გუსტავო პოიეტი: საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობთ - კარგად მომზადებული ჩამოვედით

AutoSharing Option
26 მარტს, ევროპის პირველობაზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრის წინ პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდის მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა ისაუბრა:

"ჩემთვის წარსულს მნიშვნელობა არ გააჩნია, საქართველოს ნაკრებს პირველად ვხვდები და მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ. ფინალისთვის რა დავგეგმე, ამას ვერ გაგიმხელთ. საქართველოს ნაკრების სტილს კარგად ვიცნობთ და არ გვგონია, ვილი სანიოლმა ცვლილებებს ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ მიმართოს. ჩვენ თბილისში კარგად მომზადებული ჩამოვედით.

ორივე გუნდში არაერთი ახალგაზრდაა და წნეხთან გაძლება გადამწყვეტი იქნება - მაქსიმალურად გამოავლენენ თუ არა საკუთარ შესაძლებლობებს".

მკითხველის კომენტარები / 5 /
საქართველოს ნაკრებს ჩვენ არ ვიცნობთ და შენ საიდან იცნობ,ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირი გუნდია
Levani
22:47 25-03-2024
2
არაფერი პირადული, მაგრამ ნაკრებში ბევრი ისეთი ფეხბურთელია მომენტებში აუხსნელ გადაწყვეტილებებს რომ ღებულობენ, ცელკე თემაა არასტაბილურობა, კონცენტრაციის დაკარგვა,მაგალითადა 21 ში როდრიგესის გოლი, ორჯერ შემოვიდნენ საჯარიმოში, პირველად კი მამარდამ გვიხსნა... ჩემთვის აუხსნელია-მეტოქეს სულ ერთი ფეხბურთელი ყავდა გოლის მეტნაკლებლად გამტანი- დაცვას კი არ ქონდა სქემა,პასი რომ იკითხებოდა , ჩვენი 4 ფეხბურთელის გარემოცვაში თავისუფლად მიიღო ბურთი გაისწორა და გაიტანა?! კიდევ დავაფიქსირებ, გვყავს სულ 4-5 ფეხბურთელი ევროპირველობაზე სათამაშო დონეს რომ რამდენადმე ესადაგება, ადვილი გამოსაცნობია: როგორც იქნა მათ სიაში მეკარეც გაგვიჩნდა , ხვიჩა და კიდევ +2 ან მაქსიმუმ 3... მეტი ნამდვილად არა. ეხ,მოგებას მთელი ქვეყანა სულმოუთქმელად ველოდებით და იქნებ ცაზე ვარსკვლავებიც ჩვენს სასიკეთოდ განლაგდეს, რადგან მარტო მსაჯის კეთილგანწყობაც არ გვიშველის... გამარჯვება საქართველო!
გუსანი
00:19 26-03-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული