საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩს მუნდიალის ფინალის მსაჯი მოემსახურება

AutoSharing Option
26 მარტს, საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩს პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი არბიტრი შიმონ მარცინიაკი, ლაინსმენები პაველ სოკოლნიჩკი და ტომაშ ლისტკიევიჩი, მეოთხე მსაჯი კი ივან კრუჟლიაკი იქნება. ვიდეორეფერის ოთახში მათი თანამემამულეები - ტომაშ კვიატკოვსკი და ბარტოშ ფრანკოვსკი იმუშავებენ.

მარცინიაკმა 2021 წლის 31 მარტს საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნული გუნდების შეხვედრა (1:1) იმსაჯა.

ის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალის (არგენტინა-საფრანგეთი) მთავარი არბიტრი იყო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან გამეხარდა ამ მსაჯის დანიშვნა.რა თქმა უნდა პრინციპული და ავტორიტეტული მსაჯები სხვებიც არიან,მაგრამ აქ მარტო ამთვისებებით არ შეურჩევიათ პოლონელი მსაჯი.სახელით და გვარით ვისაც შეგიძლიათ ეროვნების გამოცნობა მიხვდებით,ძაღლის თავი სად არის დამარხული-ზევით გადაწყდა,რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ უფრო სასურველი ვართ ვიდრე ბერძნები.
ენძო
09:58 25-03-2024
5
არაა!!! პოლონელი არაა!!!-პოლონეთისა და საქართველოს მთავრობების დამოკიდებულება რომ ვიცი, ემანდ არაფერი მიქაროს. ეს ისეთი თამაში იქნება ერთმა მიკერძოვებულმა სასტვენმა ყველაფერი შეიძლება ამოაყირაოს,თუ ჩვენს სასარგებლოდ დაუსტვენს საკამათო მომენტში-ვინ მამაძაღლი!!....შეიძლება შეთქმულების თეორიიდანაა ჩემი ეჭვები,მაგრამ მაინც....
Jora-giorgi
09:50 25-03-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული