"საქართველოში წაგება სავსებით შესაძლებელია - მაინც უნდა დავაფასოთ გუნდი და მწვრთნელი" - ბერძენი ჟურნალისტი

AutoSharing Option
ჟურნალისტმა იანის სერეტისმა gazzetta.gr-ში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნა, რომ მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა საბერძნეთის ნაკრებში დიდი სამუშაო გასწია, ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვალა, თუმცა 26 მარტს საქართველოს ეროვნულ გუნდთან დამარცხება გამორიცხული არ არის:

"წელს ბერძენმა გულშემატკივარმა ცოტა მეტად ირწმუნა თავისი გუნდის შესაძლებლობები, უკეთესის იმედადაა. ყოველთვის კრიტიკულები ვიქნებით წარუმატებლობებისას, ხმამაღლა აღვნიშნავთ წარმატებას და პრეტენზიებს გამოვთქვამთ. ჩვენი ტემპერამენტი უცვლელია, მაგრამ წელს გარკვეულწილად რაღაცები შეიცვალა, სწავლა დავიწყეთ.

მაშ ასე, ჩვენ ეროვნული გუნდის აღორძინების ხანაში ვცხოვრობთ, რენესანსში. ცუდი არაა. ზეიმში მიუღებელი არაფერია, ყაზახეთი ურიგო რეპუტაციით არ სარგებლობდა, მე-40
წუთზე 4:0 გავხადეთ ანგარიში და საქმე მოვუთავეთ. ამას ტალანტით და ძალისხმევით მივაღწიეთ. ფეხბურთელებისთვის ეს ნახევარფინალი კი არა, ფინალი იყო. ვის ეპარება ეჭვი, რომ მაქსიმუმი არ გააკეთეს? პოიეტმა მიიღო რა ზოგიერთი ირაციონალური გადაწყვეტილება, სამუშაოს სწორად წარმართავდა. ყველაფრის შეცვლას ცდილობდა, რეფორმირებას, არჩევანი 30 მოთამაშეზე გააკეთა, რამაც უკვე დაგვანახა პროგრესი. გუნდი უფრო მყარი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარდაცვაში არაა საკმარისი ხარისხი, ის ათწლეულის მიღწევასთან ერთ ნაბიჯში აღმოჩნდა.

თუ მას გამოუვიდა, ძალიან კარგი იქნება. თუ ჩავარდა? არ შეიძლება ჩავარდეს? ნუთუ წარმოუდგენელია საქართველოსთან 55 ათასი მაყურებლის წინაშე მარცხი? ეს შესაძლებელია. ეს სავსებით შესაძლებელია. თუმცა, საბერძნეთის ნაკრები ეყრდნობა რა თავის ნიჭს, ყველაფერს აკეთებს, რაც ძალუძს და გულშემატკივართა მხარდაჭერასა და სიყვარულს იმსახურებს - თუნდაც სახლში ხელცარიელი დაბრუნდეს. იგივე ეხება პოიეტსაც.

ბერძენმა გულშემატკივარმა უკანასკნელ ხანს თავისი გუნდის წარმატებები და წარუმატებლობები იხილა და დროა ფეხბურთელთა ძალისხმევის დაფასება არა მარტო გამარჯვებისას ისწავლოს. მეტადრე მაშინ, როდესაც ეს შეუპოვრობით, ერთიანობით, ღირსებით, ტოქსიკურობისა და ეგოიზმის გარეშე კეთდება".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ზედმეტი თავდაჯერებულობა მარცხისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. სწორედ იქცევიან ბერძნები ამზადებენ გულშემატკივრებს მარცხის მისაღებად და თუ მოიგეს მარცხის მომლოდინე ხალხიდან ასმაგ სიყვარულს და დაფასებას მიიღებენ
ანა
25 მარტი 2024 12:26
0
რა თქმა უნდა მოგების გარდა არაფერზე არ ვფიქრობ. მაგრამ მოგებას სწორი თამაში უნდა . ამისთვის ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. რაც რა თქმა უნდა ჩვენი გუნდის ხელმძღვანელებმა უკეთ იციან. პირადად ჩემთვის თვალში საცემია დაცვაში სუსტი თამაში. სუსტები ვართ ბურთის ამოტანაში თუ მეტოქე პესინგს გვეთამაშება. თამაშის დროს გვაკლია სტაბილურობა და ა. შ. მაგრამ წინ გვყავს ხვიჩა რომლის ბადალი ბერძნებს ნამდვილად არ ყავთ. გვყავს მამარდაშვილი, ჩაკვეტაძე, ზივზივაძე,შენგელია ამათ სუყველას შეუძლიათ თამაშის გაკეთება და თამაშის თავის თავზე აღება .როგორც ეს თავის დროზე ვიტალი დარასელიამ გააკეთა. ასე რომ 26 მარტი უნდა ვაქციოთ 13 მაისად. წარმატებას გისურვებ საქართველო
გია
24 მარტი 2024 14:35
2
ძმებო! წინასწარ ნუ ვტრაბახობთ, რო მოვიგებთ, ემანდ ცუდად არ შემოგვიტრიალდეს, პირიქით, დაე მეტოქემ იტრაბახოს და იბუქოს რამდენიც გაეხარდებათ. ისე დარწმუნებული ვარ, თამაში ისე წაგვივა, როგორც როგორც ქართველ გულშემატკივრებს გაგვიხარდება!
ზურა
24 მარტი 2024 13:42
0
ესენი ბედს ეგუებიან.. არაუშავს ძმებო შემდეგში თქვენც გახვალთ სხვა დიდ ტურნირებზე... ეხლა ჩვენ ნაკრებს სულ რო საფრანგეთი ხვდებოდეს ეგ ვერ გააჩერებდა.. ასე რო ძაანაც გული არ დაგწყდეთ..
berg
24 მარტი 2024 12:29
1
შევეშვათ, ქართველი გულშემატკივრები, ზედმეტ ბაქი-ბუქობას! პირიქით შევაფასოთ მეტოქე და ისე ავყვეთ ემოციებს! ჩვენს ნაკრებს ვუსურვებ წარმატებას და სასურველ გამარჯვებას! დიდი მნიშვნელობა აქვს, პირველი ვინ გაიტანს გოლს, ეს თავისთავად დამატებითი სტიმული იქნება თითოეული ქართველი ფეხბურთელისთვის!
bergs
24 მარტი 2024 16:00
0
ზედმეტი თავდაჯერება კარგს არაფერს მოგვიტანს
dato
24 მარტი 2024 14:03
0
3;1 ვიგებთ დაერხათ ბერძნებს
გიორგი
24 მარტი 2024 12:26
1
წარმატებები საბერძნეთის ნაკრებს✌️

ოღონდ 27 მარტიდან
ქომაგი
24 მარტი 2024 12:04
1
"არჩევანი 30 მოთამაშეზე გააკეთაო"! ეს ნიშნავს, რომ 30-ვე ფიქრობს თავის პერპექტივაზე და ცდილობს მაქსიმალურ ფორმას მიაღწიოს. გუნდში არის ჯანსაღი კონკურენცია და არავინაა, რომელსაც გარანტირებული აქვს ადგილი ნაკრებში ან პირიქით, შანსი არა აქვს მოხვდეს გუნდში. საქართველოს ნაკრების შემთხვევაში საწინააღმდეგო სურათია! რატომღაც ერთხელაც არ მიეცა შანსი რამდენიმე უნარიან ფეხბურთელს, თუნდაც ამხანაგურ შეხვედრაში! მიუხედავად გულშემატკივრების მხრიდან მხარდაჭერისა, ერთხელაც კი ვერ ვიხილეთ ნაკრების შემადგენლობაში გველესიანი და არაბიძე. და ეს ხდება მიუხედავად დაცვის ცენტრალურ ზონაში არსებული სერიოზული პრობლემისა! არც თავდასხმას აწყენდა განსხვავებული სტილის მოთამაშის შემოსვლა თუნდაც მეორე ტაიმში. ლუქსებურგის სუსტი გუნდის დამარცხება ეიფორიაში არ უნდა გვაქცევდეს. თუმცა, რა გასაკვირია! ასეთი არაკონკურენტული გარემოა დღევანდელ საქართველოში მთლიანად - ხელისუფლებაში და ოპოზიციაში, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებში...
2024
24 მარტი 2024 10:42
6
ნამდვილად ბერძნებო, თქვენი წაგება სავსებით შესაძლებელია, რადგან შოტლანდიის ნაკრებზე სუსტები ხართ!
ლაშა
24 მარტი 2024 10:41
2
საბერძნეთს ვაფასებთ და პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენთვის ეს ბრძოლაა სადაც გამარჯვების გარდა არცერთი შედეგი არ იქნება მისაღები.. ევროპის შემპიონატზე გასვლა ახალ ეტაპზე გადაიყვანს ჩვენს დიდებულ საქართველოს, ჩვენ ეს გვჭირდება, ჩვენს უფროს თაობას, ჩვენს მომავალ თაობას დიდ ბიძგს მისცემს.. წინ გამარჯვებისკენ
geo-geo
24 მარტი 2024 10:38
0
ჰოდა წააგებთ კიდეც!
ასეა ეს
24 მარტი 2024 10:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული