სანიოლი: - კარგა ხანია ვფიქრობდი, რომ კანკავა ნაკრებში დამებრუნებინა. წასვლის შესახებ მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცით, მაგრამ მოწვევის დიდი სურვილი მქონდა. ამის შესახებ იაშვილსა და სხვებს ვუთხარი, შემდეგ ჯაბას ვესაუბრეთ და მან თქვა, მზად იყო, გუნდს თუნდაც რამდენიმე წუთით დახმარებოდა.
ლუქსემბურგთან ისტორიული მატჩია და ჩვენ კვარაცხელიასთან ერთად თუ მის გარეშე მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ!..
აზაროვთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. ნაკრებში მისი ბოლო თამაშებით უკმაყოფილო
ლობჟანიძემ აშშ-ში თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა. მას კვირას რთული მატჩი ელის და ადრეც დავინახეთ, ძალების აღდგენა უჭირს და კუნთი მალევე დაეჭიმა. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ორ შეხვედრას ეხება.
ჩვენ რამდენიმე ტაქტიკური სქემა გამოვცადეთ. ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც ახლა გამოვიძახე, აქ ყოფნას იმსახურებდა და მზადაა.
ლუქსემბურგთან მთავარი შედეგი იქნება. მინიმალური ანგარიშით გამარჯვება აჯობებს ლამაზად მარცხს.
ფიზიკური მომზადება მნიშვნელოვანია, ასევე არსებობს სხვა ფაქტორები, მაგალითად, შეთამაშება. ამიტომაცაა გამოძახებულებზე განსხვავებული შეხედულებები.
რაც შეეხება არაბიძეს, ის გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა. მას ვაკვირდებოდი როგორც სტადიონზე, ასევე ვიდეოჩანაწერებზე და მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვარ. მე საუკეთესო მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ასეთი ხომ კლოპია, რომელმაც თქვა, რომ მესის გარდა, არავის აქვს ფუფუნება, მაღალი ინტენსივობის გარეშე ითამაშოს...
თამაშის დროს გადამწყვეტი მენტალობა და პროფესიული მიდგომა იქნება!..
იაშვილი: - კანკავა მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს შენი ქვეყნის ნაკრების მაისურით თამაში. გვიხარია, რომ ჩვენთან ერთადაა და ნაკრებს დაეხმარება. მთავარი ახლა ერთიანობაა!..
ნაკრებში საუკეთესო პირობები უნდა იყოს და ეს ასეცაა. ახლა ჩავთვალეთ, მნიშვნელოვანია, ცალკე მოვემზადოთ, მშვიდად და ქალაქს მოვწყდეთ. ამიტომ, ნაკრები საგურამოში, სუფთა ჰაერზე იქნება და სრული კონცენტრაცია თამაშზე ექნება. ეს გამოცდილება 21-წლამდელებიდან გვაქვს.
ილია თოფურიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უეფასთან მიმდინარეობს და გახსნის თუ არა მატჩს, ამ ეტაპზე არ ვიცით...
მე იმას კი არ ვამბობ ფედერაცია ავიღოთო-გავაგონოთ რომ ჩალით არ არის ქვეყანა დახურული და რომ ნებისმიერ ვითომ უნებლიე შეცდომას (ხვიჩას დისკვალიფიკაციას ვგულისხმობ0, თუ პრინციპულ გადაწყვეტილებას (აზაროვის და არაბიძის არ გამოძახებას ვგულისხმობ) პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში უსასრულოდ გაგრძელდება დაუსჯელობის სინდრომით წახალისებული არაობიექტური თუ ანგარებითი საქციელი
თქვენი მაგალითები რაულის და რონალდოს არ გამოძახებაზე ისეთივე უსუსურია, როგორც სანიოლის გუშინდელი არგუმენტები-რადგან რაული თუ არ წაიყვანეს უკეთესი ან შესადარისი შემცვლელი ყავდათ და ჩვენ კი გვაქვს იმის ფუფუნება რომ აზაროვზე და არაბიძეზე უარი ვთქვათ?
რაც შეეხება ჭორაობას-არ ვჭორაობ საფუძვლიან ეჭვს გამოვთქვამ-აბა პროკურორი ხომ არა ვარ ბრალი წავუყენო? თუმცა ძალიან ბევრი ირიბი მტკიცებულება გროვდება მაკედონიიდან დაწყებული ამ გაფართოებული სიით დამთავრებული, რომ მიზანმიმართულად ასუსტებენ ნაკრებს და ამცირებენ გამარჯვების შანსს
აბა თქვენ რითი ხსნით ამდენ "შეცდომას"? ამდენი დამთხვევა შემთხვევით არ ხდება ეს უკვე გარკვეული მიზნის მისაღწევად გადადგმული ნაბიჯების ლოგიკური და უწყვეტი ჯაჭვია
ჯაბას გამოძახება და თოფურიას მიერ თამაშის გახსნა კი გულშემატკივრების გულის მოგების იაფფასიანი მცდელობაა
ისე მაგარი ბიზნესია ეს ერთა ლიგა-ჯგუფს მოიგებ და გადამწყვეტ თამაშს დათმობ-საინტერესოა რა ფასად?
ამ ფედერაციის ხელმძღვანელობას ნამუსი რომ ქონდეს ან მცირედი პატრიოტიზმი და თავმოყვარეობა, არც უნდა ჭირდებოდეს ხალხის შეკრება და პროტესტი-თვითონ უნდა გადადგნენ თუ ლუქსემბურგთან წავაგეთ, რადგან მეორეჯერ და ალბათ სამუდამოდ დავკარგავთ ევროზე გასვლის შანსს-წილისყრაშიც ორჯერვე გაგვიმართლა ნახევარფინალიც და ფინალიც ორივეჯერ თბილისში ტარდება და ასეთი შანსის მეორეჯერ გამოუყენებლობა არ შეიძლება ვინმეს ეპატიოს-მით უმეტეს ასეთი შეგნებულად გადადგმული უაზრო ნაბიჯების ფონზე
2. იმავე თამაშის წინ კვარაცხელიას და შენგელიას გაუგებარ სიტუაციაში აკიდებული კოვიდი დაუდასტურდათ. გაუგებარს ვამბობ იმიტომ, რომ რუბინში ამტკიცებდნენ, საქართველოში წამოსვლამდე კვარაცხელიას არანაირი კოვიდი არ ქონდაო. ამაზე მაშინ დაიწერა, არაფერს ვიგონებ.
3. ვაისის (რომელიც სუსტი მწვრთნელია) გაშვების შემდეგ დიდიხანს რატომღაც "ვერ იპოვეს" მწვრთნელი და ზედ ოფიციალური თამაშების წინ დანიშნეს სანიოლი, რომელსაც არანაირი სამწვრთნელო გამოცდილება არ გააჩნდა - ერთადერთი, ოცი (!) წლის წინ ცოტა ხნით წვრთნიდა საფრანგეტის ახალგაზრდულს, საიდანაც შედეგების არქონის გამო გაუშვეს. ისევ ვაისი დაეტოვებინათ, ის მართალია სუსტი, მაგრამ მაინც მწვრთნელი იყო და რაღაც გამოცდილება მაინც ქონდა. სანიოლს ტრამპლინი გაუკეთეს სამწვრთნელო ამბავში, უანგაროდ? შეიძლება. და სანიოლის ხელფასი გასაიდუმლოებულია, სხვათაშორის.
4. კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ მოულოდნელად უარი თქვეს ახალგაზრდულში თამაშზე რის გასამართლებლადაც ზუსტად სიტყვასიტყვით ერთნაირი ტექსტი გამოაქვეყნეს. დაიკარგა ოლიმპიადაზე თამაშის საკმაოდ რეალური შესაძლებლობა.
5. გადამწყვეტი მატჩების წინ, არაფრისმომცემ თამაშში გამოიყვანეს კვარაცხელია, სადაც მან აბსოლუტურად უაზრო სიტუაციაში აიკიდა ის საბედისწერო ყვითელი ბარათი. არ ვიცოდითო, ადამიანური ფაქტორიო, კალაძემ კი ისიც თქვა ფეხბურტი ამითაცაა საინტერესოო რომ ასეთი რამეები ხდებაო.
ახლა ვისაც გულწრფელად გჯერათ, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითობაა, გატარებთ ბატონო...
ერთადერტი რისი იმედიც მაქვს ისაა რომ ამჯერად საკმაოდ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი , თანაც არჩევნებია კარზე მომდგარი და დამატებით სიურპრიზებს იმედია აღარ ვნახავთ.
პენალტსაც დაგვიდებენ, თუ დაგვჭირდა..