სანიოლი: 60 წუთის შემდეგ "ავიჭერით", ფინალში მეტის გაკეთება მოგვიწევს

AutoSharing Option
უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. თამაშის შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და შეხვედრა შეაფასა.

"გარკვეული სირთულეებისა და ემოციების მიუხედავად, პირველ ტაიმს კარგად ვაკონტროლებდით. 60 წუთის შემდეგ "ავიჭერით", რასაც აუცილებლად გავაანალიზებთ. მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამასთან დაკავშირებით მეტოქეს პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს. საბედნიეროდ, ბოლო წუთების გამო არ დავისაჯეთ, მაგრამ ფინალში მეტის გაკეთება მოგვიწევს.

კვარაცხელია ფინალში ძირითად შემადგენლობაში იქნება და არც სხვა ცვლილებებს გამოვრიცხავ. ჩემი ზოგიერთი საკადრო
გადაწყვეტილება, შესაძლოა, ყველასთვის მისაღები არ იყოს...

დავაკვირდები, ფეხბურთელები ძალებს როგორ აღიდგენენ, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ. ამის შემდეგ მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. ზივზივაძემ დუბლი შეასრულა და მიქაუტაძის თამაშითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.

ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ მოთამაშის გუნდიდან მოკვეთა და განაცხადის შემცირება ადამიანურად რთულია. საბა საზონოვი კარგი ადამიანი და ფეხბურთელია, მაგრამ ახლა გუნდში ცოტას თამაშობს და ფეხბურთელი მზად უნდა იყოს 90 წუთი და უფრო მეტიც ითამაშოს. ამის შესახებ მასაც ვესაუბრე", - განაცხადა სანიოლმა.

შეგახსენებთ, ფინალში, რომელიც 26 მარტს თბილისში გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქე დღეს ათენში გაირკვევა, სადაც საბერძნეთი ყაზახეთს უმასპინძლებს.

altლუქსემბურგელთა მწვრთნელი: ჯერ მიქაუტაძე ექაჩებოდა ჩვენს ფეხბურთელს...

altროგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ლუქსემბურგთან მატჩში

altბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 48 /
ყველაფერი გაირკვა უკვე,საბერძნეთმა პირველი ტაიმი 4-0 მოიგო,რაც ძალიან ცუდია ჩვენთვის.
მირო
22 მარტი 2024 00:36
5
იმედია ყაზახეთია ფარჩაკი გუნდი თორე ბერძნები დაფრინავენ ამათთან მართლა რაღაც მოსახერხებელია, საზონოვინაუცილებლად უნდა იყოს, დასვენებული კვარა წაგვადგება იმედია ისევ არ იწვიმებს, კიტე ფორმაშია, სწრაფ გოლს თუ არ გავუშვებთ როვნი თამაში იქნება და თუ გავიტანთ კიდე ხო კაი. აპასნი გუნდი მოჩანს საბერძნეთი, კანკავა რაღაც ვერაა ფორმაში, ბუდუ იმენა ფინიშერია მაგრად დაიხვეწა გერმანიაში, ჩაკვეს და კვარას იმედი მაქ
ABCABC
22 მარტი 2024 00:33
2
გილოცავთ ყველას.დგევანდელ მოგებას.რა თქმა უნდა მძიმე თამაში იყო.ეხლა უყურებ საბერძნეთი -კაზახეთის თამაშს.და ბერძნებთან ამ თამაშით გაგვიჩირდება.დაცვაში.ძალიან ნელა მოძრაობენ.გომეს მიაგებინეს გაისწორა და შეგვიგდო!რისი თქმა მინდა.მინიმუმ 150% ტუ არ დავიხარჯეთ.ისევ გულ გატეხილები დავრჩებით...იმედია განალიზებს სანიოლი და უფრო აგრესიულ ფეხბურთ ათამაშებს შეტევაში.და დაცვას რამე უნდა მოუხერხოს.ესა ჩემი კომენტარი:)))იმედია 25 ვიზეიმებთ!!!
სიმართლე.
22 მარტი 2024 00:20
3
ზოგი ჭირი მარგებელიაო ნათქვამია. კვარა დასვენებული შეხვდება ფინალს,ეხლა კი საჩვენოთ ბრუნავს ბედის ბორბალი.
Რერო
22 მარტი 2024 00:10
3
საოცარია საზონოვი 90 წუთი არ არის მზად და შეცვლაზე ვერ ივარგებდა? შენგელია ხომ რას ამბობ დაფრინავს საბერძნეთში, ბოლო თამაშზე 90 წუთი სკამზე იჯდა სულაც, მაგრამ არ ითამაშა კარგად დღეს? ალოგიკური მსჯელობაა რბილად რომ ვთქვათ...
Givi
22 მარტი 2024 00:06
11
ქვილიტაიას ნაკრებში რამდენი აქვს გატანილი ვინმემ დათვალა? ბავშვმაც იცის, რომ წვიმაში შორიდან უნდა ურტყა, იქნებ მეკარეს გაუვარდეს ბურთი, დამრტყმელი გვყვავდა? არაბიძეა ასეთი და არ იწვევენ, არ ევასებათ, მარტო სანიოილს კი არა, ნაკრების ,,პატრონებს," თორემ სანიოლს ვინ ჰკითხავს, იქ არიან სასტავი.
gela
22 მარტი 2024 11:37
0
პრინციპში აღარც მინდა უკვე 2-0 უგებენ... ფინალი საქართველო საბერძნეთია...
123
22 მარტი 2024 00:06
0
საბერძნეთის თამაშის ლინკი იქნება ვინმემ იცოდეს ვერ ვიპოვნე ვერსად..
123
22 მარტი 2024 00:04
1
სილკ უნივერსალზეა
ვანჩოპე
22 მარტი 2024 00:15
0
https://liveball.uno/match/1143772
c
22 მარტი 2024 00:11
1
ეჰ, შენ ბავშვობიდან აჭრილი ხარ. ბიჭებმა თავი მოიკლეს და მოიგეს.
გიორგი
22 მარტი 2024 00:03
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული