სანიოლი: 60 წუთის შემდეგ "ავიჭერით", ფინალში მეტის გაკეთება მოგვიწევს

AutoSharing Option
უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. თამაშის შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და შეხვედრა შეაფასა.

"გარკვეული სირთულეებისა და ემოციების მიუხედავად, პირველ ტაიმს კარგად ვაკონტროლებდით. 60 წუთის შემდეგ "ავიჭერით", რასაც აუცილებლად გავაანალიზებთ. მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამასთან დაკავშირებით მეტოქეს პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს. საბედნიეროდ, ბოლო წუთების გამო არ დავისაჯეთ, მაგრამ ფინალში მეტის გაკეთება მოგვიწევს.

კვარაცხელია ფინალში ძირითად შემადგენლობაში იქნება და არც სხვა ცვლილებებს გამოვრიცხავ. ჩემი ზოგიერთი საკადრო
გადაწყვეტილება, შესაძლოა, ყველასთვის მისაღები არ იყოს...

დავაკვირდები, ფეხბურთელები ძალებს როგორ აღიდგენენ, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ. ამის შემდეგ მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. ზივზივაძემ დუბლი შეასრულა და მიქაუტაძის თამაშითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.

ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ მოთამაშის გუნდიდან მოკვეთა და განაცხადის შემცირება ადამიანურად რთულია. საბა საზონოვი კარგი ადამიანი და ფეხბურთელია, მაგრამ ახლა გუნდში ცოტას თამაშობს და ფეხბურთელი მზად უნდა იყოს 90 წუთი და უფრო მეტიც ითამაშოს. ამის შესახებ მასაც ვესაუბრე", - განაცხადა სანიოლმა.

შეგახსენებთ, ფინალში, რომელიც 26 მარტს თბილისში გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქე დღეს ათენში გაირკვევა, სადაც საბერძნეთი ყაზახეთს უმასპინძლებს.

altლუქსემბურგელთა მწვრთნელი: ჯერ მიქაუტაძე ექაჩებოდა ჩვენს ფეხბურთელს...

altროგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ლუქსემბურგთან მატჩში

altბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 48 /
საცოდაობაა,ყიფიანის ქვეყანაში გვიხარია ლუქსემბურგის დამარცხება,თან როგორ,მსაჯის დახმარებით. ნებისმიერი გამარჯვება სასიხარულოა,თუმცა ზედმეტებში გადასვლა არ იქნება კარგი. კი,მსაჯმა ნამდვილად გვიჯიგრა,ჩვეულებრივი სათამაშო ეპიზოდი ბოლო იმედად ჩათვალა,თან ეპიზოდიდან 5 წუთის მერე,კაკაბაძემ სწრაფი შეტევა ჩაშალა და გაშლილი ფეხით ითამაშა,ეს პირდაპირ წითელია. თან ლუქსემბურგელის მუხლს ეტყობოდა "შიპის" კვალი. ამიტომ იმის თქმა რო უპრობლემოდ მოვიგეთ ან 60 წუთი თამაშს ვაკონტროლებდით არ იქნება სწორი. ლუქსემბურგია და მეტს ვერ მოსთხოვ,თუმცა მეორე ტაიმში საბრძოლოდ გამოვიდა და ორი მომენტი შექმნა,ორივე კარში წავიდა და ერთი გაიტანეს. ფაქტიურად,60 წუთზე დაასრულა მსაჯმა თამაში და ეს უნდა აღინიშნოს. არ გვეკუთვნოდა მოგება,თუმცა მოვიგეთ-კანდიდატის სტატუსი გვეკუთვნოდა და არ მოგვცეს თავის დროზე,ნატოში გაწევრიანებაც გვეკუთვნის,თუმცა არ გვიღებენ,უცნაურია სამყარო.

რაც შეეხება საბერძნეთს,ჩვენთვის უხერხული მეტოქეა და მირჩევნია მჯეროდეს რო ყაზახეთი იყო სუსტი,ვიდრე საბერძნეთი ძლიერი. ლოგიკურად,საბერძნეთი არის ფავორიტი და ალბათ,გავა კიდეც,თუმცა ჩვენი შანსები გვექნება,რაც გამოსაყენებელია. ციმაკასის ფლანგის გამოყენება იქნებოდა კარგი,თუმცა ვინ გამოიყენებს მაგას? იმედია,კვარა მარჯვენა ფლანგიდან დაიწყებს და გამოიყენებს. რამდენადაც კარგია ციმაკასი შეტევაში,ძალიან სუსტია დაცვაში,ესე იყო გუშინაც და ესეა ლივერპულში(დამეჯერება,ლივერპულის ქომაგი ვარ და ვიცი). და კიდევ,რთულ გადაწყვეტილებაში რას გულისხმობს? ბუდუ უნდა გადასვას სკამზე და ჟორჟიკა უნდა იყოს ძირითადში? არ ვიცი რა,ეს კაცი არის მსოფლიოს მერვე საოცრება,ამოუხსნელი ტიპია,უფრო ამოუხნელი სიდებილე.
იასონას უდარი
22 მარტი 2024 07:06
9
გამარჯვებულს არ სჯიანო..მაგრამ ეს ნამდვილაფ მზეა..საზონოვი და არაბიძე რომ ამოიჩემე შე ჩემისა რა კვირკველია ან კაშია ტიპები ვერ დარბიან..ახალო სისხლია საჭირო დაცვაში..საშუალო ევროპული გუნდი გუშინდელ თამაშში მინიმუმ 3 გოლს გაგვიტანდა..დაცვა ჩვენი ნაკრების აქილევსის ქუსლია..წარმატებები საქართველოს ნაკრებს და ყველა ქართველს
კიეზა
22 მარტი 2024 03:31
6
გაგვიმართლა რამოდენიმეჯერ.ჯერ მამარდამ რომ მოიგერია,მერე ბურთი რომ არ ჩაუთვალეს და კაცი გაუგდეს,თორემ 1-1-ზე შეიძლებოდა დამატებითი დროც ყოფილიყო და მერე ვინ იცის რა იქნებოდა.დაცვაში ასეთ თამაშს საბერძნეთი არ გვაპატიებს,რომელმაც დღეს 5 ბურთი გაუტანა ყაზახეთს.
მირო
22 მარტი 2024 02:14
3
ყველაზე მეტი პოზიციურად რესურსი ჭირს დაცვაში, ვგულისხმობ ახალგაზრდა და სწრაფ დამცველებს!!! საზონოვის ამოღება როგორ შეიძლებოდ? ლუქსემბურგის იმ როდრიგესმა 2 ჯეერ ააჩქარა და ეგრევე ჩააცურა კვირკველია და კაშია. ნორვეგიასთან 19 წლის მუსაამ აცურავა კვირკველია და ეხლა ბერძნების ახლაგზარდა თავდასხმას კვირკველიას იმედად ვხვდებით? კაი რააა!!!
Qomagi
22 მარტი 2024 02:09
2
დაცვის ცენტრში გვიჭირს მარა ფლანგებზე აი ისე გვიჭირს ასე ბოლოს როდის გვიჭირდა არც მახსენდება ... შენგელია ძაან მაგარი ბიჭია უდიდეს პატივს ვცემ მატჩის შემდეგ ძაან ჭკვიანური კომენტარიც გააკეთა ... პროსტა აზაროვს როგორ ჯობია მარცხენა ფლანგზე სართოდ ვერ ვხვდები ... აზაროვი თუ ართმევაზე ვერ თამაშიბს მეურვეობს მაინც და არ შორდება მოწინააღმდეგის შემტევებს ... დღეს მარცხნიდან მინიმუმ 3 ჯერ ძაან უპრობლემოდ შემიგვიტიეს და ჩააწოდეს არავინ ხელს არ უშლიდა ... პროსტა დიდი პატივისცემის მიუხედავად დონე მართლა აკლდათ ლუქსემბურგელებს ... მანდ ბერძენი დაასვამს პირდაპირ თავზე თავდამსხმელს. მეორე სართულზე დიდი უპირატესობა აქვთ ... შენგელ ბოლომდე უნდა მოინდომო რა შენი ბრალია ფლანგის მცვალად რო გათამაშებს მარა საქართველოსთვის უნდა გაწირო თავი და მაქსიმუმი გააკეთო ...
bejo
22 მარტი 2024 01:50
1
შედეგმა გამახარა, თამაშის ხარისხმა არა, თუმცა მეტი არ შეგვიძლია, ნაკრების ბევრი ფეხბურთული ევროპის ჩემპიონატზე სათამაშო დონისგან შორსაა, მონდომებას და ჟინს ვერ დავუწუნებ, მაგრამ დონე დაბალი აქვთ. პირდაპირ დავწერ, ამ ნაკრებს სათამაშო კლასში წინსვლას მე ვერ ვატყობ და ვეჭვობ ეს სანიოლის ხელში შესაძლებელი იყოს, მაგრამ მთლად მას ვერ დავაბრალებ, იგივე კიტე ძალიან ბევრჯერ შეცდა, ბერძნები გაცილებით დონიანი გუნდია და ჩვენი უნიათი დაცვის იმედზე როგორი მოლოდინი უნდა გვქონდეს არ ვიცი... ვისაც მკაცრად მოგეჩვენეათ ერთი მაგალითის კმარა-მეტოქეს პრაქტიკულად ერთი გამტანი ყავდა როდრიგესის სახით და როცა იმავე კვარდატში მყოფი 3 მცველი პირდაღებული აცდის ბურთის მიღებას და დარტყმას სხვანაირად როგორ უნდა შეფასდეს? ჯაბას რა უნდა ნაკრებში? არაფერი პირადული მაგრამ ჩამშლელის გარდა მას სხვა უნარები არც თავის დროზე ქონდა, ახლა მაგაშიც მეეჭვება გამოდგეს. ბერძნებს გაცილებით ორგანიზებული,დისციპლინირებული ნაკრები ყავს, ბურთსაც უკეთ და გააზრებულულად ამოძრავებენ, ერთ პუნქტსაც ვერ ვხედავ რაში შეიძლება ვჯობდეთ, ხვიჩა? გაიტანს? მინიმუმ ერთით მეტს გაუშვებს ჩვენი შენელებული და დროდადრო ლეთარგიაში წასული დაცვა, არც პესიმისტი ვარ და არც სხვაზე ნაკლები პატრიოტი და გულშემატკივარი, მაგრამ რეალობის დანახვა შემიძლია, თუ მოვიგეთ სასწაული იქნება და შეიძლება თავბრუსხვევა და ეუფორია დამემართოს, რაც არ უნდა იყოს წინ საქართველო!
გუსანი
22 მარტი 2024 01:42
7
მოკეტე და გვაცალე თამაში, ნუ პროფესორობ. გადაგვიწურა რა იმედი. აცალე რა, იქნებ რას შვებიან
grisha
22 მარტი 2024 02:17
29
რატომღაც აღარ სჩანს ათობით კომენტარები სტატიებზე, გამარჯვება არ იყო გეგმებში? აბა წაგვეგო, გაივსებოდა აქაურობა მ....ით, როგორი მომართული ხართ უარყოფითზე ხალხო
ბოღმიან ბო...ებს
22 მარტი 2024 01:35
23
ზუსტად შენაირი აზროვნება ამუხრუჭებს ქვეყანას, იმიტომაც ვტრიალებთ ერთ ადგილზე....ცალმხრივად რომ იგებ ყველაფერს..., ბოღმა რა შუაშია, რეალობის აღქმა,შეცდომების გამოსწორება და ანალიზი არის საწინადრი განვითარების.... მეტი განათლება ერს...
გუსანი
22 მარტი 2024 02:38
4
დაცვაა ჩვენი სუსტი წერტილი
საზონოვი და გველესიანი ძირითადში
ლექსო
22 მარტი 2024 01:23
2
იმედია არ იწვიმებს შემდეგ თამაშზე...ნებისმიერ შემთხვვაში ის თამაში ამაზე ორჯერ რთული იქნება...
Master
22 მარტი 2024 00:51
0
პირველი ტაიმის შემდეგ, საბერძნეთი ანადგურებს ყაზახებს 4:0! ძალიან გაგციჭირდება მათთან ფინალში. შესანიშნავი გუნდი ჰყავთ
giorgi 3
22 მარტი 2024 00:36
4
საერთო სტატისტიკას თუ გადავხედავთ, არც ისეთი კოლოსალური უპირატესობაა. არ არის საბერძნეთი ჩვენთვის დაუმარცხებელი გუნდი!
Gio
22 მარტი 2024 01:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული