სანიოლი: ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, მთელმა ქვეყანამ!

AutoSharing Option
საბერძნეთთან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"მოსამზადებლად და ძალების აღსადგენად საკმაო დრო გვქონდა, ყველა ფეხბურთელი მზადაა. ბოლო ვარჯიში დაგვრჩა, სადაც ტაქტიკურ დეტალებს გავივლით. მოწინააღმდეგეზე საუბარი არ მიყვარს, რადგან თავად ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.

როცა გავიგეთ, რომ შესაძლო მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იყო, ვიცოდით, რთული მატჩი იქნებოდა. ჯერ ერთი, ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ და მეორე - ფინალია. გამარჯვებულის მენტალიტეტი გულისხმობს, თუ რას გააკეთებ თავად მოგებისთვის. გამარჯვებისთვის საკმარისი მხოლოდ ოცნება არაა. მოგების მენტალიტეტი ნიშნავს,
ყოველდღე გააკეთო რაღაც ამ მიზნისთვის. ჩემი ფეხბურთელები უფრო მეტად არიან მზად წარმატებისთვის!..

ცვლილებები თავდაპირველად გარკვეულ დისბალანსს იწვევს, რაც წინა მატჩის ბოლო ნახევარ საათში მოხდა. ბიჭები 120 წუთის სათამაშოდაც მზად არიან, თუ ამის საჭიროება იქნება.

ჩაკვეტაძე და ქოჩორაშვილი ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ, თუმცა აქ განსაკუთრებული არაფერია. ფიზიკურად მზად ვართ და ვვარჯიშობთ პენალტების შესრულებაზეც. 26 ფეხბურთელი გვყავს და სამი განაცხადს მიღმა დარჩება. მთავარი ისაა, რომ თამაში ყველას სურს, ყველა მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, მთელმა ქვეყანამ!

როდესაც ხედავ, რომ შენი გუნდი დასახულ გეგმას კარგად ასრულებს, ბუნებრივია, გახარებული ვარ. ხანდახან ემოციურად, შესაძლოა, ყველაფერი ვერ განვსაზღვროთ... ჩვენ გვაქვს შესაბამისი გეგმა ფინალისთვის, გამარჯვების იდეალური რეცეპტი კი არ არსებობს."

მკითხველის კომენტარები / 33 /
გამიკვირდება,თუ საქართველოს ნაკრები მოიგებს!
ჯაბა
26 მარტი 2024 10:16
8
კვარაცხელია რა იზამს ბაკასეტასის წინააღმდეგ არვიცი, ძალიან ძლიერი მარჯვენა ფლანგი ჰყავს საბერძნეთს! მიქაუტაძეს აღარ გამოუვა ორი კაცის მოტყუება, ნახევარდაცვის ცენტრში კაცი არ გვყავს რომ ზუსტი პასებით თამაში დაალაგოს! კვეკვესკირი არ გააკაროთ შემადგენლობას უკან პასის დიდოსტატი! ჩაკვეტაძე და კვარაცხელიამ მაქსიმალურად უნდა ორ ორი კაცი ატყუოს რომ სხვებს გაეხსნათ თავისუფალი სივრცეები, მჯერა რომ რაღაც გამოგვივა , აი დაცვის ხაზის თამაში იწვევს დიდ ეჭვებს, საბერძნეთმა თუ 3 თავდამსხმელი დააყენა მაშინ 3-4 სერიოზულ შეცდომას დაუშვებს დაცვა! მეკარეს მოუწევს დიდი სამუშაოს გაწევა იმედი მაქვს "ბავშვურ" შეცდომას არ დაუშვებს.
კოტე
26 მარტი 2024 10:01
0
3 თავდამსხმელს არა 5ს დააყენებს! საიდან მოგაქვთ ეს აზრები რეალი აღარ თამაშობს გასვლით მნიშვნელოვან თამაშებს 3თავდამსხმელით და საბერძნეთი ითამაშებს? ნახევარდაცვას გააძლიერებენ რომ ცენტრი აიღონ და ეგ გვაწყობს ჩვენი ნაკრები კონტრ ატაკების გუნდად აქციეს. მასირებულ შეტევებს აღარც აკეთებენ. მთავარია ბრძოლა გაუმართონ ბოლომდე დაიხარჯონ ბიჭები და ბაკასეტასი რამე დონეს რო დებდეს აქამდე იქნებოდა წესიერ გუნდში..... ციმაკასია და რობერტსონის დუბლიორია. კვერკველიამ და კაკაბაძემ არუნდა დაუშვან სერიოზული შეცდომა რისიც ძალიან მეშინია ეგ არის
რონი
26 მარტი 2024 11:21
0
დღეს ყველა ქართველს უნდა გამარჯვება
ღრუზინების გარდა. არ უნდათ უკრაინას საქართველო მიემატოს ევროზე და ღრუსეთი არ გაღიზიანდეს :)
las
26 მარტი 2024 08:47
4
რა უბედურებაა ეს ღრუზინი,რა, გრუზინის დამახინჯებული გამოთქმით რის თქმა გინდათ?კი ბატონო მე ქართველი ვარ,რუსულად გრუზინი და ამით ვამაყობ.ვარ მართლმადიდებელი,მაქვს ქართული ტრადიციული ოჯახი,ჩემი ცოლი არ ეწევა და არც ნაკოლკები აქვს და გემრიელ კერძებსაც აკეთებს,სტუმრებსაც სახლში ვღებულობთ და ვქეიფობთ,არც ,,ჩემი დედა მვტ-ო,, ვამბობ.აბაა...
Tazo
26 მარტი 2024 11:44
0
33 წელი ელოდა ნაპოლი ჩემპიონობას და გახდა ჩემპიონი კვარაცხელიაზ დიდი დამსახყრებით. 33 წელია ველით ევროზე ან მსოფლიოზე თამაშს და ისევ კვარაცხელია იყოჩაღებს ასე მგონია
David
26 მარტი 2024 03:43
2
თუ შესწავლილი აქვთ ჩვენი ნაკრები, მგონია რომ მაღალ ტაქტიკას მიმართავენ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ბურთი კიტეიშვილმა და ჩაკვეტაძემ კი არ დაარიგონ, არამედ კაშიამ და კვერკველიამ. ეს მეთოდი ცუსი იმითია, რომ ზუსტი პასი არ მიდის ხშირად შეტევაში, მაგრამ ბოლო თამაშში კვერკველიას პასებმა გამაოცა სასიხარულოდ. ამიტომ მომზადებული მაინც უნდა იყვნენ ალბათ ამისთვის ჩვენები და ფლანგებზე შენგელია კაკაბაძე დროულად უნდა ეხსნებოდნენ ცენტრალურ მცველებს დისტანციაზეც, რომ ბურთი ამოვიტანოთ სწორად და სწრაფად თუ მაღალი პრესინგი ითამაშა ბერძნებმა. რაც მთავარია ჩაკვეს ღრმად ჩასვლა გახდება მაშინ აუცილებელი ასე მგონია, რადგან კიტე, ოდნავ შეიძლება დაიჩაგროს ტანმაღალ და ფიზიკურად ძლიერ ბერძნებში. მოედნის ცენტრი თუ წავაგეთ სრულიად, მაშინ კვარას მოუწევა იმპროვიზაცია და ფლანგზე მიღებები ბურთის. არაუშავს, არის რესურსი, ბუდუც იქაა, შენგელიასაც არაუშავს და კაკაბაძესაც, მივაწვებით და თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ 1ით მეტს გავუტანთ!წარმატება ბიჭებო
26 მარტი 2024 03:35
0
კვერკველიას გრძელი პასები ყოველთვის კარგი ქონდა როცა ფორმაში იყო და არაერთი ეგეთი პასი გაუკეთებია დაცვის ცენტრიდან ადრე ყაზაიშვილი-ოქრიაშვილის მიმართულებით ბოლო პერიოდში კიდე კვარას მიმართულებით და თუ შენთვის ეგ სიურპრიზია და პირველად ხედავ საბას გრძელ პასებს ესეიგი არც თუ ისე ხშირად უყურებ ნაკრების და ჩვენი ბიჭების თამაშებს და რავიცი რამდენად სწორია შენგან დარიგებები?? თავიდან ბოლომდე არასწორედ მსჯელობ და განიხილავ ჩვენს ბიჭებსაც და ტაქტიკა სტრატეგიასაც,ჯერ უნდა შეისწავლო საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შესაძლებლობები და მერე ისე აკეთო შესაბამისი კომენტარები
gel-100
26 მარტი 2024 10:19
0
სავარაუდოდ მხოლოდ ერთი ცვლილება იქნება: მიწაუტაძის ნაცვლად კვარა. მარა სსაინტერესოა მეორე საყრდენს თუ დაამატებს ( ამ შემთხვევაში კიდევ ერთი ცვლილება) თუ იგივენაირად 1 საყრდენით ქოჩორქშვილი. აი ძაან საინტერესოა რას გადაწყვეტს ვილი. ისე მე მჯერა მისი და საკმაოდ ჭკვიანი მწვრთნელია. წარმატებები.
მათე
26 მარტი 2024 02:25
0
შენ გაიხარე მეც მჯერა საქ ნაკრების მისი მწვრთნელის და ბიჭების,,მგონი კვარას ბუდუს მაგივრად დააყენებს და არა მიქაუტაძის და ვიტყვი რატო მგონია ასე,,ჯერ ერთი ჟორჟიკა უფრო სწრაფია და კაცის მოტყუება მოკლე მონაკვეთში უფრო კარგად გამოსდის ვიდრე ბუდუს და თუ კონტრშეტევები იქნება ჩვენი ნაკრების მთავარი იარაღი მაშინ ერთმნიშვნელოვნად მიქას დააყენებს,სისწრაფეც მაგარი აქ ჩაჭრებშიც მაგარია და შეტევის მთელ პერიმეტრზე შეუძლია იმოძრაოს და სახიფათო იყოს და თან ლუქსებთან უფრო ადრე შეცვალა ვიდრე ბუდუ,,მეორე ტაიმში თუ ვინუჟდენი ვიქნებით რო შეუტიოთ და პირველ ნომრად ვითამაშოთ მაშინ შემოიყვანს ბუდუს,,და მგონია კიდე რო გოჩოლას დააყენებს კაკაბას მაგივრად მარჯვენა ლატერალად,,ყველა შემთხვევაში წარმატებები ჩვენს ბიჭებს ჩვენს ნაკრებს და ამ ჩვენს დალოცვილ ულამაზეს სამშობლოს.წინ საქართველო
gel-100
26 მარტი 2024 10:30
0
მთავარია თავდამსხმელებმა ცივი გონებით ზუსტი დარტყმები შეასრულონ შეტევა რომ გვექნება კი ვიცით
გიო
26 მარტი 2024 00:41
0
კვარა და ბუდუ თავდასხმაში და მაშინ შეიძლება რაღაც გამოგვივიდეს.თუ ჟორჟი შეუწყვილა კვარას,მგონია რომ ვერ გაამართლებს ჟორჟი,ეს იქნება შეცდომა...ზოგადადაც სანიოლის შეცდომების მეშინია ყველაზე მეტად.
მირო
25 მარტი 2024 23:21
8
სანიოლის ადგილას რომ ვიყო სასტარტოში დავაყენებდი მხოლოდ იმ ფეხბურთელებს , რომლებიც ფიზიკურად კი არ იქნებიან მხოლოდ მზად , არამედ ფსიქოლოგიურადაც .
რაც არ უნდა წარმატებული ფეხბურთელი გყავდეს გუნდში , თუ შეშინებული ითამეშებს ნული იქნება მისი ფასი.

მე ვფიქრობ კანკავას გამოძახებაც მაგას ემსხურება .

მოგებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს !
ბესო
25 მარტი 2024 22:32
0
დაწყნარდით დამშვიდდით ბაბაიებო !ყველას გვინდა გამარჯვება და ნამეტანსაც ნუ მოველით, იმას რომ ამ მატჩის მოგებით საქართველო გაცისკროვნდება, ან საქართველო გაიმარჯვებს, ბურთი მრგვალია და რომ წავაგოთ ე.ი. სამშობლო დაგვიმარცხეს ?არაა ეს ასე, პატრიოტიზმი კარგია მაგრამ უცილობელი წარმატების მოლოდინში წარუმატებლობისას მარტო გლუკოზის აბები ვერ გვიშველის!არადა ვაღიაროთ რომ მეტოქეს ბევრად დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს და ჩვენი გამარჯვება ერთ ცად გაელვებას ემსგავსება, ექნება კი მას გაგრძელება შემდგომ ? ეეხ ჩემო ბაბაიებო ყველანი ბედკრული საქართველოს შვილები ვართ, უფალი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს !
ბაბაია
25 მარტი 2024 22:11
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული