მთავარი შედეგია და არა ლამაზად მარცხი, არაბიძეს ინტენსივობა აკლია... - გახსნის თუ არა მატჩს თოფურია? - პრესკონფერენცია

AutoSharing Option
მარტის უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

სანიოლი: - კარგა ხანია ვფიქრობდი, რომ კანკავა ნაკრებში დამებრუნებინა. წასვლის შესახებ მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცით, მაგრამ მოწვევის დიდი სურვილი მქონდა. ამის შესახებ იაშვილსა და სხვებს ვუთხარი, შემდეგ ჯაბას ვესაუბრეთ და მან თქვა, მზად იყო, გუნდს თუნდაც რამდენიმე წუთით დახმარებოდა.

ლუქსემბურგთან ისტორიული მატჩია და ჩვენ კვარაცხელიასთან ერთად თუ მის გარეშე მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ!..

აზაროვთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. ნაკრებში მისი ბოლო თამაშებით უკმაყოფილო
ვიყავი. ის, პირველ რიგში, მცველია და შესაბამისი დავალებები უნდა შეასრულოს. შეცდომების გამოსწორების შანსი აღარ გვექნება. ახლა შენგელია და წიტაიშვილი უკეთ გამოიყურებიან.

ლობჟანიძემ აშშ-ში თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა. მას კვირას რთული მატჩი ელის და ადრეც დავინახეთ, ძალების აღდგენა უჭირს და კუნთი მალევე დაეჭიმა. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ორ შეხვედრას ეხება.

ჩვენ რამდენიმე ტაქტიკური სქემა გამოვცადეთ. ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც ახლა გამოვიძახე, აქ ყოფნას იმსახურებდა და მზადაა.

ლუქსემბურგთან მთავარი შედეგი იქნება. მინიმალური ანგარიშით გამარჯვება აჯობებს ლამაზად მარცხს.

ფიზიკური მომზადება მნიშვნელოვანია, ასევე არსებობს სხვა ფაქტორები, მაგალითად, შეთამაშება. ამიტომაცაა გამოძახებულებზე განსხვავებული შეხედულებები. 

რაც შეეხება არაბიძეს, ის გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა. მას ვაკვირდებოდი როგორც სტადიონზე, ასევე ვიდეოჩანაწერებზე და მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვარ. მე საუკეთესო მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ასეთი ხომ კლოპია, რომელმაც თქვა, რომ მესის გარდა, არავის აქვს ფუფუნება, მაღალი ინტენსივობის გარეშე ითამაშოს...

თამაშის დროს გადამწყვეტი მენტალობა და პროფესიული მიდგომა იქნება!..

იაშვილი: - კანკავა მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს შენი ქვეყნის ნაკრების მაისურით თამაში. გვიხარია, რომ ჩვენთან ერთადაა და ნაკრებს დაეხმარება. მთავარი ახლა ერთიანობაა!..

ნაკრებში საუკეთესო პირობები უნდა იყოს და ეს ასეცაა. ახლა ჩავთვალეთ, მნიშვნელოვანია, ცალკე მოვემზადოთ, მშვიდად და ქალაქს მოვწყდეთ. ამიტომ, ნაკრები საგურამოში, სუფთა ჰაერზე იქნება და სრული კონცენტრაცია თამაშზე ექნება. ეს გამოცდილება 21-წლამდელებიდან გვაქვს.

ილია თოფურიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უეფასთან მიმდინარეობს და გახსნის თუ არა მატჩს, ამ ეტაპზე არ ვიცით...

altცოტა დრო ლუქსემბურგამდე - კარგ ფორმაში მყოფი ხვიჩა, რომელიც დაგვაკლდება, ნოსტალგია ვეტერანებთან და ოპტიმიზმი



მკითხველის კომენტარები / 138 /
მართლა ხვიჩას გარდა ერთადერთი კრეატიული ფეხბურთელი აზაროვია და მაგის დატოვება რანაირად შეიძლებოდა? კი დაცვით ფუნქციებში ძალიან სუსტია, მაგრამ სულ შახტარის ძირითადშიც რო არ იყოს კლიმენტიჩს და შენგელიას მაინც აჯობებს. არაბიძეს რაც შეეხება მართალია ვილი, მაგის მატაობა და ბურთის ღორობის დრო არ არის. მაქსიმუმ ბოლო 5 წუთი შეიძლება ათამაშო თუ ვაგებთ და რაღაცა გავარდნა გვჭირდება
nedved
13 მარტი 2024 19:24
5
სულ მაქვს მოლოდინი,რომ რომელიმე ფეხბურთელი გაარღვევს მოჯადოებულ წრეს და სიმართლის მხარეს დადგება,თუმცა სულ გაწბილებული ვრჩები. მერე მახსენდება იტალია და დე როსი,ცვილელებაზე შეყავდა ვენტურას და ბოთლი ესროლა,ვაგებთ და ინსინე უნდა შეუშვაო. რამდენად გაუმართლად იტალიელებს რო დე როსის მსგავსი ფეხბურთელები ყავდათ,სიმართლის თქმის რო არ ეშინიათ და თავისი ქვეყნისთვის ყველაფერს აკეთებენ. ხო მართლა,იმ ამბების მერე ვენტურა გაუშვეს და მანჩინი მივიდა,არც დეროსი იყო ნაკრებში,თუმცა იტალიამ ევრო მოიგო. დე როსი ეხლა რომაშია და სასწაულ თამაშს ათამაშებს,ფანებსაც უყვარს და ყველა პატივს სცემს. მოსელფავეების გასაგონად,დე როსი ჩამშლელი ნახევარცველი იყო და იტალიას იმ თამაშის მოგება უნდოდა,ინსინე კი მარცხენა გარემარბი ანუ თქვენებურად ვინგერი იყო. სანიოლის განაცხადს ვუყურებ,რად გვინდა ამდენი დაცვითი ტიპის მოთამაშე ერთა ლიგაზე,ლუქსემბურგს დაცვით ვეთამაშებით და ესპანეთს შეტევით? სად არის ლოგიკა? ესპანეთთან 4-3-3 და ლუქსემბურგთან 5-3-2? ვინც არ იცით,4-3-3 ფორმაცია არის ყველაზე ინტენსიური,ყველაზე მეტ ოფციას გაძლევს,თუმცა თუ კარგად ვერ გააკეთებ,ბევრ საფრთხეს გიქმნის,რაც ესპანეთთან ვნახეთ. და მაინც,ერთი დაცვითი ტიპის მოთამაშე გამოსულიყო და ეთქვა,მე კი არა,არაბიძე უნდა გამოგეძახებინაო და ბოთლი ესროლე,თუმცა მაგის თავი სად აქვთ. სოც ქსელებში პოსტებით ევროპელები არიან,თუმცა მონური მენტალიტეტი აქვთ და კომინიზმია მათ თავებში.
იასონას უდარი
13 მარტი 2024 19:06
6
გაბრიელ სიგუა ნაკრებში!!!
!
13 მარტი 2024 18:13
8
გულშემატკივარიც წასაგებად გაამზადეს, რაღა დარჩა? ქვილითაიაც მოაცილონ ნაკრებს და მორჩა, დუშეთის ბარახოლკაც მოგვიგებს
წაგებაზე უფრო დიდი კუში აქვს და მოგებას რავა უწერთ ჩვენებს, მთლა გაგიჟდით?
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
13 მარტი 2024 17:54
16
ვინც ჩვენების წაგებაზე დადებს იმას მოგება არასოდეს ეგირსება და არც არის მოგების გირსი ყველაფერი ფულში არ უნდა გაცვალოს კაცმა სამარცხვინოები ხართ ვინც მაგას აკეტებს
gio9
13 მარტი 2024 19:34
1
ვინმეს გეკითხათ; შენ ვისზე მაზავ წაგება, თუ ნიჩია?
რავა ყველა შიფერდაცურებული შემოეხვიეთ გარშემო, ვერ გავიგე, ბოლო ბოლო ვაგებთ, თუ ჯერ არ ვიცით?
კ ო მ ბ ლ ე
13 მარტი 2024 17:50
7
სანიოლი ფრანგი იაშვილია? ფეხბურთის ეს ორი ტიტანი ერთ ნაკრებში ნამეტანია…
ჩელენჯერი
13 მარტი 2024 17:45
5
Arabidze 20wuts ver itamashebda? Burtis damcheri bevri gvyavs?jarimis damrtymeli bevri gvyavs? Ra daashava am bijma egeti ro ver patio bt?Ikvaraxelias gafrtxilebebze uniatoba xo apatiet I'm upasuxismgeblo tips.
Gia
13 მარტი 2024 17:21
9
ესენი მიზეზს მოიფიქრებენ, რომ ხალხი სტადიონზე არ შეუშვან.
ქ. გ.
13 მარტი 2024 17:09
13
პრაფესორი ხარ ნამდვილი. ბევრი მსგავსი აზრი გიღიტინებს?
ქ.გ.-ს
14 მარტი 2024 01:02
1
ნუ ღელავთ, შემადგენლობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს - გასული ვართ უკვე ევროპაზე. ორი პენალტი ჯიბეში გვიდევს წინასწარ - თუ რამე ქაჯობას არ ექნა ადგილი 'წყნარად' ამოვყოფთ თავს იქ, სადაც ჩვენი ადგილი არაა..
მოკლედ, მორიგი პიარ-შოუ დაიდგმება, ევროპასთან 'ჩასახუტებლად' და რუსეთთან ომისთვის 'გასამხნევებლად'
vava
13 მარტი 2024 16:43
36
მართლა ვავა vava
ჯეჯე
14 მარტი 2024 01:04
0
ლობჟანიძეზე კი ერთს ვიტყვი მხოლოდ... თმა რომ ქერად შეიღება, სწორედ მაშინ გამოჩნდა რომ რაღაც ვერ იყო თავის ჩვეულ დონეზე და უჭირდა რაღაც... ასეთი რაღაცეები სპორტშიც გადადის, თუ გადადის.
ავაზა
13 მარტი 2024 16:02
27
მესის ქონდა შეღებილი და არაფერი არსად არ გადასვლია))))
ჰაჰაჰა
13 მარტი 2024 16:44
11
მესის ქონდა შეღებილი და არაფერი არსად არ გადასვლია))))
ჰაჰაჰა
13 მარტი 2024 16:44
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული