სანიოლი: ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, მთელმა ქვეყანამ!

AutoSharing Option
საბერძნეთთან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"მოსამზადებლად და ძალების აღსადგენად საკმაო დრო გვქონდა, ყველა ფეხბურთელი მზადაა. ბოლო ვარჯიში დაგვრჩა, სადაც ტაქტიკურ დეტალებს გავივლით. მოწინააღმდეგეზე საუბარი არ მიყვარს, რადგან თავად ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.

როცა გავიგეთ, რომ შესაძლო მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იყო, ვიცოდით, რთული მატჩი იქნებოდა. ჯერ ერთი, ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ და მეორე - ფინალია. გამარჯვებულის მენტალიტეტი გულისხმობს, თუ რას გააკეთებ თავად მოგებისთვის. გამარჯვებისთვის საკმარისი მხოლოდ ოცნება არაა. მოგების მენტალიტეტი ნიშნავს,
ყოველდღე გააკეთო რაღაც ამ მიზნისთვის. ჩემი ფეხბურთელები უფრო მეტად არიან მზად წარმატებისთვის!..

ცვლილებები თავდაპირველად გარკვეულ დისბალანსს იწვევს, რაც წინა მატჩის ბოლო ნახევარ საათში მოხდა. ბიჭები 120 წუთის სათამაშოდაც მზად არიან, თუ ამის საჭიროება იქნება.

ჩაკვეტაძე და ქოჩორაშვილი ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ, თუმცა აქ განსაკუთრებული არაფერია. ფიზიკურად მზად ვართ და ვვარჯიშობთ პენალტების შესრულებაზეც. 26 ფეხბურთელი გვყავს და სამი განაცხადს მიღმა დარჩება. მთავარი ისაა, რომ თამაში ყველას სურს, ყველა მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, მთელმა ქვეყანამ!

როდესაც ხედავ, რომ შენი გუნდი დასახულ გეგმას კარგად ასრულებს, ბუნებრივია, გახარებული ვარ. ხანდახან ემოციურად, შესაძლოა, ყველაფერი ვერ განვსაზღვროთ... ჩვენ გვაქვს შესაბამისი გეგმა ფინალისთვის, გამარჯვების იდეალური რეცეპტი კი არ არსებობს."

მკითხველის კომენტარები / 33 /
თამაში წაუვიდეს კვარას და მაგის შემჩერებელი არავინაა. მითუმეტეს თავდამსხმელის უკან თუ იმოძრავებს და არ მიაჯაჭვებს მარცხენა ფლანგზე. მარცხნივ ჩაკვეტაძე შუაში კვარა. მთავარია ხასიათი რა, აი წამი როცა გუნდი იგრძნობს ძალას რომ შეუძლიათ დაშალონ ბერძნები მარტივ მამრავლებად. მგონია ერთით მეტს გავიტანთ და გავალთ
რაბუ
17:49 25-03-2024
3
წარმატებები ვილი სანიოლ! და აბა შენ იცი თუ გაგვიყვან ევროპაზე გმირი იქნები!!
ტოტო
17:38 25-03-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული