუშევარი საშუალო დონის მწვრთნელი. სანიოლმა ფეხბურთში ყველაფერი იცისო, ეგ რას გავს იცი? პიანისტზე რომ თქვა ოპერაში რატომ ვერ იმღერებს, მუსიკოსი ხომ არისო. ფეხბურთელი სხვაა და მწვრთნელი სხვა. ამდენი თამაშის მერეც თუ ვერ დაინახე რომ ეგ კაცი მწვრთნელის ხელობას ახლა სწავლობს და საქართველოს ნაკრებს სავარჯიშო არენად იყენებს, რაღა გითხრა აბა... მოკლედ ორი ვარიანტია - ან რაღაც სიბინძურესთან გვაქვს საქმე და უნდა წავიდეს ეს ფედერაცია, ან აბსოლუტურად უუნარო, უმეცარი და არაფრის მაქნისები არიან და მაშინაც უნდა წავიდნენ და თავი დაგვანებონ!
ბოტი- D-ს
15 მარტი 2024 15:22
3
ლადო-ს შენ გენაცვალოს ჩემი თავი ძმა ვაცადოთ ამ კაცს და თუ ვერ გავა მერე ვაკრიტიკოთ და ვლანძღოთ, დავაცადოთ ეს ორი თამაში, ესეიგი ჩემი აზრი თუ დავწერე ფედერაციუს ბოტი ვარ? სანიოლს თქვენი არ ვიცი და მე როგორ უნდა ვასწავლო ფეხბურთი და მწვრთნელობა კაცს თუ რაიმე არსებობს ყველაფერი აქვს ნანახი ფეხბურთში. ჯერ სანიილი ფედერაციუს ჭკუაზე დადისო რომ წერენ ესეიგი თავის ავტორიტეტი ფეხებზე კიდია? ვიღაც(მისთვის) იაშკა და ხიზანა მიდიან და ავალებენ ესა და ეს დააყენე სასტავშიო? რაღაც არამგონია ეს რო ეგრე იყოს. მე ამ ფედერაციუს არც დამცველი ვარ და არის რაღაცეები რაც არ მომწონს მაგრამ ფედერაციას შემდეგ ეტაპზე გასვლა არ უნდა და წაგება უნდაო რო წერთ არ ეს მგონია ეგრე იყოს, რატო უნდა უნდოდეს სანიოლს ან ფედერაციას წაგება ეს ვერ გავიგე
ბოტი :D
15 მარტი 2024 13:24
2
ყველა გამოხმაურება
სანიოლი ფეხბურთის აზრზე არ არის! არაბიძე უნდა გამოიძახოს! თუ წავაგეთ ფედერაცია უნდა გადადგეს! :D:D:D სამი დღე არის ამას ვისმენ და რას ვფიქრობ იცით? ვაი ჩვენს პატრონს რა გვეშველება ამ ხალხის ხელში ჩვენ? სანიოლი თუ აზრზე არ არის თქვენ ხო ხართ აზრზე? კაცს სულ რო არაფერი ამდენი რამე აქვს ნანახი. არაბიძე რატომ უნდა გამოიძახოს ესეც ამიხსენით რაიქნება გთხოვთ, ტორპედოში რო თამაშობს მაგიტო? და მესამე გუნდმა თუ წააგო ფედერაცია რატო უნდა გადადგეს რა შუაშია? ესეც დაწერეთ რაიქნება პროფესორებო! პს.ხო კიდევ არაბიძის დონის საქართველოს ჩემპიონატში მინიმუმ 10 ფეხბურთელი არის თუ დაგაინტერესებთ ჩამოგითვლით.
ტოტო
14 მარტი 2024 21:43
14
ჯერ მხოლოდ სათაური წავიკითხე და ეგრევე ბავშვობაში ნასწავლი ფრაზა გამახსენდა: "Раждённый ползость - летать не сможет!"
ეგრეა, რააა: რა პოლიტიკასაც რუსეთის მიმართ ეს მთავრობა ატარებს - დათვს ბაბაია რომ უნდა დაუძახო და იარაღის ჟღარუნისას სოროში რომ უნდა ძვრებოდე და იმალებოდე - იმათი მოგებული არც ომი გაიშვა, არც იმ მთავრობის მოყვანილი მწვრთნელის - თამაში!
ბესო შიოშვილი
14 მარტი 2024 21:25
8
Სანიოლი არაფერს წყვიტავს სასტავს კალაძე კობი ნემსო იაშკა და შეწერილი ყაველა აყენებს ასე რომ მგონია ეგ სამეული პოლიტიკური შეხედულობების მსხვერპლები არიან
Ოლეგ
14 მარტი 2024 19:01
9
სავიოლინო დაახვიე არა ხარ შენ ლუქსემბურგის მომგები. პირიქით ლუქსემბურგს გულშემატკივრობ
Gio
14 მარტი 2024 18:20
6
ამ სანიოლმა სულ შაუბერა.
ჯუჯი
14 მარტი 2024 17:18
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული