ვაისის ღირსეული საქციელი - ლუქსემბურგთან მატჩის წინ კაშია და კანკავა დაასვენა

AutoSharing Option
დღეს სლოვაკეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში "სლოვანი" ტრნავას "სპარტაკს" უმასპინძლებს. ამ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ ბრატისლავური გუნდის ქართველი ლეგიონერები გურამ კაშია და ჯაბა კანკავა.

"სლოვანის" მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა გადაწყვიტა ისინი არ ათამაშოს, რათა 21 მარტს ლუქსემბურგთან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალს დასვენებულები შეხვდნენ.

შეგახსენებთ, ვაისი "ჯვაროსნების" თავკაცი 2016-2020 წლებში იყო.

altკანკავა ნაკრებში დაბრუნდა, კაპიტანი კვლავ კაშია იქნება - შემადგენლობა

მკითხველის კომენტარები / 23 /
ვლადიმირ ვაისმა თვითონ ვერ შეგვისრულა სურვილი და ოცნება,მაგრამ მას შემდეგ,ყველანაირად გვერდში უდგას საქართველოს ნაკრებს და ამისათვის ჩვენი მხრიდან გულითად მადლობას იმსახურებს.ის ავადსახსენებელი მატჩი,მისთვისაც მძიმე დარტყმა იყო.საერთო უბედურებამ,ეტყობა უფრო გაგვაერთიანა.
სოსო
19:45 17-03-2024
0
ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი ვაისს როგორც კარგ ადამიანს...
Givi
20:19 17-03-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული