კაკაბაძე: მილიონი ბილეთიც რომ ყოფილიყო, მაინც ყველა გაიყიდებოდა

AutoSharing Option
საბერძნეთთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ გააკეთა:

"ვამაყობ, რომ ამ ნაკრების წევრი ვარ. 4 წლის წინ მიზანი ვერ ავისრულეთ, ახლა კი ამისთვის ყველანი მზად ვართ და შესაბამისი მენტალიტეტი გვაქვს... მახარებს ის განწყობა, რაც გულშემატკივრებში სუფევს. ასეთი განცდა მაქვს, მილიონი ბილეთიც რომ ყოფილიყო, მაინც ყველა გაიყიდებოდა.

მთავარია, ძალების აღდგენა მოვასწროთ და მოწინააღმდეგეზე სრული ინფორმაცია გვქონდეს. დიდი ხანია, რაც ნაკრებში ვარ და დღევანდელი შემადგენლობა ერთ-ერთი საუკეთესოა... ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის!"

altსანიოლი: ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, მთელმა ქვეყანამ!

alt"საბერძნეთზე

უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან..." - დემეტრაძემ ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა

alt"არ მინდოდა პირადი რაღაცების თქმა, მაგრამ ბუდუზე ეს უნდა მოგიყვეთ..." - რა განაცხადა იაშვილმა ზივზივაძეზე

altგადაიწერება ევროპის ჩემპიონატის ისტორია? - ჩვენ ეს არ გვინდა და ყველაფერი საქართველოს ნაკრებზეა დამოკიდებული...

altერთი დღე მატჩამდე! როგორი გუნდია საბერძნეთის ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონობის 20 წელს აღნიშნავს

მკითხველის კომენტარები / 24 /
შენ ოთარ მზად ხარ? ლუქსემბურგთან უამრავი შეცდომა დაუშვი-რამდენჯერმე საკუთარ ნახევარზე და საჯარიმოს სიახლოვეს დაკარგე ბურთი, ვერ გამოიყენე 100%-იანი საგოლე შანსი, დაამტვრიე მოწინააღმდეგე რისთვისაც გაძევებას იმსახურებდი-ხოლო ბერძნებს ბოლო ორ თამაშში 2021 წელს 2 გოლი აჩუქე!
რისთვის ხარ ოთარ მზად? მესამე საჩუქარისთვის? შენი დაყენება შემადგენლობაში ამ თამაშზე არ შეიძლება-არ გეწყინოს მაგრამ ასეა. მეც არ მიხარია გოჩოთი შენი ჩანაცვლება, მაგრამ სხვა ალტერნატივა ნამდვილად არა გვაქვს
inviz9
16:58 25-03-2024
6
ამას ლუქსემბურგთან მატჩის მერე მწვრთნელი რომ პრეს-კონფერენციაზე იახლებს, იმ მწვრთნელს თავისი საქმის არაფერი გაეგება, ან არავინ არაფერს ეკითხება. სამარცხვინო მატჩი ჰქონდა და თუ ძირითადში იქნება, წავაგებთ უეჭველად. ბერძნებთან ბოლო თამაშში რაც ქნა, იგივეს გააკეთებს ხვალაც. საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება დააყენო პოლონეთის ჭ კლასის გუნდის არცთუ ძირითადი ფეხბურთელი, როცა გყავს ახალგაზრდა მცველი შახტარიდან, რომელიც ბარსასთან მატჩში ორივე გუნდიდან საუკეთესოდ დასახელდა. თუ ევროპაზე გინდათ გასვლა, ნაგავი უნდა მოიცილოთ, სხვაგვარად ვერ გახვალთ. მე მახსოვს კაკაბაძის დებიუტი, გოჩოლეიშვილზე არაფრით იყო ნაკლები, მაგრამ როგორც ჩანს, პათოლოგიურად ზარმაცია, რადგან იმ მომენტიდან ერთი გოჯითაც არ წაწეულა წინ. დღევანდელ ფებურთში სიზარმაცე და გამარჯვება ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია.
ქომაგი
19:53 25-03-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული