სანიოლი: 60 წუთის შემდეგ "ავიჭერით", ფინალში მეტის გაკეთება მოგვიწევს

AutoSharing Option
უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. თამაშის შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და შეხვედრა შეაფასა.

"გარკვეული სირთულეებისა და ემოციების მიუხედავად, პირველ ტაიმს კარგად ვაკონტროლებდით. 60 წუთის შემდეგ "ავიჭერით", რასაც აუცილებლად გავაანალიზებთ. მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამასთან დაკავშირებით მეტოქეს პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს. საბედნიეროდ, ბოლო წუთების გამო არ დავისაჯეთ, მაგრამ ფინალში მეტის გაკეთება მოგვიწევს.

კვარაცხელია ფინალში ძირითად შემადგენლობაში იქნება და არც სხვა ცვლილებებს გამოვრიცხავ. ჩემი ზოგიერთი საკადრო
გადაწყვეტილება, შესაძლოა, ყველასთვის მისაღები არ იყოს...

დავაკვირდები, ფეხბურთელები ძალებს როგორ აღიდგენენ, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ. ამის შემდეგ მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. ზივზივაძემ დუბლი შეასრულა და მიქაუტაძის თამაშითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.

ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ მოთამაშის გუნდიდან მოკვეთა და განაცხადის შემცირება ადამიანურად რთულია. საბა საზონოვი კარგი ადამიანი და ფეხბურთელია, მაგრამ ახლა გუნდში ცოტას თამაშობს და ფეხბურთელი მზად უნდა იყოს 90 წუთი და უფრო მეტიც ითამაშოს. ამის შესახებ მასაც ვესაუბრე", - განაცხადა სანიოლმა.

შეგახსენებთ, ფინალში, რომელიც 26 მარტს თბილისში გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქე დღეს ათენში გაირკვევა, სადაც საბერძნეთი ყაზახეთს უმასპინძლებს.

altლუქსემბურგელთა მწვრთნელი: ჯერ მიქაუტაძე ექაჩებოდა ჩვენს ფეხბურთელს...

altროგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ლუქსემბურგთან მატჩში

altბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 48 /
შედეგმა გამახარა, თამაშის ხარისხმა არა, თუმცა მეტი არ შეგვიძლია, ნაკრების ბევრი ფეხბურთული ევროპის ჩემპიონატზე სათამაშო დონისგან შორსაა, მონდომებას და ჟინს ვერ დავუწუნებ, მაგრამ დონე დაბალი აქვთ. პირდაპირ დავწერ, ამ ნაკრებს სათამაშო კლასში წინსვლას მე ვერ ვატყობ და ვეჭვობ ეს სანიოლის ხელში შესაძლებელი იყოს, მაგრამ მთლად მას ვერ დავაბრალებ, იგივე კიტე ძალიან ბევრჯერ შეცდა, ბერძნები გაცილებით დონიანი გუნდია და ჩვენი უნიათი დაცვის იმედზე როგორი მოლოდინი უნდა გვქონდეს არ ვიცი... ვისაც მკაცრად მოგეჩვენეათ ერთი მაგალითის კმარა-მეტოქეს პრაქტიკულად ერთი გამტანი ყავდა როდრიგესის სახით და როცა იმავე კვარდატში მყოფი 3 მცველი პირდაღებული აცდის ბურთის მიღებას და დარტყმას სხვანაირად როგორ უნდა შეფასდეს? ჯაბას რა უნდა ნაკრებში? არაფერი პირადული მაგრამ ჩამშლელის გარდა მას სხვა უნარები არც თავის დროზე ქონდა, ახლა მაგაშიც მეეჭვება გამოდგეს. ბერძნებს გაცილებით ორგანიზებული,დისციპლინირებული ნაკრები ყავს, ბურთსაც უკეთ და გააზრებულულად ამოძრავებენ, ერთ პუნქტსაც ვერ ვხედავ რაში შეიძლება ვჯობდეთ, ხვიჩა? გაიტანს? მინიმუმ ერთით მეტს გაუშვებს ჩვენი შენელებული და დროდადრო ლეთარგიაში წასული დაცვა, არც პესიმისტი ვარ და არც სხვაზე ნაკლები პატრიოტი და გულშემატკივარი, მაგრამ რეალობის დანახვა შემიძლია, თუ მოვიგეთ სასწაული იქნება და შეიძლება თავბრუსხვევა და ეუფორია დამემართოს, რაც არ უნდა იყოს წინ საქართველო!
გუსანი
01:42 22-03-2024
7
ზოგი ჭირი მარგებელიაო ნათქვამია. კვარა დასვენებული შეხვდება ფინალს,ეხლა კი საჩვენოთ ბრუნავს ბედის ბორბალი.
Რერო
00:10 22-03-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული