კანკავა ნაკრებში დაბრუნდა, კაპიტანი კვლავ კაშია იქნება - შემადგენლობა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შემადგენლობა გამოაცხადა. ყველაზე დიდი სიახლე ჯაბა კანკავას დაბრუნებაა. ვილი სანიოლის განცხადებით, "ჯვაროსნების" ექსკაპიტნის დაბრუნების მიუხედავად, გუნდს კვლავ გურამ კაშია უკაპიტნებს.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;

მცველები: საბა კვირკველია, საბა საზონოვი, გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი;

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა;

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია, ზურიკო
დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია.

altცოტა დრო ლუქსემბურგამდე - კარგ ფორმაში მყოფი ხვიჩა, რომელიც დაგვაკლდება, ნოსტალგია ვეტერანებთან და ოპტიმიზმი...

მკითხველის კომენტარები / 189 /
რომ წერთ ნაკრები ხალხისაა და ქვეყნის არისო, კი გეთანხმებით, ჩვენია, მაგრამ გუნდს მწვრთნელი არ აყენებს? გამოკითხვების მიხედვით შეედგინა სია? ან ამ არაბიძეზე რომ ჩაიციკლეთ, წინა სეზონში კი, კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ რაც დაიწყო საქ. ჩემპიონატი რამე ქნაა? რომ დააყენოს და ვერაფერი ვერ ქნას, ღმერთმა ნუ ქნას და წავაგოთ, რომელი იღებთ თქვენს თავზე პასუხისმგებლობას? ან რა ფორმით? კარგია თუ ცუდი, მწვრთნელის საქმე არაა გუნდის დაყენება? სასწაულები წავიკითხე, ხალხის ხმა ვერ გაიგო და არაბიძე არ გამოიძახაო. ხალხს კითხოს ვინ გამოიძახოს? კიდევ ერთი, ვისაც აზაროვზე კითხვა გაქვთ, მე გეტყვით, ჩართეთ შოტლანდიამ ბოლო წამზე როგორ გაგვიტანა, რა ქნა აზაროვმა? ან რა არ ქნა? წინ კარგად გარბის, მაგრამ დაცვაში ძალიან სუსტია. კითხვები მეც მაქვს, მაგრამ რამდენი კაციცაა იმდენი აზრია, ასე რომ პესიმიზმი მოიშორეთ ყველამ და საქართველოს ნაკრებს უქომაგეთ, თორემ ერთმანეთზე თითების გაშვერაში ხომ ყველაზე მაგრები ვართ.
დიდება, დიდება, დიდება
საქართველოს!!!
ლევანი
01:41 14-03-2024
16
არაბიძე ბოლო ორ ტურში ეთამაშა სოფლის გუნდებს და კაპიკის ფასი არ გაუკეთებია, რა მოხანით ტვინი ამ არაბიძეთი.
თედო
12:24 13-03-2024
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული