"არ მინდოდა პირადი რაღაცების თქმა, მაგრამ ბუდუზე ეს უნდა მოგიყვეთ..." - რა განაცხადა იაშვილმა ზივზივაძეზე

AutoSharing Option
გადაცემაში "სპორტი იმედზე" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ლუქსემბურგთან მატჩში დუბლის ავტორ ბუდუ ზივზივაძეზე საინტერესო ისტორია გაიხსენა.

"არ მინდოდა პირადი რაღაცების თქმა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელების პირადი დამოკიდებულება, ბუდუზე ვამბობ.

როცა ჩამოვიდა და ვესაუბრე, ვუთხარი - ძალიან მჩატე ხარ და შეფერთხილი-მეთქი. კი, კიო, ამ თამაშისთვის ისე ვემზადები, რომ 5 თვე შოკოლადიც არ მიჭამიაო", - გაიხსენა იაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 39 /
ბუდუმ ამ მატჩში ჰეთრიკი შეასულა.ნუ დაგვავიწყდებათ, რომ ერთი გოლი არ ჩაგვითვალა მსაჯმა. ამ გოლის სამართლიანობა თვით იმ ეპიზოდის მონაწილე მეკარემ აღიარა. როცა თქვა, მისი მწვრთნელის და თანაგუნდელებისგან განსხვავებით "საქართველოს ნაკრებმა ღირსეულად მოგვიგესო". ბუდუმ ფეხი მას კი არა ბურთს მიარტყა და მან კი სხვა რამ გააფორმა და კარგადაც გამოუვიდა. დიდი წარმატებები ბუდუს!
გიზოგ
14:33 25-03-2024
3
ღმერთო შენ გაუნათე გონება ქართველებს, გაუნათლებლობა ხომ დიდი სირცხვილია, მითუმეტეს ამ დროში, მაგრამ შინაგანი ზრდილობა ხომ უნდა გქონდეს, ცოტა მაინც. ქუჩაში ახალგაზრდა ბიჭების საუბარი მესმოდა, ბიჭო აზაროვიც გვეყოლება და კვარაცო, აზარა მაგარი სწრაფიაო და რავიცი კიდე რა აღარ მოვისმინე. აქ კიდევ, კომენტარებს გადავხედე, უკვე მერამდენედ გაოცებული ვარ. ხალხო, რა ენოს გამოყოფა, მეტი სათქმელი არაფერი გაქვთ? ბიჭმა იფრინა, ისე რომ ორი გოლი შეაგდო. ვისაც ეს ქვეყანა გიყვართ, ბიჭებთან ერთად იბრძოლეთ, ვინ ტრიბუნიდან, ვინ ეკრანებთან, რა დროს სანიოლის ან ფედერაციის კრიტიკაა, ამას ვინც აკეთებს იმას ფეხბურთი სულ ახატია, ოღონდ ღვარძლი აფქრვიოს, 30 წელია ამაზე ვოცნებობ, ესეტი თამაშის მოლოდინსაც ხომ თავისი აზარტი და ეშხი აქვს, გიჟივით წინ და უკან დავბორიალობ, თუ ინფაქრტს გადავრჩი, კაია.
დიდება, დიდება, დიდება
საქართველოს!!!
ლევანი
13:36 25-03-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული