ცნობილია, როდის დაიწყება საქართველო-საბერძნეთის ბილეთების გაყიდვა და რა ეღირება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ მატჩს 26 მარტს, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინრეჟიმში, TKT.GE-ზე გაიყიდება. ბილეთების რეალიზაცია 23 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების შეძენისას, თითოეული ბილეთისთვის უნდა მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია - ბილეთის მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა (არასრულწლოვნის შემთხვევაში - მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია).

საქართველო - საბერძნეთის მატჩი 26 მარტს, "დინამო
არენაზე" გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი უცვლელია და კვლავ 10, 20, 30 და 50 ლარს შეადგენს.

ინფორმაცია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის: ეტლით მოსარგებლე პირს შეუძლია ერთი ბილეთის მოთხოვნა, რომელიც სტადიონის ტერიტორიაზე თანმხლებ პირთან ერთად შესვლის უფლებას აძლევს. მატჩის ბილეთებს 24 საათის განმავლობაში მიიღებთ მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით. გაითვალისწინეთ, რომ ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. ბილეთების მისაღებად event@tkt.ge-ზე გამოაგზავნეთ პირადობის მოწმობის და შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი.

ინფორმაცია ეროვნული ნაკრების "ფეისბუქგვერდზე" გამოქვეყნდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბუდუსთან გვაქვს ერთი თხოვნა! ბუდუ, საბერძნებთან გოლის გატანის შემთხვევაში (ღმერთმა ქნას!) ძალიან გთხოვთ ენა არ გამოყო, უბრალოდ ცუდი დასანახავია! იმედია ამას კრიტიკად არ მიიღებ და გაითვალისწინებ.
გია
17:41 22-03-2024
18
ჯერ გაყიდვა არ დაიწყიათ და უკვე შეზღუდულიაო. მე კი ვიცი თქვენ რისი ღირსებიცა ხართ, მაგრამ ბიჭებმა რა დააშავეს?!
დავით 67
17:02 22-03-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული