მთავარი შედეგია და არა ლამაზად მარცხი, არაბიძეს ინტენსივობა აკლია... - გახსნის თუ არა მატჩს თოფურია? - პრესკონფერენცია

AutoSharing Option
მარტის უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

სანიოლი: - კარგა ხანია ვფიქრობდი, რომ კანკავა ნაკრებში დამებრუნებინა. წასვლის შესახებ მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცით, მაგრამ მოწვევის დიდი სურვილი მქონდა. ამის შესახებ იაშვილსა და სხვებს ვუთხარი, შემდეგ ჯაბას ვესაუბრეთ და მან თქვა, მზად იყო, გუნდს თუნდაც რამდენიმე წუთით დახმარებოდა.

ლუქსემბურგთან ისტორიული მატჩია და ჩვენ კვარაცხელიასთან ერთად თუ მის გარეშე მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ!..

აზაროვთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. ნაკრებში მისი ბოლო თამაშებით უკმაყოფილო
ვიყავი. ის, პირველ რიგში, მცველია და შესაბამისი დავალებები უნდა შეასრულოს. შეცდომების გამოსწორების შანსი აღარ გვექნება. ახლა შენგელია და წიტაიშვილი უკეთ გამოიყურებიან.

ლობჟანიძემ აშშ-ში თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა. მას კვირას რთული მატჩი ელის და ადრეც დავინახეთ, ძალების აღდგენა უჭირს და კუნთი მალევე დაეჭიმა. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ორ შეხვედრას ეხება.

ჩვენ რამდენიმე ტაქტიკური სქემა გამოვცადეთ. ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც ახლა გამოვიძახე, აქ ყოფნას იმსახურებდა და მზადაა.

ლუქსემბურგთან მთავარი შედეგი იქნება. მინიმალური ანგარიშით გამარჯვება აჯობებს ლამაზად მარცხს.

ფიზიკური მომზადება მნიშვნელოვანია, ასევე არსებობს სხვა ფაქტორები, მაგალითად, შეთამაშება. ამიტომაცაა გამოძახებულებზე განსხვავებული შეხედულებები. 

რაც შეეხება არაბიძეს, ის გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა. მას ვაკვირდებოდი როგორც სტადიონზე, ასევე ვიდეოჩანაწერებზე და მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვარ. მე საუკეთესო მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ასეთი ხომ კლოპია, რომელმაც თქვა, რომ მესის გარდა, არავის აქვს ფუფუნება, მაღალი ინტენსივობის გარეშე ითამაშოს...

თამაშის დროს გადამწყვეტი მენტალობა და პროფესიული მიდგომა იქნება!..

იაშვილი: - კანკავა მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს შენი ქვეყნის ნაკრების მაისურით თამაში. გვიხარია, რომ ჩვენთან ერთადაა და ნაკრებს დაეხმარება. მთავარი ახლა ერთიანობაა!..

ნაკრებში საუკეთესო პირობები უნდა იყოს და ეს ასეცაა. ახლა ჩავთვალეთ, მნიშვნელოვანია, ცალკე მოვემზადოთ, მშვიდად და ქალაქს მოვწყდეთ. ამიტომ, ნაკრები საგურამოში, სუფთა ჰაერზე იქნება და სრული კონცენტრაცია თამაშზე ექნება. ეს გამოცდილება 21-წლამდელებიდან გვაქვს.

ილია თოფურიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უეფასთან მიმდინარეობს და გახსნის თუ არა მატჩს, ამ ეტაპზე არ ვიცით...

altცოტა დრო ლუქსემბურგამდე - კარგ ფორმაში მყოფი ხვიჩა, რომელიც დაგვაკლდება, ნოსტალგია ვეტერანებთან და ოპტიმიზმი



მკითხველის კომენტარები / 138 /
მაგ ლოგიკით არც გოჩოლეიშვილი არ უნდა გამოგეძახებინა,საშინელი თამაშები ჩაატარა ბოლოს ნაკრებშიც და კლუბშიც,გიორბელიძე უნდა გამოგეძახებინათ!!
!!
13 მარტი 2024 13:45
2
ვოივიდინაში,თან სათამაშო პრაქტიკა აქვს,ფიზიკურადაც უფრო ძლიერია აზაროვზეც და გოჩოლეიშვილზეც!!!
ზაალი-ს
13 მარტი 2024 15:05
1
გიორბელიძე სად თამაშობს?
ზაალი
13 მარტი 2024 14:17
1
მემგონი არასერიოზულია იმაზე საუბარი რომ გასული წლის ოქტომბერში ვიღაცამ (აზარვი) ვერ ითამაშა კარგად და არ გამოიძახა, მის ადგილზე ნახევარმცველები უნდა ათამაშოს და ასე ვთქვათ რისკავს ასეთ მნიშვნელოვან თამაშებზე...
Givi
13 მარტი 2024 13:44
2
მამუჩაშვილზე, კვეკვესკირზე, მექვაბიშვილზე და ქვილითაიაზე უკეთესები, თუ ვერ ნახე სანიოლ, მაშინ რა ჯანდაბა გვინდა საერთოდ ევროპაზე!? აღარაფერს ვამბობ კვირკველია-კაშიას დუეტზე!
მწვრთნელი
13 მარტი 2024 13:32
12
ვინ უკეთესი? თქვით, არის ვინმე და არ იძახებს?
ვაჟა
13 მარტი 2024 13:43
4
ვილი ცუდად დაასრულებ შე ლუზერო, გუნდს კრეატიული შემქმნელი ფეხბურთელი არ ყავს და დარწმუნებული ვარ კაშია-კვირკველიას "გადამკიდე" ლუქსემბურგი აქ პირველს გაგვიტანს და მე რამეში დარწმუნებული როვ ვარ გამორიცხულია ეს ისე არ ახდეს და იქ ინატრებთ არაბიძეს და გოდება გვიანი იქნება. ყველა პასუხს აგებთ არამზადებო. თვილისის ნაკრებია თუ დაქართვრლოს ეს არის ზუსტად შოვინიზმი მეტი კი არაფერი.
M-33
13 მარტი 2024 13:30
17
თუ ქართველი ხართ ცოტა მაინც დაფიქრდით რას წერთ.
გიზოგ
13 მარტი 2024 15:43
2
ვილი ნაკრები ფინალში თუ ვერ გავიდა, გასაქცევი ეძებე!!! :@
გიორგი
13 მარტი 2024 13:30
2
ირლანდიაში მიდისო! ასე თქვეს!
მწვრთნელი
13 მარტი 2024 13:37
1
არაბიძემ ბოლო 2 თამაშში ძალიან ცუდად იასპარეზა. განსაკუთრებით საბურთალოსთან სადაც ვილი ესწრებოდა. ტიპი არ დარბოდა და მართალია რასაც ამბობს სანიოლი ამჯერად.... აზაროვზე რავიცი, რა დაცვა შეტევა გვინდა პირველ რიგში როცა კვარა არაა, ლობჟანიძესაც კიდე რა თამაში აქვს ასეთი როცა ევროპაზე გასვლის ბედი წყდება. ჩაკვე ტრამვირებულია და კვარა დისკვალიფიცირებული. რავი შემტევები ფაქტიურად არ გვყავს და როგორ გვინდა მოგება ?
Lm
13 მარტი 2024 13:22
5
პესიმიტებმა, კომენტარებისგან იქნებ თავი შეიკავონ თამაშამდე.
გიზოგ
13 მარტი 2024 15:40
2
ჩაკვე ითამაშებს მეგობარო. რაის ტრავმა? ეხა 3 დღეში ვარჯის განაახლებს და იქნება ჩოულებრივად.
ირაკლი 17
13 მარტი 2024 14:16
3
მაღალი ინტესივობით რომელი ქართველი თამაშობს შემახსენეთ ერთი ?!, ხვიჩასაც კი მოსამატებელი აქვს მაგ კუთხით, სხვანაირად გრანდის ძირითადში ვერ მოხვდება. კი მეც ვუყურე არაბიძის რამდენიმე თამაშს და იგივე შეხედულება დამრჩა, ფიზიკაში არაუშავდა ჯაბას, მაგრამ მაპატიოს და ჩამშლელის გარდა სხვა უნარებში რბილად რომ ვთქვათ მაგრად მოიკოჭლებდა....
გუსანი
13 მარტი 2024 13:21
1
იაშვილის პირად ინტერესებს ეწირება არაბიძე
!!
13 მარტი 2024 13:16
14
რა მაინტერესებს ნაკრების ფეხბურთელებს ხელფასი აქვთ ?
ფეხბურთი
13 მარტი 2024 13:10
12
არა, ნაკრებში თამაშისთვის ფეხბურთელებს ხელფასს არ უხდიან.
ირაკლი 17
13 მარტი 2024 14:17
1
შენ მაგას ვერ მიხვდები
კოლა
13 მარტი 2024 13:47
1
ყველა გამოხმაურება
საინტერესოოა,მაღალ ინტესივნობით რომელი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს?არაბიძეს რომ ინტესივნობას უწუნებს.ესეთი არაობიქტრუობა დაგვღუპავს.
სერგო
13 მარტი 2024 13:09
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული