დღე, რომელსაც მარტო ვერ გაუძლებ! - უფრო მეტი, ვიდრე ერთი ფინალის მოგება - სავარაუდო შემადგენლობები

AutoSharing Option
არის დღეები, რომლებსაც მარტო ვერ გაუძლებ და ის მთელ ქვეყანას აერთიანებს. ასეთია დღევანდელი, 26 მარტი - ქართულ ფეხბურთს, დამოუკიდებლობის ჟამს, აუცილებლად სჭირდება ის მინიმალური წარმატება, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია. წარმოიდგინეთ, როგორ გაიზრდება ინტერესი, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ დაიმსახურა; წამით გავიფიქროთ, ევროპირველობაზე გასვლა ჩვენს საფეხბურთო ფასსა და სიამაყის ხარისხს როგორ ასწევს.

ლეგენდარულ ზინედინ ზიდანს აქვს ნათქვამი, გამარჯვებულის მენტალიტეტი მაშინ ჩამომიყალიბდა, როცა გავაცნობიერე, რომ შედეგზე პასუხისმგებელი მე ვიყავი და წაგება ნამდვილი დრამა იყოო. რა თქმა უნდა, ჩვენი ფეხბურთელები ამ ჟინის, განწყობისა და
პასუხისმგებლობის გამო არ უნდა დაისტრესონ, მაგრამ ყველას გათავისებული აქვს, მიღებული შანსის ხელიდან კიდევ ერთხელ გაშვება არ შეიძლება!..

Sportall.Ge

"თუ სხვებს არ ენდობი, წარმატებას ვერ მიაღწევ" - "ვარსკვლავური ომების" ეს ფრაზა დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება, საქართველომ ერთიანობის მაგალითი უნდა აჩვენოს და ეს ძალა ერთ წერტილში მოექცეს. რასაც ამ დღეებში ვხედავთ, საქმე სწორედ ამასთან გვაქვს.

"ჯვაროსნების" მისია უფრო მეტია, ვიდრე ერთი ფინალის მოგება. ესაა ქართული ფეხბურთის აწმყოსა და მომავლის მნიშვნელოვანი გარდატეხა, რაც თავისთავად, წარსულის ფესვებზე სუნთქავს. ესაა ხვალ უფრო მეტი "კვარასა" და გიორგი მამარდაშვილის არსებობა...

ერთია ემოციური მხარე და მეორე - წმინდა საფეხბურთო. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ბევრს იფიქრებდა იმაზე, რა იქნება წარმატების გასაღები დღეს საღამოს. ერთ რამეზე ყველა უნდა შევთანხმდეთ, არც მხოლოდ შეტევაში იქნება გამოსავალი და ვერც მარტო მოწინააღმდეგის შეცდომებზე ავაგებთ საკუთარ გეგმებს. ჩვენმა ბიჭებმა საუკეთესო თვისებები ბოლომდე უნდა გამოავლინონ. ესაა მატჩი, რომელიც მათ ცხოვრებასა და კარიერას უკეთესს აუცილებად გახდის.

Sportall.Ge

დღევანდელი შეხვედრის შესახებ ჩვენც ბევრი დავწერეთ, ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში მთელ ქვეყანას მხოლოდ ამაზე ეფიქრება, რამდენჯერმე შემოიხედებიან სპორტულ გვერდებზე, გაიხსენებენ ძველ ვიდეოებს, ეცდებიან, არაფერი გამორჩეთ. ნახევარფინალის შემადგენლობა თითქმის სრულად გამოვიცანით, ახლა კი ბევრი ცვლილება არ იქნება. მთავარია, დიდი გამოწვევისთვის ყველა მზადაა!..

საღამოს იდეალურ ხასიათზე უნდა ვიყოთ!..

ფინალი. 26.03.24 21:00 "დინამო არენა"

საქართველო - საბერძნეთი

სავარაუდო შემადგენლობები


საქართველო: მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, კანკავა (ან ქოჩორაშვილი), კიტეიშვილი, შენგელია - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე (ან ზივზივაძე);

საბერძნეთი: ვლახომიდოსი - ბალდოკი, მავროპანოსი, ხაციადიკოსი, ციმიკასი - ბაკასეტასი, კურბელისი, მანტალოსი - მასურასი, იონადისი, პელკასი.

მსაჯი: მარცინიაკი (პოლონეთი)

altსანიოლი: ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, მთელმა ქვეყანამ!

altერთი დღე მატჩამდე! როგორი გუნდია საბერძნეთის ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონობის 20 წელს აღნიშნავს

alt"არ მინდოდა პირადი რაღაცების თქმა, მაგრამ ბუდუზე ეს უნდა მოგიყვეთ..." - რა განაცხადა იაშვილმა ზივზივაძეზე

მკითხველის კომენტარები / 43 /
დღეს,ოთარ კიტეიშვილის დაბადების დღეა!ვულოცავ ოთარს და ვიცი,საიუბილეო ტორტზე მის მიერ ჩათქმული სურვილი რა იქნება.ისიც ვიცი,რომ ოთარიც და მისი მეგობრებიც თავებს გადადებენ,მისი,მისი მეგობრების,მთელი საქართველოს ნატვრის ასრულებისათვის.დღეს მისი დღეა,დღეს,საქართველოს ნაკრების 30 წლიანი ნატვრის ასრულების დღეა.ოთარ,ბიჭებო,ამ ნატვრის ასრულებას გაუმარჯოს!ამ საღამოს,ოთარის დაბადების დღესთან ერთად,საქართველოს ისტორიული გამარჯვებაც გვეზეიმოს.
სოსო
10:42 26-03-2024
0
შენგელიამ ძალიან კარგად ითამაშა ლუქსემბურგთან!!არ დამავიწყდება მისი გმირული თამაში სომხეთთან,თავგატეხილმა და დაბინტულმა როგორ ითამაშა ბოლომდე!!!
მარი
13:22 26-03-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული