"საბერძნეთზე უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან..." - დემეტრაძემ ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ "ჩემპიონატთან" ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.

"საბერძნეთთან მატჩი ჩემი ქვეყნისთვის ისტორიულია. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა მას შემდეგ, რაც თბილისის "დინამომ" თასების თასი მოიგო, მაგრამ ის მაშინ გუნდი იყო და ახლა საქმე ნაკრებთან გვაქვს. წინ გვაქვს საუკუნის მატჩი, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ.

საშინაო კედლები ძალიან დაგვეხმარება. ნახევარ მილიონამდე ადამიანს სურდა ბილეთების ყიდვა, მაგრამ სამწუხაროდ, სტადიონი მხოლოდ 55 000-ს იტევს. მსგავსი რამ ისტორიაში აქამდე არასდროს მომხდარა.

როგორც ჩვენ, ასევე საბერძნეთს,
კარგი გუნდი გვყავს. ყაზახეთთან ჩვენი მეტოქის თამაშს ვუყურე და ძალიან კარგი დაცვა ჰყავთ. გულშემატკივარი ჩვენი მე-12 მოთამაშე იქნება. ჩემი აზრით, საბერძნეთზე უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან სახლში ვთამაშობთ", - თქვა დემეტრაძემ.
მკითხველის კომენტარები / 18 /
გიორგი ბატონო, შენ ხომ უცებ იშოვე ბილეთი, საიტმა ხომ არ გამოგაგდო? )) მოკითხვა სამთავრობო ლოჯაში მსხდომთ უკლებლივ!
10
დემე შენ იმაზე ილაპარაკე, მაგ საუკუნის მატჩი შავბაზარზე გატანილი ბილეთებიდან, რამდენი უნდა შეგხვდეს?! კაციშვილი რომ ხმას არ იღებთ, არც ფედერაცია და არც მთავრობა, რომ გკითხოთ კაცმა ხაზარაძესთან(თი-ბი-სი) ბანკთან და ნაცებთან(მთავარ სპონსორთან) დაპირისპირება გაქვთ და პირველი ბილეთებს ყიდის და მეორე მთავარი სპონსორია. რაც თქვენ ამ ბილეთებზე იკადრეთ, იმედია ნაკრების თამაშზე არ აისახება ეგ ნეგატიური მუხტი და მე ვენაცვალე იმათ მარჯვენას, ვინ გადამყიდველები სცემა გუშინ. არ იყიდოთ მათგან არცერთი ბილეთი, ვანახ ერთი რა მოგებაზე გავლენ!!!
ATP 16
14:03 25-03-2024
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული